planetanews Posted June 30, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 30, 2012 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/reuters-150x44.jpgმარგარიტა ანთიძეთბილისი - ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შაბათს მისი ახლო მოკავშირე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრად დაასახელა.სააკაშვილმა, რომელიც არჩევნების წინ ახლად შექმნილ ოპოზიციურ ჯგუფთან სულ უფრო მზარდ კონკურენციას აწყდება, განაცხადა, რომ მერაბიშვილისგან სურს საქართველოს 16%-იანი უმუშევრობის დაძლევა და სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის სფეროში რეფორმების განხორციელება.„ჩვენი ხალხისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, თუ რა არის და რა იქნება მთავრობის პრიორიტეტები მოახლოებული არჩევნების წინ და არჩევნების შემდეგ“, თქვა სააკაშვილმა.ოფიციალურად მერაბიშვილის დანიშვნას მომავალ კვირაში დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, სადაც უმრავლესობა სააკაშვილის მხარდამჭერია.ახალი პრემიერ-მინისტრი შეცვლის ნიკა გილაურს, რომელსაც ეს პოსტი 2009 წლის თებერვლის შემდეგ უკავია. ის ქვეყანას ეკონომიკური კრიზისის დროს და რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ხანმოკლე ომის შემდეგ მართავდა.44 წლის მერაბიშვილი, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ფიგურა გახდა 2003 წლის უსისხლო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რევოლუციის, რომელმაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა.2004 წლის დეკემბრიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა პოლიციის რეფორმას და კორუფციასთან ბრძოლას, რის გამოც ზოგიერთი საერთაშორისო ინსტიტუტის და დამკვირვებლების შექება დაიმსახურა.თუმცა, ოპონენტები მას სააკაშვილის წინააღმდეგ 2007 და 2010 წელს მიმდინარე ოპოზიციური აქციების სასტიკ დარბევაში ადანაშაულებენ.პრეზიდენტის მსგავსად მასაც პრო-დასავლელად და მოსკოვისადმი უნდობლობით განწყობილ ფიგურად მიიჩნევენ.საზოგადოებრივი კვლევების თანახმად, ახალი ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნება“, სააკაშვილის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჩამორჩება. მაგრამ კოალიციამ საკუთარ აქციებზე ამ კავკასიურ სახელმწიფოში, სადაც 4.5 მილიონი მოსახლეა, მხარდამჭერთა დიდი რაოდენობა შეკრიბა.ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული ნაბიჯის მიზანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის შემდგომი გაუმჯობესებაა.„ამ მნიშვნელოვანი არჩევნების წინ ძალების მობილიზების მიზნით სააკაშვილმა პრემიერ- მინისტრად მისი მთავრობის ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერი დანიშნა“, თქვა ანალიტიკოსმა, რომელსაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ სურს.„ეს ძალიან პრაგმატული და ბრძნული არჩევანია“.სააკაშვილის თქმით, გილაური ამიერიდან უხელმძღვანელებს ფონდს, რომელიც საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე იმუშავებს.ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts