Jump to content
Planeta.Ge

tabula.ge: მეცნიერები თითქმის დარწმუნებულნი არიან, რომ ჰიგსის ბოზონი აღმოაჩინეს


Recommended Posts

##image#9802#1#მეც­ნი­ე­რებ­მა ატო­მუ­რი კვლე­ვე­ბის ევ­რო­პუ­ლი ცენ­ტრი­დან – CERN, ჟე­ნე­ვა­ში გა­მო­აც­ხა­დეს, რომ ნა­პოვ­ნია სუ­ბა­ტო­მუ­რი ნა­წი­ლა­კი, რო­მე­ლიც ჰიგ­სის ბო­ზო­ნის პა­რა­მეტ­რებს ემ­თხვე­ვა. ჰიგ­სის ბო­ზო­ნი, რო­მელ­საც ”ღმერ­თის ნა­წი­ლაკ­საც” ეძა­ხი­ან, ჰი­პო­თე­ტუ­რი ნა­წი­ლა­კია, რო­მე­ლიც მა­ტე­რი­ას მა­სას აძ­ლევს. მეც­ნი­ე­რე­ბი ჰიგ­სის ბო­ზონს 45 წლის მან­ძილ­ზე ეძებ­დნენ, მის აღ­მო­სა­ჩე­ნად კი სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი დი­დი ად­რო­ნუ­ლი კო­ლა­ი­დე­რი აშენ­და. ის ათი მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი დაჯ­და. 

ცერ­ნის ექ­სპე­რი­მენ­ტი ფი­ზი­კას ახალ სა­ფე­ხურ­ზე ას­ვლას ჰპირ­დე­ბა. დიდ ად­რო­ნულ კო­ლა­ი­დერ­ში ფუნ­და­მენ­ტუ­რი ფი­ზი­კუ­რი თე­ო­რი­ე­ბი და ასე­ვე დი­დი აფეთ­ქე­ბის თე­ო­რია ტესტს გა­ივ­ლის. ფი­ზი­კის ელე­მენ­ტა­რუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბის თე­ო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც

სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი, ჰიგ­სის ბო­ზო­ნის აღ­მო­ჩე­ნა იქ­ნე­ბა პი­კი, რო­მე­ლიც სტან­დარ­ტუ­ლი მო­დე­ლის სის­წო­რეს და­ამ­ტკი­ცებს. რო­გორც ელე­მენ­ტა­რუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბის ფი­ზი­კოს­მა, ლი­ვერ­პუ­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან, ტა­რა შირ­სმა BBC-ის გა­ნუც­ხა­და ”ჰიგ­სის ბო­ზო­ნი ჩვენ  გვჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ ავ­ხსნათ რა არის მა­სა. მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში ჩვენ ის იმის­თვი­საც გვჭირ­დე­ბა, რომ ავ­ხსნათ სამ­ყა­რო – თუ ნა­წი­ლა­კებს მა­სა არ ექ­ნე­ბო­დათ, არ იქ­ნე­ბოდ­ნენ ვარ­სკვლა­ვე­ბი, გა­ლაქ­ტი­კე­ბი და ატო­მე­ბიც კი. ჰიგ­სის ბო­ზო­ნის აღ­მო­ჩე­ნა და­ამ­ტკი­ცებს, რომ ჩვენ ვი­ყე­ნებთ სწორ მე­თოდს სამ­ყა­როს ასახ­სნე­ლად”.

მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ”ღმერ­თის ნა­წი­ლა­კის” აღ­მო­ჩე­ნა­ში სა­ბო­ლო­ოდ და­სარ­წმუ­ნებ­ლად მათ დას­ჭირ­დე­ბათ და­მა­ტე­ბი­თი მო­ნა­ცე­მე­ბი და სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ანა­ლი­ზი. თუ რე­ზულ­ტა­ტე­ბი ამის შემ­დე­გაც ძა­ლა­ში დარ­ჩე­ბა, მა­შინ ეს იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მეც­ნი­ე­რო აღ­მო­ჩე­ნა ამ სა­უ­კუ­ნე­ში.

ჰიგ­სის ბო­ზო­ნი წარ­მო­ად­გენს ნაკ­ლულ ნა­წილს

– თე­ო­რი­ის­თვის რო­მე­ლიც აღ­წერს ურ­თი­ერ­მოქ­მე­დე­ბებს მიკ­რო­სამ­ყა­რო­ში. თუმ­ცა ბევ­რი მკვლე­ვა­რი ამ­ბობს, რომ სტან­დარ­ტუ­ლი მო­დე­ლი, მხო­ლოდ შე­სა­ვა­ლია რა­ღაც სხვა თე­ო­რი­ის, რო­მე­ლიც შეძ­ლებს ახ­სნას ე.წ შა­ვი მა­ტე­რი­ი­სა და შა­ვი ენერ­გი­ის არ­სე­ბო­ბა, სუ­პერ­სი­მეტ­რია, და­მა­ტე­ბი­თი გან­ზო­მი­ლე­ბე­ბი და ა.შ

მეც­ნი­ე­რე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ გა­მოწ­ვე­ვას M თე­ო­რია წარ­მო­ად­გენს, რო­მელ­საც აქვს პრე­ტენ­ზია ყვე­ლა­ფე­რი ახ­სნას.  

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...