planetanews Posted July 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/davit_bakradze1-300x225.jpgპარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძესა და ევროსაბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპეის შორის შეხვედრა შედგა. როგორც შეხვედრის შემდეგ ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, განხილვის მთავარ თემას სამი ძირითადი საკითხი – საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობები, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და ქართულ–რუსულ ურთიერთობები წარმოადგენდა. “საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობები ძალიან პოზიტიურად ვითარდება და უახლესი ორი წლის განმავლობაში საქართველო ხარისხობრივად და თვისობრივად უფრო ახლოს იქნება ევროკავშირთან, ვიდრე როდესმე ყოფილა. შეხვედრაზე მეორე ძირითადი თემა უკავშირდებოდა საქართველოში არსებულ უსაფრთხოების სიტუაციას, ქართულ–რუსულ ურთიერთობებს და იმ განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ევროკავშირის მონიტორინგის მისია საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ასრულებს. პოზიცია ორივე მხრიდან იდენტური იყო. აუცილებელია ვითანამშრომლოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ არჩევნებმა დემოკრატიულად და თავისუფლად ჩაიაროს. ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ და ვაფასებთ ევროკავშირის გადაწყვეტილებას დააფინანსოს საქართველოში მიმდინარე მედია–მონტორინგის პროცესი. იმედი გვაქვს, ევროპელი დამკვირვებლები შეძლებისდაგვარად დიდი რაოდენობით იქნებიან წარმოდგენილი, როგორც საარჩევნო კამპანიის პროცესში, ასევე თვითონ არჩევნების დღესაც” – აღნიშნა ბაქრაძემ.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts