planetanews Posted July 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/archevanis-tavisuflebisatvis-300x225.jpgხვალ, 5 ივლისს 15:00 საათზე გორში, კოალიციის – „არჩევნის თავისუფლებისთვის“ და გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა ადგილობრივ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან და აქტიურ მოქალაქეებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებით.შეხვედრის მიზანია, საზოგადოებამ მიიღოს მეტი ინფორმაცია კამპანიის – „ეს შენ გეხება“-ს, მისი მიზნებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ, აგრეთვე, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მისი გაჯანსაღებისთვის აუცილებელი ღონისძიებების თაობაზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება ე.წ. must carry-ისა და must offer-ის კანონმდებლობაში ასახვის საკითხებზე, კანონში შეტანილი ცვლილებების დადებით და უარყოფით მხარეებზე.შეხვედრას დაესწრებიან კოალიციის „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წევრები: ექსპერტი საარჩევნო საკითხებში ირაკლი მელაშვილი, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე კოტე კანდელაკი, საქართველოს მედია კლუბის თავმჯდომარე მაგდა პოპიაშვილი, აგრეთვე, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში და სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე.შეხვედრები საქართველოს რეგიონებში მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts