planetanews Posted June 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 29, 2012 16:07 29.06.2012წუხელ მოსულმა ძლიერმა წვიმამ სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დატბორილია სოფლები - დიდინეძი და ჯიხაშკარი. ამასთან ზუგდიდი–აბასთუმნის გზაზე ხიდი წყლით არის დაფარული. http://1.bp.blogspot.com/-ya_Lcn8xt4M/T-2aM_1qKpI/AAAAAAAAHmw/uF4JvnF6A3I/s200/3df8a18595eff431859ebf2af45110d3.jpgსოფლებში - გრიგოლიშში, კორცხელსა და ოდიშში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგად შიდა გზებია ჩაკეტილი, მძიმე ვითარებაა სოფელ ყულიშკარშიც. ძლიერმა წვიმამ მნიშვნელოვნად დააზარალა წალენჯიხის მუნიციპალიტეტიც. სამ თემში - ობუჯში, ნაკიფუსა და ფახულანში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა. ობუჯის თემში შემავალი ორი სოფელი, სამესხიო და ჯაღირა გარესამყაროსაა მოწყვეტილი, დანგრეულია ხიდები. ერთ-ერთი სახლი მეწყერმა ძლიერად დააზიანა, თუმცა მასში მყოფების, მათ შორის ერთი ბავშვის გადარჩენა მოხერხდა. მსხვერპლი არ არის, თუმცა როგორც წალენჯიხის გამგეობაში აცხადებენ, ადამიანებმა ფიზიკური დაზიანებები მიიღეს. ჩხროწყუ–ნაკიანი–გარახას გზაზე ხიდი ჩაინგრა, რის გამოც მოძრაობა შეწყვეტილია. დატბორილია ჩხოროწყუს ცენტრში საცხოვრებელი სახლების ნაწილი და სოფლები - ლეწურწუმე და ახუთი. განსაკუთრებით მძიმე ვითარება ქვედა ზონის სოფლებშია. ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძველ ხიბულაში, ხეთასა და პირველ მაისში სახნავ–სათესი მიწებია დატბორილი. ამ დრომდე შეფერხებულია მოძრაობა სოფელ პირველ მაისში.რეგიონის ნაწილს არ მიწოდება ელექტროენერგიაც. ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts