planetanews Posted July 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/manana-nachkebia.jpgროგორც “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახოში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა, “ხელისუფლება ხალხს არ უნდა ატყუებდეს““მეტი სარგებელი ხალხს მაშინ ექნება, როცა ხელისუფლება დანაპირების შესრულებას ისწავლის და ხალხს მოტყუებულს არ დატოვებს”, – განაცხადა ნაჭყებიამ.პარტიის ინფორმაციით, როგორც სოფლის მცხოვრებლები აღნიშნავენ, მიუხედავად დაპირებისა, წყლის სათავე-ნაგებობა კვლავაც დაზიანებულია.“სოფელი დიდი ხანია, არჩევნებიდან არჩევნებამდე საბავშვო ბაღს ითხოვს, მაგრამ დაპირებები არჩევნების დასრულებისთანავე დავიწყებას ეძლევა. მართალია, სოფლის ცენტრამდე ასფალტირებული გზა მივიდა, მაგრამ რატომღაც გზის გარეშე დარჩა ცენტრიდან ერთ–ერთ უბნამდე მისასვლელი 300 მ-მდე გზის მონაკვეთი, რომელიც რატომღაც განხორციელებულ სამუშაოებში არ ჩაჯდა. ალბათ იმიტომ, რომ იქ ხელისუფლების წარმომადგენლები არ ცხოვრობენო”, – აცხადებენ სოფლის მცხოვრებლები.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts