Jump to content
Planeta.Ge

from opinion.ge- მიხეილ სააკაშვილი: “ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს თავისი საცხოვრებელი ადგილის დაცვა”


Recommended Posts

http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/mishania-300x256.jpgროგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროში დიმიტრი შაშკინის წარდგენისას განაცხადა, „ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს თავისი საცხოვრებელი ადგილის დაცვა, რადგან ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ როდესაც საქართველოში დამპყრობელი შემოდის, იქ ქართველები აღარ რჩებიან“.

“პირადად მე ვაპირებ, როგორც კი ჩემი შვილი სრულწლოვანი გახდება, ინტეგრირებული იყოს ჯარში და გაიაროს სამხედრო ცხოვრება. ყველა ქართველი უნდა ფიქრობდეს, რომ მისმა შვილმა იცოდეს იარაღის ტარება და იცოდეს რას წარმოადგენს შეიარაღებული ძალები მისთვის და მისი ქვეყნისთვის. ასევეა რეზერვისტთა სისტემაც. საქართველოს დამპყრობელთან შეხმატკბილებულ ჩვენს უთავმოყვარეო ელემენტებს სარეზერვო სისტემაზე თავდასხმები მე მგონი, ცუდად მიუბრუნდათ უკან, იმიტომ, რომ სარეზერვო სისტემა, რომელიც ყველა რეგიონში შეიქმნა და პრაქტიკულად ყველა ადამიანი ჩაეწერა, ჩვენი ერთ-ერთი სიამაყის წყაროა. ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს თავისი საცხოვრებელი ადგილის დაცვა, რადგან ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ როდესაც საქართველოში დამპყრობელი შემოდის, იქ ქართველები აღარ რჩებიან”, – განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

opinion.ge

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...