Jump to content
Planeta.Ge

ლილოში სერიოზული ავარია მოხდა


Recommended Posts

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/206500-liloshi-arsebuli-satsarmodan-dazianebuli-qloris-avzis-usafrthkho-adgilze-gadatana-khdeba.html

 

ლილოში, ერთ-ერთ საწარმოში დღეს საღამოს ქლორმა გაჟონა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა , ავარია ამ დროისთვის ლიკვიდირებულია და ყველა შესაბამისი სამუშაო დასრულებულია.

გიორგაძის ინფორმაციით, ინციდენტის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელი მოიწამლა. "ჩვენმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა ქლორის შესუნთქვის გამო თავი ცუდად იგრძნო, თუმცა, ამ წუთისთვის ის კარგადაა", - აღნიშნა გიორგაძემ.

 

ლილოში, საქნავთის დასახლებაში მომხდარი ინციდენტის შედეგად მოწამლულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე ქლორის გაჟონვა ონკანის გაუმართაობამ გამოიწვია .

უკვე ცნობილია, რომ საწარმო, რომელშიც ინციდენტი მოხდა, ირანულ კომპანიას ეკუთვნის. საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის, თემურ გიორგაძის განცხადებით, მოწამლული 12 ადამიანიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.

საქნავთის დასახლებაში ამ დრომდე ათამდე სახანძრო სამსახურის მანქანა და 50-ზე მეტი მეხანძრეა მობილიზებული. ისინი შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას ამ დრომდე აგრძელებენ.

 

ლილოში, საქნავთის დასახლებაში არსებული საწარმოდან ამ წუთებში დაზიანებული ქლორის ავზის უსაფრთხო ადგილზე გადატანა ხდება .

აღნიშნულის გამო, საწარმოს ტერიტორიასთან შეკრებილი ჟურნალისტების, სამართალდამცველებისა და სხვა პირების ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებმა განუცხადეს, ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს და ამ დროისთვის ქლორის გაჟონვა ლიკვიდირებულია.

ლილოს მუნიციპალიტეტში, საქნავთის დასახლებაში, დღეს საღამოს ავზიდან ქლორმა გაჟონა, რის შედეგადაც დადასტურებული ინფორმაციით, 12 ადამიანი მოიწამლა. ისინი საავადმყოფოში მოათავსეს. შესაბამისმა სამსახურებმა ჰაერის მდგომარეობაზე ტესტი ჩაატარეს, რომელმაც აჩვენა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ჰაერი ნორმის ფარგლებშია, რის გამოც მოსახლეობაში პანიკის საფუძველი არ არსებობს.

რაც შეეხება კომპანიას, სადაც ქლორის ავზის დაზიანება მოხდა, ისან-სამგორის რაიონის გამგებლის, თემურ გრიგალაშვილის განცხადებით, ესაა კერძო საწარმო, რომელიც არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურის დაქვემდებარეში არ ირიცხება.

 

ქლორით ერთი მოწამლულის მდგომარეობა განსაკუთრებულად კრიტიკულია.

როგორც თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ განაცხადა, ამ დროისათვის ავადმყოფი კომატოზურ მდგობარეობაშია და პროგნოზი არასაიმედოა.

 

"ერთი ავადმყოფის მდგომარერობა ძალიან მძიმეა და ჯერჯერობით ექიმების მის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ. ის გადმოყვანილ იქნა კატასტროფის ბრიგადის მიერ და როგორც ეიქმები ამბობენ მოხდა გულის გაჩერება მანქანაში და გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე. გაჩერებული გულით იქნა შემოყვანილი კლინიკაში. კლინიკაშ მოხერხდა რეანიმაცია და გულის ამუშვება, მაგრამ იმის გამო, რომ ტვინი გარკვეული პერიოდის განმავობაში იჯმყოფებოდა იშემიაში მდგომარეობა ძალიან დამძიმდა და ჩამოყალიბდა ღრმა კომა და პროგნოზი ჯერჯერობიღ არასაიმედოა", - განაცხადა ქაცარავამ.

 

პირველადი ინფორმაციით, ლილოში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქიმიური ავზიდან გაჟონილი ქლორით 36 ადამიანის მოიწამლა, თუმცა მოგვაინებით ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ საბოლოოდ საავადყოფოებში 56 დაფიქსირდა. დაზარალებულებს შორის 20 ბავშვია და 1 ორსული. დაზარალებულები მიმდებარე კორპუსებში მცხოვრები ადამიანები არიან.

 

ლილოში მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს. დაზიანებული 800-ლიტრიანი ქიმიური ავზი უსაფრთხო ადგილზე გადაიტანეს.

 

ქლორის გაჟონვის გამო შესაბამისმა სამსახურებმა ჰაერის მდგომარეობაზე ტესტი ჩაატარეს. ისან-სამგორის რაიონის გამგებელის თემურ გრიგალაშვილის ინფორმაციით, ტესტმა აჩვენა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ჰაერი ნორმის ფარგლებშია და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

 

დაზარალებულები ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმაც მოინახულა. მინისტრის თქმით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

შეგახსენებთ, რომ ლილოში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქიმიური ავზი მწყობრიდან გამოვიდა და ქლორმა გაჟონა. დაზარალებულები არიან მიმდდებარე კორპუსებში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც რეფერალურ საავადმყოფოსსა და ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. გაჟონვა მოხდა 800-ლიტრიანი ქიმიური ავზიდან, რომელსაც ონკანი მოძვრა.

 

მასალის გამოყენების პირობები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯერ მოწამლავენ ხალხს, მერე წამლებს მისცემენ და ისინიც 5–ებს შემოხაზავენ :) ეგაა არჩევნების პრინციპი: ლოხებს უნდა ახაზინო შენი ნომერი და მერე შენ იგულავო, თან უმტკიცო, რომ ეს მისთვის კარგია, რომ ის მონაწილეა შენი ბედნიერების :). გენიოსი იყო ადოლფა, მაგრამ მთელი მსოფლიოს აფერისტ–დემოკრატები შეეკვრნენ და სტალინს დააჯახეს, და მისი დახმარებით მოკლეს საწყალი, თორემ საბოლოოდ დასამარდებოდა მსოფლიოში ეს დაკანონებული აფიორა, არჩევნების სახელით რომ არის ცნობილი. გავა წლები, და სკოლებში ასწავლიან ალბათ ბავშვებს, თუ როგორი აფიორა იყო გამეფებული მსოფლიოში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დადასტურებული ინფორმაციით, 12 ადამიანი მოიწამლა.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ საბოლოოდ საავადყოფოებში 56 დაფიქსირდა.
ქიმიური ავზიდან გაჟონილი ქლორით 36 ადამიანის მოიწამლა,

ეს მართლა სასწაულია. ინფორმაციაა უზუსტესი :facepalm:

ეგაა არჩევნების პრინციპი: ლოხებს უნდა ახაზინო შენი ნომერი და მერე შენ იგულავო, თან უმტკიცო, რომ ეს მისთვის კარგია, რომ ის მონაწილეა შენი ბედნიერების . გენიოსი იყო ადოლფა, მაგრამ მთელი მსოფლიოს აფერისტ–დემოკრატები შეეკვრნენ და სტალინს დააჯახეს, და მისი დახმარებით მოკლეს საწყალი, თორემ საბოლოოდ დასამარდებოდა მსოფლიოში ეს დაკანონებული აფიორა, არჩევნების სახელით რომ არის ცნობილი. გავა წლები, და სკოლებში ასწავლიან ალბათ ბავშვებს, თუ როგორი აფიორა იყო გამეფებული მსოფლიოში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში

მართალი ხარ მაგრამ აქ რა შუაშია?? :)

არჩევნებისფობია არსებობს ნეტა??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...