planetanews Posted June 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2012 სტატიის ავტორი: თამარ ჭითაშვილიალბათ, ყოველი ადამიანი ფიქრობს იმაზე, თუ რა იქნებოდა სხვაგან მუშაობის შემთხვევაში. ზოგიერთს გამძაფრებული აქვს უკმაყოფილების შეგრძნება, მაგრამ ეს მხოლოდ ინტუიციურად, რეალური მიზეზების ცოდნის გარეშე. თითქოს ყველაფერი რიგზეა, საწუწუნოც ბევრი არაფერია, მაგრამ იგი ქვეცნობიერად გრძნობს, რომ შეიძლება უფრო სწორი იყოს ახალი სამსახურის ძიება.სტატიაში არ შევეხები საკითხებს, თუ როგორ ვიპოვოთ სამსახური, რომელიც დაგვაინეტერესებს, არამედ თემებს, რა საკითხებზე გავამახვილოთ ყურადღება და როდის დავიწყოთ მოქმედება, როდის არის ცვლილებების დრო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომახალი სამსახურის ძიება - ეს ყველაზე უკიდურესი გადაწყვეტილებაა. მანამ ეცადეთ, მაქსიმალურად იპოვოთ და გამოიყენოთ ცვლილებების შესაძლებლობები, სადაც ხართ.1. არ მოგწონს რასაც აკეთებშენთვის ეს საქმე საშინლად უინტერესოა, არ გსიამოვნებს მისი კეთება, არ გაგაჩნია არავითარი მოტივაცია, შემართება, უბრალოდ მიჰყვები დინებას. შეიძლება ძალიან კარგადაც ასრულებ საკუთარ მოვალეობას, არ იშურებ ძალისხმევას, გააკეთო ისე, როგორც დაგავალეს, ხელმძღვანელებსაც მოსწონხარ და კმაყოფილები არიან შენი მუშაობით, მაგრამ…არ ვისაუბრებ იმაზე, რა დადებითი გავლენა აქვს საყვარელი და სასიამოვნო საქმის კეთებას განწყობაზე, ხასიათზე, ეს ისედაც ცხადია. ყურადღება უფრო მეტად მინდა გავამახვილო საყვარელი საქმის კეთებისა და წარმატების ურთიერთდამოკიდებულებაზე. დიახ, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, შენთვის საინტერესო საქმის კეთება პირდაპირკავშირშია შენს წარმატებასთან და ამაში არავითარი ჯადოქრობა არ არის. ყველაფერი ძალიან ლოგიკურია:როდესაც არ მოგწონს რასაც აკეთებ, შემოიფარგლები მხოლოდ დავალებით და ცდილობ კარგად შეასრულო ის, არ ცდილობ გადააჭარბო საკუთარ თავს, არც ზედმეტად იწუხებ თავს, თუ დავალებების შესრულების შემდეგ დრო დაგრჩება და კიდევ შეგეძლება რაიმე მნიშვნელოვანი გააკეთო.სულ სხვანაირადაა საქმე, როდესაც გულით გიყვარს, რასაც აკეთებ - ამ დროს საქმე ნარკოტიკივითაა - გინდება სულ უფრო მეტი აკეთო, სულ უფრო მეტი დრო დაუთმო, მაქსიმალურად დაიხარჯო, მოძებნო ახალი გზები საქმის უკეთ შესასრულებლად, გიჩნდება უამრავი ინიციატივა, ახალი იდეა, არ ელოდები დავალებებს, შენ თვითონ ქმნი მათ, შენ თვითონ ეძებ ამოცანებს და ჭრი მას.ალბათ, სადაოც არ არის ის ფაქტი, რომ მეორე შემთხვევაში თქვენი წარმატება გარანტირებულია. თქვენ გექნებათ ასჯერ და ათასჯერ უფრო დიდი შედეგი, ვიდრე საქმის არმოწონების შემთხვევაში, თქვენი ინიციატივები არ დარჩება არავისათვის შეუმჩნეველი, დღითიდღე გაიზრდება თქვენი წარმატება.ამიტომ, თუ არ მოგწონთ რასაც აკეთებთ, აუცილებლად დაიწყეთ საყვარელი საქმის ძიება, ჩაატარეთ ექსპერიმენტები, და თუ იპოვით წარმატების გზაზე წინ ვერაფერი გადაგეღობებათ.2. ვერ ვითარდებით საკმარისი ტემპებით, ან საერთოდ არ ვითარდებითუ ატყობთ, რომ ძალიან მარტივად გამოგდის, რასაც აკეთებთ, არ გიწევთ ინტელექტუალური ძალისხმევის დატანება, მაშინ საჭიროა ცვლილებები. როდესაც არ სწავლობ ახალს, არ ვითარდები პროფესიულად, რაც არ უნდა მაღლა იყოთ აუცილებლად გამოჩნდება ვინმე ახალი, რომელსაც უფრო მეტი ეცოდინება, უფრო მეტი ენერგია ექნება და ის აუცილებლად გაგასწრებთ.რა თქმა უნდა, ასეთ დროს არ არის აუცილებელი ეგრევე ახალი სამსახურის ძიება დაიწყოთ. შეგიძლიათ საკუთარ ორიგანიზაციაშივე ეძებოთ შესაძლებლობები, შეხვდეთ მენეჯმენტს და გაესაუბროთ თქვენს შეხედულებაზე, დაწინაურებაზე და ახალი საქმის კეთებაზე. თხოვეთ ახალი დავალებები, რათა ამოვარდეთ რუტინიდან და სიახლე შეიტანოთ თქვენს საქმიანობაში. ასევე საყურადღებოა, რამდენად გეხმარებათ ორგანიზაცია ცოდნის მიღებაში, თუ გასწრებთ სხვადასხვა სემინარებსა და თრეინინგებს, თუ არის თქვენთვის საინტერესო ლიტერატურა ხელმისაწვდომი და ა.შ..ამგვარად, განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია და თუ ამას ვერ ახერხებთ საკუთარ ორგანიზაციაში, ცვლილებების დროა.3. ვერ გრძნობთ თვითრეალიზაციასსამსახური - ეს არის ადგილი, სადაც უნდა მოახდინოთ რეალიზაცია როგორც თქვენი ცოდნის, განათლების, გამოცდილებისა და კომპეტენციების, ასევე თქვენი უნარებისა და შესაძლებლობების. მაგალითად, თუ გამოირჩევით ლოგიკური აზროვნებით, უნდა ასრულებდეთ ანალიტიკურ სამუშაოს, თუ კარგად იცით უცხო ენა, იყენებდეთ მას უცხოელებთან მოლაპარაკებებში და ა.შ..რატომ არის თვითრეალიზაცია მნიშვნელოვანი? უპირველეს ყოვლისა, თქვენ გაწეული გაქვთ გარკვეული ინვესტიცია, დახარჯული გაქვთ დრო და ენერგია კონკრეტული პროფესიის დასაუფლებლად, კონკრეტული ცოდნის შესაძენად და თქვენი ჯაფა არ უნდა ჩაიყაროს წყალში. აგრეთვე, თუ ცოდნას ვერ გამოიყენებთ აქტიურად, რაც იცით, ისიც დაგავიწყდებათ და ვერც განვითარდებით სასურველი მიმართულებით.მაგრამ, ჩემი აზრით, ორმაგად უფრო მნიშვნელოვანია იმ ნიჭისა და უნარების გამოყენება, რეალიზაცია, რითაც ბუნებამ დაგასაჩუქრათ. თუ ამას ვერ ახერხებთ, მუდმივად გიჩნდებათ განცდა, რომ უფრო მეტის გაკეთება შეგიძლია, მეტი და დიდი სირთულის დაძლევა, მეტი პასუხისმგებლობის აღება, მაგრამ პოზიცია არ გაძლევთ ამის საშუალებას. თქვენ მზად ხართ გამოწვევებისათვის, მაგრამ გიწევთ ყოველდღიურად რუტინული, მექანიკური საქმის კეთება. თუ ამას სისტემური ხასიათი აქვს და არ ჩანს ცვლილების პერსპექტივა, მაშინ თავად უნდა იმოქმედოთ. ეს აუცილებელია წინსვლისათვის, განვითარებისათვის, წარმატებისათვის.4. აცდენა გაქვთ მიზნებთანთქვენი სამსახური კი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, არამედ ხელს უნდა უწყობდეს თქვენი მიზნების, ოცნებების, სურვილების ახდენას. სამსახურმა უნდა მოგცეთ მეტი თავისუფლება ქმედებებში და არ უნდა იქცეს დილეგად, არ უნდა იქცეს მიზეზად, რის გამოც ვერ განახორციელეთ ის, რაც ძალიან გსურდათ.ერთი ისტორია მახსენდება ამ საკითხზე, რომელიც ახლობელმა მიამბო. ერთ კაცს ძალიან უნდოდა მოგზაურობა. მისი ოცნება იყო მთელი მსოფლიო მოევლო და ენახა, მაგრამ საკმარისი ფული არ გააჩნდა საამისოდ. ამისთვის დაიწყო საკუთარი ბიზნესი - ფუნთუშების გამოცხობა-გაყიდვა. დღე და ღამ მუშაობდა, ძალიან ბევრს ინდომებდა და საქმიანობამ შედეგიც გამოიღო. რაღაც დროის შემდეგ წარმატებული ბიზნესი და უამრავი ფული გააჩნდა, მაგრამ ვერასდროს მოიცალა მოგზაურობისათვის, ვეღარ მიატოვა საკუთარი საქმე, რომლის ტყვეობაშიც აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ განიცდიდა ამას და ბედნიერიც ვერ იყო.პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად გესმოდეთ თქვენი მიზნები, მისწრაფებები, რას გინდათ მიაღწიოთ. ეს შეიძლება იყოს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა, კონკრეტული ორგანიზაციის დირექტორობა ან თუნდაც ქვეყნის პრეზიდენტობა. შემდგომში კარგად გააანალიზეთ, რამდენად ახლოს ხართ მიზანთან, რაც მუშაობთ ადგილზე რამდენად წაიწიეთ წინ, ან იქნებ საერთოდ აცდით გზას? ვფიქრობ, გრძელვადიანი პერსპექტივით უნდა აფასებდეთ თქვენს კარიერასა და საქმიანობას და არ უნდა მიყვებოდეთ დინებას.5. ვერ ეგუები გარემოსჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი შეიძლება გახდეს ახალი სამსახურის ძიებისათვის. რა თქმა უნდა, ყოველი ადამიანი განსხვავდება ერთმანეთისაგან და არ უნდა ველოდოთ, რომ იდეალური ურთიერთობები გვექნება ყველასთან, მაგრამ თუ მთავარ ფასეულობებში არის აცდენა, თუ პრინციპულად მიუღებელია თქვენთვის გარშემომყოფთა ქცევა, მათი დამოკიდებულება და ეს იწვევს თქვენში გაღიზიანებას, დისკომფორტს, მაშინ წასვლა ერთ-ერთი გამოსავალია (მაგრამ არა ერთადერთი). დარჩენის შემთხვევაში მზად იყავით, რომ მუდმივად სტრესსა და დაძაბულობაში მოგიწევთ მუშაობა, სიამოვნებას ვერ მიიღებთ ელემენტარული ურთიერთობებით და აღარც საქმის კეთების სურვილი და მოტივაცია გექნებათ, აღარც ამის ძალა და ნებისყოფა.სულ სხვაა, როდესაც დადებით ატმოსფეროში მუშაობ, როდესაც გიხარია კოლეგებთან საუბარი, ურთიერთობა. ეს აუცილებელია თუნდაც დაძაბული მუშაობისას განსატვირთავად, გასამხიარულებლად, ახალი ენერგიის შესაძენად, ან თუნდაც ერთმანეთის მხარდასაჭერად და დასახმარებლად.გახსოვდეთ, რომ მარტო შორს ვერ წახვალთ, ცუდ გარემოში მუდმივად გექნებათ ათასი ელემენტარული, მაგრამ ანგარიშგასაწევი დაბრკოლებები, ამიტომ ბევრი საქმე შეიძლება გაიჭედოს და ეს მხოლოდ თქვენი პასუხისმგებლობა იქნება. ასეთ გარემოში ვერც წინ წახვალთ და ვერც ბევრის გაკეთებას შეძლებთ. დიდი საქმეები მხოლოდ გუნდური მუშაობით, ერთიანი მიზნით სრულდება.რატომ არის ეს ხუთი მიზეზი ასე მნიშვნელოვანი? თითოეული მათგანი მჭიდრო კავშირშია თქვენს მომავალ წარმატებასთან, ამიტომ ძალიან კრიტიკულია დღეიდანვე, ამ წუთიდანვე ფიქრობდეთ და ზრუნავდეთ ამაზე, გახსოვდეთ, რომ ყოველი მოქმედება, საქმიანობა უნდა იყოს წინსვლა, ნაბიჯი ან ნიადაგის მომზადება და არა ერთი ადგილის ტკეპნა. წყარო : strategy.ge პოსტის სურათი: http://www.blogger.ge/sites/default/files/AA%20logo_strategia_2.jpg ტეგები: რატომ უნდა ვეძებოთ ახალი სამსახური? კატეგორიები: ბიზნესი View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.