Jump to content
Planeta.Ge

tabula.ge: პრეზიდენტმა ახალი მინისტრები წარადგინა


Recommended Posts

##image#9808#1#სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წევ­რე­ბი თა­ვი­ანთ უწ­ყე­ბებ­ში წა­რად­გი­ნა.

თავ­და­პირ­ვე­ლად პრე­ზი­დენ­ტი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ეწ­ვია და სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­თან, მი­ნის­ტრის ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძის წარ­სულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ისა­უბ­რა. “კარ­გია, რომ ხა­ტი­ას აქვს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა. ის ამე­რი­კა­ში მუ­შა­ობ­და რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დი, ძა­ლი­ან ცუდ დრო­ში. პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მია ნუ­ლი­დან ააწ­ყო და პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მია პო­ლი­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა არ არის – სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა”, – აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა და ახალ მი­ნისტრს რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­შიც მოს­თხო­ვა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­გა­მოც­დო სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მა­ზეც ისა­უბ­რა და   გა­ნაც­ხა­და, რომ სის­ტე­მის მი­ნუ­სე­ბი მის­თვი­საც თვალ­ში­სა­ცე­მი გახ­და. “კერ­ძოდ ის, რომ რე­ა­ლუ­რად ერ­თი­ა­ნი გა­მოც­და სკო­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პროგ­რა­მით ტარ­დე­ბა, პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა, რომ ბავ­შვებს რე­პე­ტი­ტო­რე­ბი სჭირ­დე­ბათ და ეს სო­ცი­ა­ლუ­რი უსა­მარ­თლო­ბაა”, – აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ამას­თან, პრე­ზი­დენ­ტმა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოთ­ქვა გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მუ­შა­ო­ბის გა­მო.  “გა­მოც­დე­ბის ცენ­ტრი, სა­დაც 8 000, 10 000 და 15 000 ლა­რი ჰქონ­დათ ხელ­ფა­სი, კან­ტო­რა იყო, გა­ი­ღე­ბო­და წე­ლი­წად­ში ერ­თი თვე, ჩა­ა­ტა­რებ­დნენ გა­მოც­დებს და მე­რე 11 თვე იღებ­დნენ თა­ვის 15 000-ს ლარს ხელ­ფა­სებს და კარ­გად იყ­ვნენ მხარ­თე­ძო­ზე წა­მო­წო­ლი­ლი. ჩემ­ზე სამ­ჯერ მეტ ხელ­ფა­სებს იღებ­დნენ, არაფ­რის კე­თე­ბა­ში. ეს იყო სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა?!” – გა­ნაც­ხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან პრე­ზი­დენ­ტმა თავ­დაც­ვის უწ­ყე­ბა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა, სა­დაც თა­ნამ­შრომ­ლებს ახა­ლი მი­ნის­ტრი დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი წა­რუდ­გი­ნა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბის იდე­ას “სუ­ლე­ლუ­რი” უწო­და და და­ა­მა­ტა  - “ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ის მო­ქა­ლა­ქე ამა თუ იმ ფორ­მით უნ­და იყოს ქვეყ­ნის თავ­დაც­ვა­ში ჩარ­თუ­ლი და ეს არ უნ­და იყოს მარ­ტო ერ­თი, ცალ­კე აღე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის პრი­ვი­ლე­გია, არის ორ­ჯერ ორი რომ ოთ­ხია”. ამას­თან, პრე­ზი­დენ­ტმა სა­რე­ზერ­ვო სის­ტე­მა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყვე­ლამ იცო­დეს “თა­ვი­სი სოფ­ლის, უბ­ნის, და­ბის, ქა­ლა­ქის, რა­ი­ო­ნის დაც­ვა”.  

ახა­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას წარ­დგე­ნი­სას კი პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნაც­ხა­და, რომ აქვს პრე­ტენ­ზია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო პო­ლი­ცია ჰყავს. ახა­ლი მი­ნის­ტრის და­ხა­სი­ა­თე­ბი­სას კი აღ­ნიშ­ნა, რომ მას რო­გორც ძა­ლი­ან ბევ­რი მომ­ხრე, ისე ბევ­რი მტე­რი ჰყავს.

თუმ­ცა, აქ­ვე დას­ძი­ნა, რომ  პო­ლი­ცია კარ­გად აწ­ყო­ბი­ლი სტრუქ­ტუ­რაა და პი­რა­დად ახა­ლი პრე­მი­ე­რის, ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო, რომ ბა­ჩო ახა­ლა­ია ყო­ფი­ლი­ყო მი­სი ხელ­მძღვა­ნე­ლი.

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...