Jump to content
Planeta.Ge

from opinion.ge- მიხეილ სააკაშვილმა ბაჩო ახალაია წარადგინა


Recommended Posts

http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/bacho-axalaia2.jpgშინაგან საქმეთა ახალი მინისტრი, ბაჩო ახალაია თანამშრომლებს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წარუდგინა.

“მას ბევრი მტერი ჰყავს ძალიან კონკრეტული მიზეზების გამო. როდესაც ჩვენ ის დავნიშნეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელად, ერთმა ჩემმა მეგობარმა და ჩვენი მთავრობის მხურვალე მომხრემ დამირეკა და მითხრა, რომ მგონი ცუდად მიდის ჩვენი საქმე, 26 წლის ბიჭი ამას ვერ გაქაჩავსო. გაქაჩა და ძალიან კარგადაც გაქაჩა. ჩვენთან კრიმინალური სტრუქტურა ეს იყო კანონიერი ქურდები, ქუჩის დანაშაული, ციხიდან დანაშაულის მართვა და სკოლებში დანაშაული. პირველი ორი მოვკეტეთ, პირველი – მთავრობა გამოვაცალეთ და მივიღეთ კანონი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, მეორე გავაჩერეთ იმის ხარჯზე, რომ მოვახერხეთ ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპით ქუჩის დანაშაულის ალაგმვა, მესამე იყო ძალიან რთული, ე.წ ვაზვრატები ხდებოდა ციხიდან, ერთი-ორი ჩვენი მინისტრიც გახდა ამის მსხვერპლი, მათ ციხიდან ურეკავდნენ, ფული გადმოგვირიცხეთო და ახალაიამ მოახერხა ამის ჩაკეტვა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, სააკაშვილის განცხადებით, პოლიცია კარგად აწყობილი სტრუქტურაა და ვანო მერაბიშვილის ინიციატივა იყო, რომ ბაჩო ახალაია ყოფილიყო მისი ხელმძღვანელი.

“ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი კრიმინალიზებული, მაფიოზური, კორუმპირებული, ხელიდან წასული ქვეყანა. ახლა ევროკავშირის გამოკვლევებით, ჩვენ ვართ ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა. ჩვენ ვართ უფრო უსაფრთხო, ვიდრე დანია, საფრანგეთი, გერმანია ინგლისი. ეს მართლაც არის თითოეული თქვენგანის დამსახურება”, – მიმართა სააკაშვილმა შსს-ს თანამშრომლებს.

opinion.ge

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...