Jump to content
Planeta.Ge

"თუ მდიდარია თვით ბარბაროსიც მოგეწონება" ანუ კლიენტების კლასის ჩამოყალიბება..


Recommended Posts

"მონის ოცნება: იპოვოს ბაზარი სადაც შესაძლებელია ბატონის ყიდვა". რესპუბლიკის ხანის ძველ რომში ყველა სერიოზულ და ნაკლებად სერიოზულ პოლიტიკოსს რომელიც აპირებდა სადმე არჩევას ან უბრალოდ უნდოდა რაიმე მოვლენებზე ზეგავლენა მოეხდინა, აუცილებლად ყავდა კლიენტების მთელი კოჰორტა. ვინ იყვნენ კლიენტები: ეს იყო თავისუფალი მაგრამ გაღატაკებული რომის მოქალაქეები რომელთაც პოლიტიკოსის ეზოში უფასოდ კვებავდნენ, ჯიბის ფულს ურიგებდნენ და სხვა დახმარებას უწევდნენ, ალბათ აღარაა საჭირო იმის წვრილად მოყოლა თუ რა ფანატიკური სიყვარულით უყვარდათ კლიენტებს თავისი პატრონი პოლიტიკოსი, მოედნებზე ბაზარში და სხვა საზოგადოების თავშეყრის ადგილზე ისინი აქებდნენ, ადიდებდნენ თავის პატრონს და მუშტით(ხანდახან ცივი იარაღითაც) უსწორდებოდნენ ოპონენტს როდესაც არგუმენტი საკმარისი არ აღმოჩნდებოდა. რაღაც მსგავსი მინახავს ბავშვობაში როდესაც უბანში თეთრი ვოლგის პატრონი თანამდებობის პირის გარშემო ქვეშევრდომული ღიმილით ირაზმებოდა ხოლმე უბნის პლებსი: ყოველი მისი სიტყვა(ვოლგის პატრონის) მაგიური ძალით იყო დამუხტული მისი პერსპექტიული კლიენტები აღტაცებას ვერ მალავდნენ მოსმენილით(უფრო სწორედ ამ აღტაცების გამოხატვაში რაღაც წყალობას ელოდნენ უეჭველად)....მე ეს წარსულის გადმონაშთი მეგონა და მიკვირდა ვითომ ერთი შეხედვით "ჭკვიანი" ადამიანი მყისიერად ვოლგის პატრონის დანახვაზე როგორ ხდებოდა მოლაქუცე ლეკვი. შემდეგ ედუარდ "მსოფლიომნიშვნელობის პოლიტიკოსის" დროს ნეტარი გოგი თოფაძეს გარშემო აფუსფუსებული ცენტნერნახევრიანი კლიენტების კოჰორტა როდესაც დავინახე რომლებიც პირდაპირ სამადჰიში იყვნენ ამ მეწარმის თვითკმაყოფილი მონოლოგით აღარ გამკვირვებია, მახსოვს ბადრის სწორუპოვარი გენიით გასხივოსნებული ოპოკლიენტებიც და მათი პათოსი "ბადრიზე არაფერი თქვა ცუდი მე კი თუ გინდა დედა შემაგინეო"......მათი უთანასწორო ბრძოლა პატარა ფულის გასაკეთებლად და "საქართველოს გადასარჩენად"....ეს ხალხი რომელიც: 40 წელია სამუშაოს ეძებს მაგრამ შესაფერისი ვერ იშოვა: "ქვეყანა არ ვარგა", მოპოეტო ქალები რომელთაც ძვირფასი ნიფხავის საყიდლად ფული შემოელიათ და ამიტომ სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს რეჟიმი, ჟურნალისტი რომელსაც რატომღაც ჟურნალისტური გამოძალვა აუკრძალეს ისიც იბრძვის უფლების აღსადგენად....შემდეგ ვიღაცამ ბადრი ბოღმით მოკლა და ქვეყანა დროებით დაწყნარდა......იყო 65 მეტრიანი ბელაჩაო ამბოხება ნინოს კომბლე კლიენტებისა მაგრამ მალე დაწყნარდნენ ან ნინოს არ ეყო ფული კომბლეებისათვის ან კომბლეები არ ეყო ნინოს..... ეხლა ქალაქში ახალი კლიენტმპყრობელი გამოჩნდა ყველას აუსრულებს თავის ოცნებას....კლიენტების რიცხვი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, საქმე ისევ ფულის მაგიაშია რასაც დიდი ვნებათაღელვა მოყვა(არ ვიცი ბიძინა უფრო გულუბრყვილოა თუ მისი მრავალრიცხოვანი კლიენტები). განსაკუთრებით მას შემდეგ რაც საქართველოს ყველაზე დამსახურებულ და სტაჟიან კლიენტებს დავითაშვილს, ძიძიგურს, და რესპებს მილონები ჩამოურიგდათ აქ კი იხუვლა ფარულმა და ღია კლიენტურამ ერთხმად შეძახა "Ecce Homo" (აი ადამიანი) და თითი ბიძინასაკენ გაიშვირა......საერთოდ მეგონა რომ კლიენტები ისტორიას ჩაბარდა და თურმე ვცდებოდი? კლიენტები საქართველოში კლასად ჩამოყალიბებულა. კლიენტების კლასით მართვას კი ძველებურად ოხლოკრატია ქვია......აი არსებობს სახელმწიფო სადაც "ოცნებას" (მაგალითად ამერიკულ ოცნებას) თვითონ ადამიანი ისრულებს და არც ისე წარუმატებელი ქვეყანაა ეხლახანს პრეზიდენტად აფრიკელი ტურისტიც კი აირჩიეს.....როცა ოცნების შესრულებას სხვას ავალებ არ დაგავიწყდეს რომ შეიძლება ის სხვა ლენინი ბაბუა, სტალინი პაპა, ან კიდევ ადოლფი ბებია აღმოჩნდეს და ოცნება სხვანაირი გამოვიდეს......ბოლოს ერთი გალის სიტყვებს შევახსენებ თავის ოცნების სხვაზე გადაბარების მსურველ კლიენტებს: "ყოველი ადამიანი საკუთარი შეხედულებისამებრ აწყობს სამოთხეს დედამიწაზე როგორც თავისთვის ისე სხვისათვის–ეს ეწინააღმდეგება ბუნების კანონებს: უცხო ქმნილებათა მიერ მოწყობილი სამოთხე, ყოველთვის ჯოჯოხეთია.". ადამიანი კლიენტი არაა!!! Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.picz.ge/img/s4/1207/4/1/12882f489896.jpg http://www.youtube.com/watch?v=8LOTZDR3Jdc&list=UUvI6ZagLCMhZ66CL8vlSdcw&index=1&feature=plcp Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.picz.ge/img/s4/1207/6/1/1cb5012113d8.jpg

 

http://www.picz.ge/img/s2/1207/6/b/bc68fadff1c5.gif

 

http://www.youtube.com/watch?v=SmSQ8NLvm1k&feature=plcp

Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...