planetanews Posted July 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2012 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/der_standard_logo1-150x40.pngპრეზიდენტს პრემიერმინისტრის პოსტისთვის უფლებამოსილების გაზრდაში ადანაშაულებენთბილისი – საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობა შეცვალა. ახალი პრემიერმინისტრი სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი და მრავალი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრი 44 წლის ვანო მერაბიშვილია.როგორც სამშაბათს თბილისში მედია საშუალებები გადმოსცემდნენ, მთავრობის მოწინაღმდეგენი აშშ-სა და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ სახელმწიფოს მეთაურს ავტორიტარულ მეთოდებში სდებენ ბრალს. მან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა პოლიციურ სახელმწიფოდ აქცია. სექტემბრის ბოლოსთვის დაგეგმილი არჩევნების შემდეგ სააკაშვილს, რომელსაც აღარ აქვს უფლება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა, პოლიტოლოგების აზრით სურს თავისი პოსტი გაუცვალოს პრემიერს. მთავრობის მეთაურის უფლება-მოვალეობები 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილების შედეგად, რომელიც პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ, 2013 წელს ამოქმედდება, გაზრდილია.2008 წელს რუსეთთან ომის შემდეგ, რომლის დროსაც უშუალო აგრესია ევროკავშირის საგამოძიებო კომისიის მოხსენების თანახმად თბილისიდან მოდიოდა, მოსკოვმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონები სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. თანადგომის ხელშეკრულებაში მოსკოვი ვალდებულებას იღებს დაიცვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრები. საქართველო, რომელიც ნატოსკენ ისწრაფვის, ამაოდ ელოდა თანადგომას მოკავშირეთა მხრიდან. სააკაშვილის ქმედების გამო ნატოს წევრ რამდენიმე ქვეყანას მასში რწმენა შეერყა.საქართველოში მრავალჯერ გამოხატეს პროტესტი აშშ-ში ნასწავლი სააკაშვილის მიმართ. პრო-ევროპული პოლიტიკოსი ხელისუფლებაში ეგრეთ წოდებული 2003/2004 წლების ვარდების რევოლუციის შედეგად მოვიდა. (APA)ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts