planetanews Posted July 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/misha-misha1.jpgროგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ბაჩო ახალაიას წარდგენისას განაცხადა, “ციხეებში დღეს იმაზე მეტი პატიმარია, ვიდრე უნდა იყოს”. “ბაჩო ახალაიას ძალიან ბევრი მომხრე და ბევრი მტერი ჰყავს. ბევრი მტერი ჰყავს ძალიან ბევრი კონკრეტული მიზეზის გამო, როდესაც ჩვენ ის დავნიშნეთ სასჯელაღსრულების დეპატრამენტის უფროსად, ერთმა ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, ცუდად არის ჩვენი საქმეო, ახალაია ამ საქმეს ვერ გაქაჩავსო. გაქაჩა და ძალიან კარგადაც გაქაჩა, მან მოახერხა ძალადობის შეწყვეტა. მთელი საბჭოთა კავშირის ყოფილ ტერიტორიაზე სალაპარაკოა როგორ ხვეტავენ ქართველი კანონიერი ქურდები საკნებს. ახალიას რა თქმა უნდა, ბევრი მტერი ჰყავს, რადგან სამწუხაროდ, ციხეში იმაზე მეტი პატიმარია, ვიდრე უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს განპირობებულია ჩვენი დანაშაულის დონით, თუმცა ალტერნატიული სასჯელის სხვა ფორმები უნდა მოვიფიქროთ. რა თქმა უნდა, ამით ბევრი პატიმრის ოჯახის წევრია გამწარებული, ხდება ამ ხალხით მანიპულაცია და ეს მე სულაც არ მიხარია”, – განაცხადა სააკაშვილმა. opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts