Jump to content
Planeta.Ge

tabula.ge: მიმინოშვილი პრეზიდენტს პასუხობს


Recommended Posts

##image#5960#1#პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­ერ გა­ნათ­ლე­ბის ახა­ლი მი­ნის­ტრის წარ­დგე­ნი­სას გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­ია მი­მი­ნოშ­ვი­ლი.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ Facebook-ზე გან­თავ­სე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში მი­მი­ნოშ­ვი­ლი მი­სი და მი­სი კო­ლე­გე­ბის მი­მართ გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბებს უსა­მარ­თლოს და და­უმ­სა­ხუ­რე­ბელს უწო­დებს.

მი­მი­ნოშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის იდეა ალე­კო კარ­ტო­ზი­ას მი­ნის­ტრო­ბი­სას გაჩ­ნდა, ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა  ”უდა­ვოდ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის” დამ­სა­ხუ­რე­ბაა.  

ამას­თან, მი­მი­ნოშ­ვი­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა პრე­ზი­დენ­ტის ბრალ­დე­ბას, რომ რე­ა­ლუ­რად ერ­თი­ა­ნი გა­მოც­და სკო­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პროგ­რა­მით ტარ­დე­ბა.  გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ სა­მი­ნის­ტროს მი­ერ შექ­მნილ­მა კო­მი­სი­ამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მე­ბი სას­წავ­ლო გეგ­მებ­თან სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია.

გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი იმა­ზეც სა­უბ­რობს, რომ ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი “პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვის” არ იყო შექ­მნი­ლი. “ამა­ში აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბიც და­მე­თან­ხმე­ბი­ან. ამის შე­სა­ხებ არა­ერ­თხელ უსა­უბ­რია სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ პირს. ის ამ­ბობ­და, და სრუ­ლი­ად ვე­თან­ხმე­ბი, რომ ამ გა­მოც­დებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს რა­ი­ო­ნე­ბის, სოფ­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ებს გზა გა­უხ­სნა პრეს­ტი­ჟუ­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა­კენ” – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­ერ გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბას, რომ გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი 11 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ფერს აკე­თებ­და და მხო­ლოდ 1 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და, მი­მი­ნოშ­ვი­ლი პი­რა­დად მი­სი და მი­სი კო­ლე­გე­ბის “და­უმ­სა­ხუ­რე­ბელ შე­უ­რაც­ხყო­ფად” მი­იჩ­ნევს და აც­ხა­დებს – “გარ­და მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი­სა, ცენ­ტრი სა­ა­ტეს­ტა­ტო, სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო, სა­მა­გის­ტრო და სტუ­დენ­ტთა გა­მოც­დებს ატა­რებს, ასე­ვე ეროვ­ნულ სას­წავ­ლო ოლიმ­პი­ა­დას (2011 წლის ბო­ლომ­დე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კვლე­ვებს) კი­დევ რამ­დე­ნი­მე აქ­ტი­ვო­ბას, აღა­რა­ფერს ვამ­ბობ საც­დელ ტეს­ტი­რე­ბებ­ზე. ეს ყვე­ლა­ფე­რი ყო­ველ­დღი­ურ, უმ­ძი­მეს შრო­მას მო­ით­ხოვს 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში! ისე, ვე­რაფ­რით ვხსნი, რა­ტომ და­სა­ხელ­და ასე­თი უც­ნა­უ­რად დი­დი ხელ­ფა­სე­ბი, რო­მელ­თაც რე­ა­ლურ­თან სა­ერ­თო არ აქვს…”

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...