Jump to content
Planeta.Ge

ბლოგერების სახლი: პირველი მერცხალი


Recommended Posts

  ამბობენ როცა გავჩნდი ყველაზე მეტად ჩემი დანახვა მას გახარებია.  ” პირველი მერცხალის” (როგორც მან მიწოდა) მეხსიერებაში კი ის სამი წლის ასაკიდან იკვეთება როგორც  ბაბუა. ძლიერი მიზიდულობა მის მიმართ განცდილი სიყვარული რომ ყოფილა ცოტა გვიან მივხვდი. იმას კი ვხვდებოდი ,რომ მისგან შორს ყოფნა  ტკივილს მაყენებდა. ტკივილი გონებიდან მოდიოდა და გულის არეშე ჯიქურ გაჯდებოდა ხოლმე.

– რა მომიტანე? –  ჩემს შეკითხვაზე ჯიბეებს დაიცარიელებდა და ტკბილეულობასთან ერთად ყოველთვის დააყოლებდა :– სიხარული, სიყვარული და ბედნიერებაო.

ხატვა პირველად მან მასწავლა. თავიდან მახსოვს ფანქრის ხელში დაჭერაც კი არ ვიცოდი. თეთრ ,გამწიორებულ თითებში მოქცეული სქელმერქნიანი ,გრძელი ფანქრით სასაცილო სანახავი ვიყავი ალბათ. ბაბუა იცინოდა , ბევრს დამცინოდა , შემდეგ თავზე მძიმე ხელს დამადებდა და ჩუმად მისი წყლიანი, მუდამ სევდიანი თვალებით მასწავლიდა თეთრ ფურცელთან მოპყრობას.

– თუ მთელი გულით მოინდომებ ფურცელზე გადაიტან იმ განცდებს რასაც შიგნიდან გრძნობ. – მეტყოდა ხოლმე და ერთი ხელის მოსმით დახატავდა ზღაპრის გმირებს, მელაკუდებს, პატარა ბაფთიან გოგოებს და “ოქროსქოჩრიან” ბიჭუნებს.

ერთად ავიღეთ თეთრი ფარატინა ქაღალდი,რომელიც “ასფალტზე  ცარცით ხატვის კონკურსში” გადმომცა ქუთაისის მერიამ.  ბაბუას იმ დღის შემდეგ ის ფურცელი საწოლის თავთან ჰქონდა გაკრული. ყოველ დღე შეხედავდა ხოლმე და გული სიამაყით ევსებოდა.  მე კი  ვცდილობდი ,რომ უფრო მეტი წარმატებისთვის მიმეღწია ცხოვრებაში.  მჯეროდა რომ ჩემი სხვადასხვა სერტიფიკატები და ჯილდოები ავადმყოფ გულს განუკურნავდა და მალამოსავით დაუამებდა.

ხშირად ვამბობ ხოლმე რაც სიკეთე მაქვს ყველაფერი ბაბუის დამსახურებაათქო. მან მასწავლა ბუნების, ცხოველების,ყვავილების და ზოგადად ყველაფრის სიყვარული. ერთხელ   სეირნობისას შემთხვევით წავაწყდით ადამიანის მიერ ნაწამებ მერცხალს. საცოდავი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ცდილობდა აფრენას. თუმცაღა ფრთები მოსტყდომოდა. ბაბუამ ხელში აიყვანა, თავზე მოეფერა და თვალზე ცრემლმომდგარმა მითხრა: – სიცოცხლე ისეთი ტკბილია ამ ჩიტსაც კი ენანება განშორება მასთან. არავის აქვს  უფლის მიერ ნაბოძები სიცოცხლის წართმევის უფლებაო.

მერცხალი იქვე დიდი მუხის ქვეშ დავასაფლავეთ.

ბავშვობაში უფრო მქონდა დრო მასთან სათამაშოდ. რაც უფრო ვიზრდებოდი, მით უფრო ვშორდებოდი მას. შემდეგ კი მანძილი გვაშორებდა . მისი სიტყვები ეხლაც ყურში ჩამესმის: ქუთაისსა და თბილისს შორის მაქვს გული გახლეჩილიო.

ჩემი ოქროს მედალი, სკოლის დამთავრების შემდეგ რომ გადმომცა მინისტრმა,  ბაბუას  მივუძღვენი. ხშირად ვურეკავდი ხოლმე და მისი სიტყვებით : – “მე რა მიჭირს ბაბუ თქვენ რო კარგად ხართ ,ეგ მაცოცხლებსო “,  გულდამშვიდებული  მომავლის იმედით ვცოცხლობდი. არავის შეწუხება  არ უყვარდა. ბოლო კაპიკს ჩვენ გვიგზავნიდა ხოლმე. ექიმებთან იშვიათად დადიოდა. სულ წამლების, ანალიზების ფასს იმიზეზებდა და თავს არიდებდა საავადმყოფოებს.

ცხოვრება ერთი გაელვებაა და ადამიანის დანიშნულებაა ამ გაელვებაში რაც შეიძლება ბევრჯერ მიაწოდოს ჯანგბადი ფილტვებს. ცხოვრებას “აბანძებს”     სხადასხვა ფაქტორი. მათ შორის კი  ის , რომ არავინ იცის როდის დავტოვებთ ამ ქვეყანას ჩვენ ან ჩვენი ახლობლები.

” რომ მცოდნოდა ასე მალე წახვიდოდი იმდენ რამეს გეტყოდი ალბათ საუბრით დაგღლიდი ,მოვიოხებდი გულს და მილიონჯერ გეტყოდი სიტყვას ” მიყვარხარ” ….

თუმცა სწორედ იმას ჰქონია ” მუღამი” რომ მომესწრო თქმა …

მეც ვამბობდი ,მაგრამ ეხლა მაინც დაუკმაყოფლებლობის შეგრძნება დამრჩა რატომღაც.

რას გრძნობს ის ,რომელსაც მოულოდნელად ხელიდან ეცლება  ადამიანი ,რომელიც სიგიჟემდე უყვარს?

ჩემს შემთხვევაში არც ტკივილს ვგრძნობ და არც სიხარულს , არც ის მადარდებს ვინ რას იტყვის, რას იზამს, რას მოიმოქმედებს, რაზე ბრაზობს , რა უნდა , რა სურს, რა არ მოსწონს… პირდაპირი გაგებით დღეს მე ყველა  ფეხ*ზე  მკიდია.

ბავშვობაში უფალს ვთხოვდი განსაცდელის მოვლენამდე მე წავეყვანე იმ ქვეყნად.  ეხლა კი ვთხოვ დაუმკვიდროს სასუფეველი ყველა გარდაცვლილს.

დღეს მე უხასიათობა შემპყრობია თავისი ცივი თვალებით,

დღეს მე მარტოობა არ მშორდება  მუმიად ვქეულვარ არ ვთბები,

დღეს მე ფსალმუნებად დავიღვარე , ცრემლები სადღაც გამიქრა

ვინც ძლიერ ძლიერ მენატრება მან დღეს მე არა რა მითხრა.

ტირილიც თურმე მეკრძალება ზედმეტი ცრემლები მლაშეა

სამყარო ჩემი მენანება, უშენოდ ცხოვრება მწარეა.

ტკივილი სულის რა უცხოა , შორიდან მოსულა სიკვდილი

უფალთან სანთელით მე გეძახი  , სიცოცხლე ყოფილა ურჯული.

თურმე რამდენი სათქმელი მაქვს,გულში რომ მქონდა უწყინრად

მიყვარხარ მჭირდები ჩემო კარგო, სიკვდილმა დღეს ჩვენ გაგვრიყა.

ბაბუა  შეუერთდა მარადისობას, იმ მერცხალს დაემსგავსა გაფრენა რომ სურდა ძლიერ…

სურდა გაფრენა და გაფრინდა. 

 

პოსტის სურათი:

 

http://www.blogger.ge/sites/default/files/il_570xN.340730861_large.jpg

 

ტეგები:

 

ბაბუა

სიყვარული

სიკეთე

 

კატეგორიები:

 

საზოგადოება

ხელოვნება / ლიტერატურა

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...