Jump to content
Planeta.Ge

tabula.ge: ინტერვიუ ავსტრალიის პრემიერ მინისტრის წარმომადგენელთან კავკასიაში


Recommended Posts

##image#9807#1#სა­ქარ­თვე­ლო­სა და ავ­სტრა­ლი­ას შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის 20 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ეწ­ვია ავ­სტრა­ლი­ის პრე­მი­ერ მი­ნის­ტრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში, ბალ­კა­ნეთ­სა და კავ­კა­სი­ა­ში დოქ­ტორ რა­სელ ტრუ­დი. ტა­ბუ­ლა გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს ბა­ტონ ტრუდ­თან.

ტა­ბუ­ლა: პირ­ველ რიგ­ში მინ­და მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ ინ­ტერ­ვი­უს­თვის. თუ შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლედ გვით­ხა­რით თქვე­ნი ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ?

ჩე­მი ვი­ზი­ტის უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი არის ჩვე­ნე­ბა იმი­სა, რომ ავ­სტრა­ლია მსოფ­ლი­ოს ამ ნა­წილ­ში კონ­ტაქ­ტებს ზრდის. წელს არის სა­ქარ­თვე­ლო­სა და ავ­სტრა­ლი­ას შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის 20 წლის­თა­ვი, ასე რომ მე ჩა­მო­ვე­დი რა­თა აღ­ვნიშ­ნოთ ის მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი რო­მე­ლე­ბიც ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და. ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში შევ­ხვდე­ბი მი­ნის­ტრებს, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის და კულ­ტუ­რის მი­ნისტრს. ასე­ვე იმე­დი მაქვს მო­ვა­ხერ­ხებ კულ­ტუ­რუ­ლი ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის ნახ­ვას, ასე­ვე შევ­ხვდე­ბი თბი­ლის­ში მყოფ ავ­სტრა­ლი­ე­ლებს. ზო­გა­დად მინ­და რომ ვაჩ­ვე­ნოთ ქარ­თვე­ლებს რომ ურ­თი­ერ­თო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა გვსურს. ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს  და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მოც­ხა­დე­ბა­ში, შემ­დეგ კი დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში დიდ მხარ­და­ჭე­რას ვუც­ხა­დებ­დით. ვფიქ­რობ ავ­სტრა­ლი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვი კავ­ში­რია.

ტა­ბუ­ლა: თქვენ ახ­სე­ნეთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის 20 წლის თა­ვი. შე­გიძ­ლი­ათ მოკ­ლედ გვით­ხრათ რო­გორ ვი­თარ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო-ავ­სტრა­ლი­ის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და რა არის მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი ამ მო­მენ­ტის­თვის?

პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის დი­დი სპექ­ტრია და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი იც­ვლე­ბო­და. და­საწ­ყის­ში უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მხარ­და­ჭე­რა იყო, შემ­დეგ კი დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბა. ვი­ცი რომ ოქ­ტომ­ბერ­ში არ­ჩევ­ნე­ბია, რო­მე­ლიც თქვე­ნი დე­მოკ­რა­ტი­ის კი­დევ ერ­თი და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. ჩვენ ყო­ველ­თვის მხარს ვუ­ჭერ­დით თქვენს სუ­ვე­რე­ნი­ტეტს. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ძა­ლი­ან ფარ­თოა, ავ­სტრა­ლი­აც და სა­ქარ­თვე­ლოც ჩარ­თუ­ლია ავ­ღა­ნეთ­ში, ამ მო­მენ­ტის­თვის ვაჭ­რო­ბა მცი­რე ზო­მი­საა, მაგ­რამ იმე­დი გვაქვს გა­იზ­რდე­ბა.

ტა­ბუ­ლა: 2008  წლის ომის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი სა­გა­რეო პრი­ო­რი­ტე­ტი არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის არა­ღი­ა­რე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე. რუ­სე­თი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებს ფი­ნან­სურ და სხვა სა­ხის  ზე­წო­ლას სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით ოკე­ა­ნი­ის პა­ტა­რა კუნ­ძუ­ლო­ვან  სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ზე. შე­გიძ­ლი­ათ გვით­ხრათ, რო­გორ თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ სა­ქარ­თვე­ლო და ავ­სტრა­ლია რა­თა უზ­რუნ­ველ­ყოს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ურ­ღვე­ვო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა?

პირ­ველ რიგ­ში აღ­ვნიშ­ნავ, რომ ავ­სტრა­ლია სრუ­ლად უჭერს მხარს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას და გვჯე­რა რომ აფ­ხა­ზე­თი და სამ­ხრეთ ოსე­თი სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წი­ლია. ამ სა­კით­ხზე სა­ქარ­თვე­ლო და ავ­სტრა­ლია ძა­ლი­ან ახ­ლოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ. ჩვენ ვცდი­ლობთ სა­ქარ­თვე­ლოს და­ვეხ­მა­როთ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ მოვ­ლე­ნე­ბის ასე­თი გან­ვი­თა­რე­ბა. რო­გორც იცით სა­ქარ­თვე­ლომ უკ­ვე გახ­სნა სა­ელ­ჩო ავ­სტრა­ლი­ა­ში და ეს ჩვენ ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კი­დევ ერ­თი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა.

ტა­ბუ­ლა: თქვე­ნი აზ­რით, რა არის სა­ქარ­თვე­ლოს და ზო­გა­დად რე­გი­ო­ნის მთა­ვა­რი უსაფ­რთხო­ე­ბის გა­მოწ­ვე­ვა?

რთუ­ლი რე­გი­ო­ნია და რამ­დე­ნი­მე ტურ­ბუ­ლენ­ტუ­რი ნა­წი­ლი აქვს. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მთა­ვა­რი საფ­რთხე ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბაა სამ­ხრეთ ოსეთ­თან და აფ­ხა­ზეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. მაგ­რამ უფ­რო ფარ­თო სა­კით­ხე­ბიც არის, უნ­და შეძ­ლოთ უსაფ­რთხო­ე­ბის და მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

ტა­ბუ­ლა: დე­მოკ­რა­ტია ახ­სე­ნეთ, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შეა ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტია?

დე­მოკ­რა­ტია ისე­თი რა­მაა, რომ მის მშე­ნებ­ლო­ბას ბევ­რი წე­ლი სჭირ­დე­ბა. ოქ­ტომ­ბერ­ში და­გეგ­მი­ლი არ­ჩევ­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის კი­დევ ერ­თი გა­მოვ­ლი­ნე­ბა იქ­ნე­ბა. არ­ჩევ­ნე­ბი სულ უფ­რო კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი ხდე­ბა და ეს დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის ძა­ლი­ან კარ­გია. მე სრუ­ლი­ად არ ვღე­ლავ ამა­ზე, ვფიქ­რობ რომ სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან კარ­გად ახერ­ხებს დე­მოკ­რა­ტი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბას.

ტა­ბუ­ლა: ახ­სე­ნეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოც და ავ­ღა­ნე­თიც ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან ავ­ღა­ნე­თის ომ­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აკ­რი­ტი­კებს ამ ომ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის, მა­თი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო არ არის ნა­ტოს წევ­რი და ამ ომ­ში არ უნ­და იბ­რძო­დეს. არც ავ­სტრა­ლია არ არის ნა­ტოს წევ­რი, შე­გიძ­ლი­ათ ომ­ზე ავ­სტრა­ლი­ის პერ­სპექ­ტი­ვა­ზე გვე­სა­უბ­როთ? რა­ტომ არის ეს ომი სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის და რა­ტომ მო­ნა­წი­ლე­ობს მას­ში ავ­სტრა­ლია?

ჩვენ ავ­ღა­ნეთ­ში 10 წლის წინ ჩა­ვერ­თეთ, რად­გან ამ ქვეყ­ნი­დან სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზ­მის სე­რი­ო­ზუ­ლი საფ­რთხე მო­დი­ო­და. ავ­სტრა­ლია ბო­ლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ავ­ღა­ნუ­რი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე მუ­შა­ობს, ვფიქ­რობთ რომ ავ­ღა­ნე­თის მო­მა­ვა­ლი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი თუ რამ­დე­ნად შეძ­ლებს სა­კუ­თა­რი უსაფ­რთხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. ჩვენ ვწვრთნით მათ ჯარს და პო­ლი­ცი­ას. ავ­ღა­ნე­თი­დან გა­მოს­ვლის შემ­დე­გაც გა­ვაგ­რძე­ლებთ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბას, რო­მე­ლიც ჩვე­ნი აზ­რით ჩვენ მი­ერ ჩა­ტა­რე­ბულ სა­მუ­შა­ოს კი­დევ უფ­რო გა­ამ­ტკი­ცებს.

ტა­ბუ­ლა: სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ერთ-ერ­თი პრი­ო­რი­ტე­ტი ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბაა, თუმ­ცა რუ­სე­თი ნა­ტოს გა­ფარ­თო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გია. თქვე­ნი აზ­რით, რა შე­იძ­ლე­ბა ამის მი­ზე­ზი იყოს?

რუ­სე­თის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ინ­ტერ­პრე­ტა­ცი­ის­თვის არ გა­მოვ­დგე­ბი, მხო­ლოდ შე­მიძ­ლა ვთქვა, რომ რუ­სეთს საზ­ღვრე­ბის უსაფ­რთო­ხე­ბა ადარ­დებ­და ყო­ველ­თვის. ჩვენ ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში არ ვე­თან­ხმე­ბით თუ რო­გორ აკე­თებს ამის მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ას. ნა­ტოს შემ­თხვე­ვა­ში კი, მხო­ლოდ ნა­ტოს გა­და­საწ­ყვე­ტია რო­დის გახ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტოს წევ­რი.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...