Jump to content
Planeta.Ge

მაია მიმინოშვილი პრეზიდენტს პასუხობს


Recommended Posts

 

http://news.ge/ge/news/story/21794-maia-miminoshvili-prezidents-pasukhobs

 

 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი facebook-ით პასუხობს საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც გამოცდების ეროვნულ ცენტრს კანტორა უწოდა და აღნიშნა, რომ ცენტრი წელიწადში მხოლოდ ერთი თვე მუშაობდა და 11 თვის ხელფასს იღებდა.

news.ge უცვლელად გთავაზობთ მიმინოშვილის განცხადებას:

უკანსაკნელი ნახევარი საათის განმავლობაში უამრავმა ჟურნალისტმა დამირეკა კომენტარისათვის. განათლების მინისტრის წარდგენისას გაკეთებეულ შეფასებაზე მთხოვეს აზრის გამოთქმა. ეს ყოველივე მხოლოდ ჩემი მისამართით რომ ყოფილიყო ნათქვამი, თავს შევიკავებდი, მაგრამ უსამართლოდ და დაუმსახურებლად შეურაცყოფილი კოლეგების გამო ვალდებული ვარ ბრალდებებს განმარტებით ვუპასუხო:

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების იდეა გამოცდების ეროვნულ ცენტრში ალეკო კარტოზიას მინისტრობისას გაჩნდა. მაშინ შეიქმნა პირველი პროექტი. რეალობად ქცევა კი უდავოდ ამ ხელისუფლების დამსახურებაა, რასაც ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავდი. გაჩნდა პოლიტიკური ნება გატარებულიყო ასეთი რეფორმა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მისაღები გამოცდების ქართული მოდელი შექმნა და დანერგა.

2. წელს არ გახლავთ პირველი წელი, როდესაც სამინისტროს მიერ შექმნილი კომისია ადასტურებს, რომ საგამოცდო პროგრამები სასწავლო გეგმებთან სრულ შესაბამისობაშია, თუმცა არც მანამდე სცდებოდა ამ ფარგლებს.

3. ეს არ იყო გამოცდები პრივილეგირებულებისათვის – ამაში აბიტურიენტები და და სტუდენტებიც დამეთანხმებიან. ამის შესახებ არაერთხელ უსაუბრია საქართველოს პირველ პირს. ის ამბობდა, და სრულიად ვეთანხმები, რომ ამ გამოცდებმა საქართველოს რაიონების, სოფლების მოსწავლეებს გზა გაუხსნა პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლებისაკენ.

4. გარდა მისაღები გამოცდებისა, ცენტრი საატესტატო, სასერტიფიკაციო, სამაგისტრო და სტუდენტთა გამოცდებს ატარებს, ასევე ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას (2011 წლის ბოლომდე საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებს) კიდევ რამდენიმე აქტივობას, აღარაფერს ვამბობ საცდელ ტესტირებებზე. ეს ყველაფერი ყოველდღიურ, უმძიმეს შრომას მოითხოვს 12 თვის განმავლობაში! ისე, ვერაფრით ვხსნი, რატომ დასახელდა ასეთი უცნაურად დიდი ხელფასები, რომელთაც რეალურთან საერთო არ აქვს...

"და ბოლოს... თხოვნით მივმართავ ყველას, პირველ რიგში კი ხელისუფლების წარმომადგენლებს – ნუ მიაყენებენ დაუმსახურებელ შეურაცყოფას ადამიანებს, რომლებმაც მართლაც ბევრი გააკეთეს ამ ქვეყნისთვის, მათ ნაწილს კი ღირსების ორდენი აქვს მიღებული. მერწმუნეთ, ისინი სამსახურიდან წამოსვლის შემდეგაც ამ ქვეყნის სამსახურში დარჩებიან. შევეჩვიე, რომ ჩემს მიმართ ათასი დაუსაბუთებელი ბრალდების წამოყენება პოლიტიკურად მომგებიანია, მაგრამ მორალური უფლება არ მაქვს მშიდად მივიღო ჩემი კოლეგების მისამართით წამოყენებული არარეალური ბრალდებები," - ნათქვამია მაია მიმინოშვილის facebook - ის ოფიციალურ ვებ - გვერდზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...