Jump to content
Planeta.Ge

დავით საგანელიძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადააყენეს


Recommended Posts

დავით საგანელიძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადააყენეს. კენჭისყრის დაწყებამდე მან სიტყვა ითხოვა.

როგორც საგანელიძემ განაცხადა, მას კარგად ესმის, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მიერ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" მისი გაწევრიანების გამო.

"ამ გადაწყვეტილების აღსრულება დაგევალათ თქვენ, რის გამოც საკრებულოს სხდომაზე უნდა დააყენოთ ჩემი გათავისუფლების საკითხი და მოიგონოთ გათავისუფლების რაიმე სხვა მიზეზი", - აღნიშნა საგანელიძემ და დასძინა, რომ მან სცადა კოლეგებისთვის ეს უხერხულობა თავიდან აერიდებინა, ამიტომ თავადვე დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ.

თუმცა, როგორც საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა აღნიშნეს, საკითხი პროცედურების გათვალისწინებით კენჭისყრაზე აუცილებლად უნდა გასულიყო და შედეგად დავით საგანელიძე, ფარული კენჭისკრის შედეგად, საკრებულოს თავმჯდომარეობიდან 33 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, გადააყენეს.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას. დავით საგანელიძის გადაყენების მიზეზები საკრებულოს სხდომაზე განმარტა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაალ სამადაშვილმა. მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში დავით საგანელიძის მხრიდან გახშირდა არაკორექტული გამონათქვამები. გარდა ამისა, სამადაშვილის თქმით, უმრავლესობამ მის მიმართ ნდობა დაკარგა. "ამ ადამიანმა მისთვის უკეთეს პირობებს მიაგნო და მოიპოვა ის, რისმა უკმარისობამაც ჩვენთან მოიყვანა. ამიტომ მან დაკარგა ნდობა, რაც ჩვენთან თანამშრომლობას შეუძლებელს ხდის", - განმარტა ზაალ სამადაშვილმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც საგანელიძემ განაცხადა, მას კარგად ესმის, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მიერ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" მისი გაწევრიანების გამო.

ამით დავითიემ( შეიძლება თავისდა უნებურად)აღიარა რომ "ახალი მემარჯვენეები" ხელისუფლების სატელიტი პარტიაა

 

რომ მან სცადა კოლეგებისთვის ეს უხერხულობა თავიდან აერიდებინა,

ეს ტაკიმასხარობაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასეა თუ ისეა მემგონი მაინც გადააყენებდნენ დავითს, რომც არ დაეწერა განცხადება გადადგომის შესახებ.

და თუ არ ვცდები თბილისის საკრებულოში ეს ერთადერთი იყო ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელი ხო ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...