lasha_alo Posted July 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2012 http://www.for.ge/view_from.php?from_id=2121&from_cat=1&n_title=`saakaSvili:+gawveviTi+jaris+gauqmeba+suleluri+ideaa შაშკინი "იდეების გენერატორი" და მაღალი კვალიფიკაციის ხელმძღვანელია. განაცხადა სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროში ახალი მინისტრის დიმიტრი შაშკინის წარდგენისას. "მან გაატარა ყველა სფეროში, სადაც იყო, ძალიან მნიშვნელვანი და სასიკეთო რეფორმები. არის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი საუკეთესო, ქართველი პატრიორტი, რომელსაც მე ვიცნობ. დიმას ექნება ძალიან საინტერესო იდეები, ის მართლაც იდეების გენერატორია, როგორც ხელმძღვანელი, არის ძალიან კოლეგიალური ადამიანი, ძალიან დემოკრატიული და თავმდაბალი. ჩვენ გვჭირდება მოაზროვნე ხალხი, ვინც თამამად გაცვლის იდეებს, თამამად გააკრიტიკებს, რაც არ მოეწონება, თამამად გამოთქვამს აზრს, არ დაეთანხმება ჩვენს აზრს, თუ საჭიროა, - ამით მიიღწევა ქართულ სახელმწიფო აპარატში შედეგი", - განაცხადა სააკაშვილმა. თავდაცვის სამინისტროში "იდეების გენერატორის" წარდგენის შემდეგ, სააკაშვილმა თვდაცვის სისტემის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მისი თქმით, თავდაცვა ყველაზე ფაქიზი და ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა საქართველოსთვის და რომ არა შეიარაღებული ძალები, ჩვენი ქვეყანა, როგორც სახელმწიფო, დღეს არ იარსებებდა. "საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აქვს ყველაზე მაღალი ავტორიტეტი ყველა სახელმწიფო დაწესებულებას შორის და ეს არის როგორც ჩვენი ოფიცრების, სერჟანტების, ჯარისკაცების დამსახურება, ისე სწორი ხელმძღვანელობის და სწორი კურსის დამსახურება. რომ არა საქართველოს შეიარაღებული ძალები, ჩვენი ქვეყანა დღეს, როგორც სახელმწიფო, არ იარსებებდა", - განაცხადა სააკაშვილმა. სააკაშვილმა თავდაცვის უწყებაში ასევე სამხედრო სავალდებულო სამსახურზე ისაუბრა. პრეზიდენტი სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებას სულელურ იედეად მიიჩნევს. "„ჩვენი სისტემა ეფუძნება პროფესიულ და გაწვევით ჯარს, ამიტომ არ შეიძლება გაწვევითი ჯარის გაუქმება. ეს სულელური იდეაა. რომელ ქვეყანაში არ არის პროფესიული ჯარი? სინგაპურში საყოველთაო გაწვევაა, ისრაელში საყოველთაო გაწვევაა, თან კაცების და ქალების (ჩვენ ამას არ ვაპირებთ). ის, რომ საქართველოს ყველა კატეგორიის მოქალაქე ამა თუ იმ ფორმით უნდა იყოს ქვეყნის თავდაცვაში ჩართული - ორჯერ ორი, რომ ოთხია", - განაცხადა სააკაშვილმა. და დასძინა, რომ როგორც კი, მისი შვილი სრულწლოვანი გახდება, ჯარში ინტეგრირებული იქნება. სააკაშვილის სურვილია ასე ფიქრობდეს საქართველოს ყველა მოქალაქე. „ყველამ უნდა იფიქროს იმაზე, რომ მისმა შვილმა გაიაროს სამხედრო მომზადება. შეძლოს იარაღის ხელში დაჭერა, სროლა და იცოდეს რას წარმოადგენს შეიარაღებული ჯარები მისთვის და მისი ქვეყნისთვის“- განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა. სააკაშვილმა ასევე ისაუბრა სარეზერვო სისტემაზე.პრეზიდენტის განმარტებით, სარეზერვო სისტემა საქართველოს სიამაყეა და ამ პროექტის განხორციელება აუცილებელია. შესაბამისი “სარეზერვო სისტემა საქართველოში ყველა რეგიონს სჭირდება. „კარგად დავინახეთ, რომ დამპყრობელი როცა შემოდის იქ ქართველებს აღარ ტოვებს, ვგულისხმობ საქართველოს მოქალაქეებს, რადგან დღეს დევნილები არიან ეთნიკური ოსებიც, აფხაზებიც, რუსებიც, სომხებიც და ქართველებიც“ - განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, სააკაშვილის განცხადებით, როდესაც საფრთხე არსებობს, თითოეულ ადამიანს უნდა შეეძლოს სამშობლოს დაცვა. ყველას ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს თავის სოფლის, მიკრორაიონის, უბნის, დაბის და ქალაქის დაცვა. „საქართველოს დამპყრობელთან შეხმატკბილებულ უთავმოყვარეო ელემენტებს სარეზერვე სისტემაზე თავდასხმები უკან ცუდად მიუბრუნდათ“ ,- განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ რეზერვში, რომელიც ყველა რეგიონში შეიქმნა, ძალიან ბევრი ადამიანი ჩაეწერა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted July 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2012 ამას ხომ ჯერ სულელური არფერი გაუკეტებია რა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted July 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2012 ერთ-ერთი საუკეთესო, ქართველი პატრიორტი, რომელსაც მე ვიცნობ.ცუდი სანაცნობო ყავს ამ ბავშვს გააფუჭებენ თუ არავინ მიხედა :brr: პრეზიდენტის თქმით, სააკაშვილის განცხადებით, როდესაც საფრთხე არსებობს, თითოეულ ადამიანს უნდა შეეძლოს სამშობლოს დაცვა. ყველას ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს თავის სოფლის, მიკრორაიონის, უბნის, დაბის და ქალაქის დაცვა."ვაჟკაცსა გული რკინისა აბჯარი თუნდა ხისაო'რაც არ უნდა გაწვრთნა და ასწავლო მშიშარა და ქალაჩუნა მაინც გაქცევაზე იფიქრებს, მაგალითს თვითონ მიშკა აძლევს :facepalm: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted July 5, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 5, 2012 ახალაიების კასტა სააკაშვილს სამეგრელოსათვის ესაჭიროება. არადა არ იცნობს მეგრულ ხასიათს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Dakaray Posted July 5, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 5, 2012 mama მაგალითს თვითონ მიშკა აძლევს საქართველოს თავდაცვის მინისტრი რომ შაშკინი იქნება, მოდი და ამის მერე რუსები ნუ იღადავებენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.