Jump to content
Planeta.Ge

გა (ბერ, მორჩილებული) მოჭიდავე და ქართული ოცნება


Recommended Posts

http://s017.radikal.ru/i423/1206/7b/684091815d84.jpg

 

 

"სახალხო კრებასა" და "ქართულ ოცნებას" შორის მე შუამავლის როლი მერგო

 

"ვიცი, არც მე დამინდობენ"

 

"ადამიანმა, რომელმაც თავი შემოავლო ქვეყანას თავისი საქმეებით, თქვა, სამშობლო მეკარგება და მისი გადარჩენისთვის უნდა ვიბრძოლოო, ასეთ დროს განმარტოების უფლება არა მაქვს", - მითხრა მსოფლიოს ჩემპიონმა ლუკა კურტანიძემ, რომელიც 26 მაისს გადატანილი დიდი სულიერი ტრავმის მერე საზოგადოებას გაურბოდა, ლოცვაში ეძებდა სულიერ სიმშვიდეს. ლუკა კურტანიძე პოლიტიკურ ბრძოლაში ხელმეორედ მას შემდეგ ჩაერთო, რაც ბიძინა ივანიშვილმა გამოხატა სურვილი, რომ "სახალხო კრებასა" და კოალიცია "ქართულ ოცნებას" ერთობლივად დაესახელებინათ მაჟორიტარობის კანდიდატები.

 

- ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას "სახალხო კრების" ყველა წევრი დიდი იმედით შეხვდა - ველოდით, რომ ჩვენი გზები უთუოდ გადაიკვეთებოდა. 26 მაისამდე უწმინდესმა გვითხრა, ადამიანი მეორე ადამიანში გულწრფელობას ეძებს და როდესაც ამას დაინახავს, ისინი ერთმანეთს უახლოვდებიანო. ამით ის გვითხრა, რომ ჩვენს გულწრფელობას უთუოდ დაინახავდა ბიძინა ივანიშვილი. როდესაც პირველმა ვნებათაღელვამ გაიარა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ჩვენთან თანამშრომლობა უნდა. მანამდე კი, 26 მაისს, ბატონი ბიძინა სამებაში 26 მაისს გარდაცვლილთა პარაკლისს დაესწრო. ჩვენთან ერთად გაიზიარა ეს ტკივილი და თანადგომა გამოგვიცხადა. მისმა ამ ნაბიჯმა დიდი ძალა შეგვმატა. ამის მერე იყო 27 მაისის აქცია, რომელსაც "სახალხო კრებაც" შეუერთდა. შემდგომ ქუთაისსა და ოზურგეთში გამართულ აქციებში მე და სოსო ჯაჭვლიანი ვმონაწილეობდით, ამ აქციებზე ბრძოლის ისეთი ჟინი დავინახე, რომ დავრწმუნდი, ხალხი ყველაფერს გაუმკლავდება.

 

"სახალხო კრებასა" და "ქართულ ოცნებას" შორის მე შუამავლის როლი მერგო. ბიძინა ივანიშვილს აქვს თავისი სტრატეგია, რომლითაც აგებს ბრძოლის ტაქტიკას. ის პოლიტიკურ რეალობაში წამყვანი ლიდერია და ხელი უნდა შევუწყოთ გამარჯვებაში, რაც საერთო გამარჯვება იქნება. ამბიციები განზე უნდა გადავდოთ და ვეცადოთ, შეცდომები ნაკლებად დავუშვათ. როდესაც ბატონმა ბიძინამ მაჟორიტარების ერთობლივად დასახელება შემოგვთავაზა, არ დაუკონკრეტებია რაოდენობა, დაგვასახელა ქალბატონი ნონა, გია ბურჯანაძე, გურამ ფირცხალავა და მე. რამდენიმე დღის წინ მას ისევ შევხვდით და გადაწყდა, გაიმართოს სამუშაო შეხვედრები. მას სურს, მაჟორიტარებად იხილოს საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები და არა პოლიტიკური ტვირთის მქონე ადამიანები.

 

- როგორც ვიცი, ნონა გაფრინდაშვილი და გია ბურჯანაძე არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას როგორც დეპუტატობის კანდიდატები.

- ქალბატონი ნონა 2003 წელს მონაწილეობდა არჩევნებში და ზუგდიდის მაჟორიტარიც გახდა, მაგრამ ამის მერე თქვა, პოლიტიკაში ისეთი სიბინძურე ვნახე, არასოდეს მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას როგორც კანდიდატიო. ასევე ფიქრობს გია ბურჯანაძეც. მე და სოსო ჯაჭვლიანმა კი გადავწყვიტეთ არჩევნებში მონაწილეობა.

 

- ბიძინა ივანიშვილს "სახალხო კრებისადმი" სიმპათია არასოდეს დაუმალავს, მაგრამ პრობლემა ნინო ბურჯანაძე იყო. ხომ არ ჩაერთვება ამ ბრძოლაში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეც.

- ამ საქმეში სიჩქარე არ ივარგებს. მთავარია, დაპირისპირება და ხელის შემშლელი ნაბიჯები არ გადაიდგას ოპოზიციურ ძალებს შორის.

 

ქალბატონი ნინო ბრძოლაში თვითონ ჯერ ვერ ერთვება, მაგრამ თქვა, საერთო გამარჯვებისთვის მზად ვარ, ჩემი პოლიტიკური ამბიცია უკან გადავწიოო. ამ სიტყვებმა დამარწმუნა, რომ ის კარგად აფასებს ვითარებას.

საქართველოში საარჩევნო ბრძოლა დაუნდობელია. ვიცი, არც მე დამინდობენ, დაივიწყებენ ჩემს წარსულს, ქვეყნისთვის გაღებულ ძალისხმევას. ამ ბრძოლაში ყველა მოწინააღმდეგის განადგურებაზე ფიქრობს. რთულია ეს ბრძოლა ჩემთვისაც და სოსოსთვისაც, მაგრამ თუ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას ამ ქვეყნის სახელოვანი შვილები გამოაკლდებიან, გამარჯვების შანსიც შემცირდება. ყველაფერი უნდა გადავდოთ საერთო საქმისთვის და რომ გავიმარჯვებთ, მერე შეიძლება ადგილი დავუთმოთ პროფესიონალ პოლიტიკოსებს.

ბატონ ბიძინას ამ ბრძოლაში ყველაზე ცუდი სცენარიც კი გათვლილი აქვს, გათვლილი აქვს ის რისკები, რაც ამ გონებადაბნელებულმა ხელისუფლებამ შეიძლება მოიფიქროს.

 

ისეთი მდგომარეობა მაქვს, ვერიდებოდი და დღესაც ვერიდები საზოგადოებას, მაგრამ თქვენთან საუბრისას ამას წინათ თორნიკე ერისთავი გავიხსენე. დიდი იმედი მაქვს, რომ მასავით ხმალი არ მექნება ასაღები სამშობლოსთვის ბრძოლაში. რაც უნდა ლაფი დამასხან, მზად ვარ ამისთვის. ვთქვი, ბიძინა ივანიშვილის გვერდით სიცოცხლის ფასად დავდგები-მეთქი და ამას გავაკეთებ.

 

იხილეთ ვიდეო: მზად ვარ, ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი სიცოცხლის ფასად შევასრულო - ლუკა კურტანიძე

 

http://www.kvirispalitra.ge/politic/12820-qbidzina-ivanishvils-am-brdzolashi-yvelaze-cudi-scenaric-ki-gathvlili-aqvsq.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას ამ ქვეყნის სახელოვანი შვილები გამოაკლდებიან, გამარჯვების შანსიც შემცირდება.

სახელოვანი შვილი იყო ასანიძეც სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა :)

 

ყველაფერი უნდა გადავდოთ საერთო საქმისთვის და რომ გავიმარჯვებთ, მერე შეიძლება ადგილი დავუთმოთ პროფესიონალ პოლიტიკოსებს.

თუ გავიმარჯვებთ მერე აუილებლად დავუთმობთ ადგილსო რო ეთქვა ჯობდა

 

ვთქვი, ბიძინა ივანიშვილის გვერდით სიცოცხლის ფასად დავდგები-მეთქი და ამას გავაკეთებ.

პირველად რო თქვა ვიფიქრე წამოცდა ეგ არაფერი არ ღირს გამოკიდებათქო მარა რახან გაიმეორა უკვე შეიძლება სიტყვაზე დავიჭირო :brr: :brr: :brr:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოლიტიკა და ბერ მონაზვნობა... პატრიარქი რომ იყოს კიდევ მესმის.

კიდევ მესმის კი არა, პატრიარქი პოლიტიკოსიც უნდა იყოს.

ოღონდ ძალიან დელიკატური.

და აი ამას რა ჯანდაბა უნდა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...