newstudio Posted June 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 27, 2012 ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხვალ პრესკონფერენციას გამართავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოში აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, პრესკონფერენცია სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" 12:00 საათზე დაიწყება."პრესკონფერენციის თემაა საშემოდგომოდ დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები", - აცხადებენ აშშ-ის საელჩოში –– პ.ს ბევრი რამე გაისნდება ხვალ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted June 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 27, 2012 ბევრი რამე გაისნდება ხვალ... რის გაიასნებას ელოდებით ბასისგან? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted June 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 27, 2012 რის გაიასნებას ელოდებით ბასისგან? დედა რა ნახა ეს ჩემმა თვალებმა ასე როგორ შეიძლებაო იტყვის და გვეშველება :brr: :brr: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted June 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 27, 2012 mamaაღშფოთდება კიდევ ერთხელ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted June 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 27, 2012 აღშფოთდება კიდევ ერთხელ? არაა აღშფოთება ზედმეტად მძაფრი რეაქციაა და სხვა დროისთვის შემოინახავს ამ ეტაპზე მხოლოდ უკმაყოფილების დაფიქსირებით შემოიფარგლება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted June 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 27, 2012 Siknadmoკაი.მაგრამ მე ჩემ აზრზე ვრჩები. ისე ბიბიც კაი კროლიკი ყოფილა რას გამოიპარა იქიდან, "მებრძოლ" ალასანიასთან ერთად... და კიდევ ვიმეორებ. თუ ეხლა არ ჩავლენ კიდევ, ბიძინაც და ალასანიაც. და ბოლომდე იქ არ იქნებიან. ლაჩრები და კუტუები ყოფილან... აი ასე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted June 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 27, 2012 (edited) dire ისე ბიბიც კაი კროლიკი ყოფილა რას გამოიპარა იქიდან, "მებრძოლ" ალასანიასთან ერთად... და კიდევ ვიმეორებ. თუ ეხლა არ ჩავლენ კიდევ, ბიძინაც და ალასანიაც. და ბოლომდე იქ არ იქნებიან. ლაჩრები და კუტუები ყოფილან... მე არ ვიცი შენი შეფსების კრიტერიუმი, ეს პოლიტიკაა და მას თავისი თამაშის წესები აქვს,არსებული რეალობიდან გამომდინარე რა უნდა ექნა ბიბის ჩემთვის გაუგებარია,კარატეს პრიომები ჩაეტარებინა თუ დედის პრ.. ეგინებინა პროვოკატორებისთვის,მაქსიმალურად ცდილობდა პოლემიკაში შესულიყო ოპონენტებთან, ის პოლიტიკოსია ამჯერად და პასუხს აგებს იმ ადამიანებზე ვინც მის გვერდით დგას, ბიბის არც არაფერს უზავდნენ, დაცვა ჰყავს, მაგრამ მის მომხრეებს კი მიბეგვავდნენ ანდა დაიჭრდნენ, ეხლა, ამ ეტაპზე ხელჩართული ბრძოლა ნაცებთან ნაადრევია, ეს შEსაძლებელია არჩევნების დროს ან არჩევნების გაყალბების შემდეგ, მაშინ სრულიად გამართლებულია ნაციონალების დედის ფ.... გლეჯვა, რაშიც მეც სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას Edited June 27, 2012 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted June 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 27, 2012 (edited) ამ ეტაპზე ხელჩართული ბრძოლა ნაცებთან ნაადრევია, ეს შEსაძლებელია არჩევნების დროს ან არჩევნების გაყალბების შემდეგრატომაა ეხლა ნაადრევი? არჩევნები არ გაყალბდა 2008–ში? თუ არ გაყალბდა, თქვი მაშინ. თუ გაყალბდა, მაშინ ნებისმიერ დროს შეიძლება ხელჩართული ბრძოლა, 2008 წლის არჩევნების შემდეგ ნებისმიერ დროს, თუნდაც ხვალვე. რატომ ელოდებიან მომდევნო არჩევნების გაყალბებას? ეგ იგივეა, ვინმე კაცს რომ მოკლავს, და არ ასამართლებენ და ელოდებიან, აბა ვნახოთ, კიდე მოკლავს თუ არა კაცსო Edited June 27, 2012 by DonCaredo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted June 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 28, 2012 რატომაა ეხლა ნაადრევი? არჩევნები არ გაყალბდა 2008–ში? თუ არ გაყალბდა, თქვი მაშინ. თუ გაყალბდა, მაშინ ნებისმიერ დროს შეიძლება ხელჩართული ბრძოლა, 2008 წლის არჩევნების შემდეგ ნებისმიერ დროს, თუნდაც ხვალვე. რატომ ელოდებიან მომდევნო არჩევნების გაყალბებას? ეგ იგივეა, ვინმე კაცს რომ მოკლავს, და არ ასამართლებენ და ელოდებიან, აბა ვნახოთ, კიდე მოკლავს თუ არა კაცსომოტივი პირველ რიგში, თუკი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ბიბის დაუჭერს მხარს და მაინც ნაცები დარჩებიან უმრავლესობაში, უკვე გაქვს მორალური და იურიდიული უფლებაც რომ გაყალბებას არ დაემორჩილო,ხელისუფლების წყარო ხალხია და არა კლანი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted June 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 28, 2012 ხელისუფლების წყარო ხალხიანუ გჯერა მაგ ზღაპრების რავი, თუ გაწყობს, დაიჯერე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted June 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 28, 2012 ნუ გჯერა მაგ ზღაპრების რავი, თუ გაწყობს, დაიჯერეარაფერი ისეთი, არიან მიშისტები და არიან ბიძინისტები, იქნება არჩევნები, თუკი არჩევნები გაყალბდება ბიძინისტებმა უნდადგააპროტესტონ სხვადასხვა ფორმით, შესაძლოა ეს დაპირისპირებამ ძალადობრივი ფორმა მიიღოს, ვნახოთ,აარის თუ არა ამაზე წამსვლელი ბიძინა, თუ არის, მაშინ ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დაიწყებს რადიკალურად მოქმედებას, თუკი იქნება წარმატებები მაშინ გაცილებით ბევრი ხალხი ჩაებმება ამ პროცესში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted June 28, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 28, 2012 აია ეხმაურება 2012 წლის 26 ივნისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში და ქარელის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტებს და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია პოლიტიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე წარმოშობილი ძალადობის პრევენციასთან დაკავშირებით პოლიციის მხრიდან პასიურობა და, ასევე, საჯარო სამსახურის პოლიტიზაცია. მერეთში შეკრებილი ადამიანების ერთი ჯგუფი აშკარა უკმაყოფილებას გამოხატავდა სოფელში ამომრჩევლებთან შესახვედრად ჩასული კოალიცია ,,ქართული ოცნების” ლიდერების ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას მიმართ. ბოლოს, მოქალაქეებს შორის უთანხმოება ხელჩართულ ჩხუბსა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა. ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა საზღვრისპირა სოფლის გასწვრივ, სადაც მუდმივად პატრულირებენ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, თუმცა პოლიციას არ გაუტარებია არავითარი ღონისძიება ძალადობის თავიდან ასაცილებლად. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით გარანტირებულია მშვიდობიანი შეკრების უფლება. სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას შეკრების თავისუფლება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ექიმები სიცოცხლისათვის ავსტრიის წინააღმდეგ“ მიღებულ გადაწყვეტილებაში განაცხადა: შეკრების მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ მათი შეხედულებების ღიად გამოხატვის შესაძლებლობა ოპონენტების მხრიდან ფიზიკური თავდასხმის შიშის გარეშე. სახელმწიფო არა მხოლოდ მაშინ არღვევს ადამიანის შეკრების უფლებას, როდესაც უშუალოდ ხელს უშლის დემონსტრაციის ჩატარებას, არამედ მაშინაც, როდესაც დემონსტრანტებსა და სხვა კერძო პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს ინარჩუნებს პასიურ პოზიციას და არაფერს აკეთებს იმ ძალადობის პრევენციისათვის, რაც შეუძლებელს ხდის მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას. მოცემულ შემთხვევაში, პოლიციამ დაარღვია პოზიტიური ვალდებულება იმით, რომ არ ჩადგა დაპირისპირებულ მხარეთა შორის და დაუშვა მათ შორის ფიზიკური შეხება. ასევე ყურადღებას იმსახურებს სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა. პოლიციამ დააკავა ოთხი პიროვნება: ლაშა ჭიღლაძე, ალექსანდრე ოდიშვილი, ალექსანდრე კიკოლაშვილი და დავით ბზიშვილი. მათ მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. საიას ადვოკატები გორის რაიონულ სასამართლოში იცავდნენ ალექსანდრე კიკოლაშვილისა და დავით ბზიშვილის ინტერესებს. სასამართლოში ვიდეომასალის სახით წარდგენილი მტკიცებულებიდან ირკვევა, რომ დავით ბზიშვილი არათუ ჩართული არ არის ძალადობის აქტებში, არამედ მას, წაქცეულ მდგომარეობაში მყოფს, თავდამსხმელები აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. მოწმეთა ნაწილს, რომლებმაც ჩვენება მისცეს საიას ადვოკატების დაცვის ქვეშ მყოფი პირების წინააღმდეგ, არ ჰქონდათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და, შესაბამისად, ვერ დგინდებოდა მათი ვინაობა და საქმესთან კავშირი. ამის მიუხედავად, გორის რაიონულმა სასამართლომ დავით ბზიშვილს და ალექსანდრე კიკოლაშვილს 10 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. საია განსაკუთრებით შეშფოთებულია აღნიშნულ კონტრდემონსტრაციაში საჯარო მოხელეების მონაწილეობით და მათი ქცევით. საინფორმაციო პორტალ qartli.ge-ს ინფორმაციით, კონტრდემონსტრაციაში მონაწილეობა მიიღო ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ვასილ თევდორაშვილმა, ასევე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური სამსახურის სპეციალისტმა ლევან ბიძინაშვილმა. ტელეკომპანია მე-9 არხის ინფორმაციით, სამაშველო სამსახურის უფროსმა და რიგითმა თანამშრომელმა. საჯარო მოხელეებმა უცენზურო გამონათქვამებით ასევე ჩაშალეს იმავე დღეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში კოალიცია ,,ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ სხვა აქტივობაც. საინფორმაციო სააგენტო ,,info-9”-ს ინფორმაციით, დირბში ქართული ოცნების წინააღმდეგ გამართულ შეკრებაში უშუალოდ მონაწილეობდა აღნიშნული სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ჰამლეტ დავრაშელიძე, ასევე ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხვა თანამშრომლები. დაფიქსირდა მათი მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის და ჟურნალისტების მიმართ ძალის გამოყენების იზოლირებული შემთხვევები. მართალია, საჯარო მოხელეს არ ეკრძალება არც პოლიტიკური პარტიის წევრობა და არც საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების საჯაროდ გამოხატვა, თუმცა აღნიშნული ქმედებები სრულ შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებთან. აღნიშნული კანონის მე-13 მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურს გააჩნია უპარტიო ხასიათი. ამავე კანონის 61-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო მოსამახურეს არ აქვს უფლება, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს პარტიული საქმიანობისათვის. როგორც დირბის, ისე მერეთის ინციდენტს ადგილი ჰქონდა მაშინ, როცა საჯარო მოსამსახურეები დაკავებული უნდა ყოფილიყვნენ საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებით. საჯარო სამსახურის არაპარტიული ხასიათიდან გამომდინარე, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, საჯარო მოსამსახურეებს მართებთ, თავი შეიკავონ პოლიტიკური სიმპათიებისა და ანტიპათიების გამოხატვისაგან და, მით უმეტეს, სიტყვიერი და ფიზიკური იძულების გამოყენების გზით პოლიტიკოსის ამომრჩეველთან შეხვედრისათვის ხელის შეშლისაგან. დირბის და მერეთის ინციდენტის მონაწილე საჯარო მოხელეთა ქმედებები შეიცავს დისციპლინური გადაცდომის ნიშნებს, რის გამოც უფლებამოსილი პირები ვალდებულნი არიან, იმსჯელონ მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაზე. მოვუწოდებთ, გორის და ქარელის მუნიციპალიტეტების გამგებლებს, უზრუნველყონ შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა და ამ პრინციპის დამრღვევი პირების მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენება. პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილემ უარი თქვას ძალადობაზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს, პოლიტიკური პარტიების ამომრჩევლებთან მშვიდობიან და უსაფრთხო ვითარებაში წარმართვა და ძალადობის აქტებზე დროული რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში, შსს-მ უზრუნველყოს იმ პოლიციელთა პასუხისგებაში მიცემა, რომლებიც არ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, აღკვეთოს ძალადობა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted June 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 28, 2012 თუკი არჩევნები გაყალბდებაარსებული წესებით (მსოფლიოში ვგულისხმობ, არა მხოლოდ ჩვენთან) ნებისმიერი "არჩევნები" უკვე გაყალბებულია. სიტყვა "არჩევნები" რასაც ნიშნავს, არაფერი საერთო არ აქვს მის მნიშვნელობას იმასთან, რასაც მსოფლიოში "არჩევნები" ჰქვია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted June 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 28, 2012 (edited) არსებული წესებით (მსოფლიოში ვგულისხმობ, არა მხოლოდ ჩვენთან) ნებისმიერი "არჩევნები" უკვე გაყალბებულია. სიტყვა "არჩევნები" რასაც ნიშნავს, არაფერი საერთო არ აქვს მის მნიშვნელობას იმასთან, რასაც მსოფლიოში "არჩევნები" ჰქვია.ამერიკაში არჩევნები არ ყალბდება, იქ არსებობს რამდენიმე კლანი და ერთმანეთს ენაცვლებიან, ეს რამდენიმე კლანი წამოწევსთავის პოლიტიკოსებს, დემოკრატებსა და რესპუბლიკელებში, ხალხი კი ირჩევს მათ შორის,ეევროპის ცალკეულ ქვეყნებში კი მმართველი ელიტა ანგარიშს უწევს მოსახლეობას,მაგალითად გერმანიაში, ნორვეგიაში, ფინეთსა და ჰოლანდიაში შეიძლება ითქვას რომ არსებობს დემოკრატია, ნუ ჯერჯერობით მაინც Edited June 28, 2012 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted June 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 28, 2012 Siknadmoარა. არც კარატეს პრიომები და არც დედის გინება.თავისი ხალხი რომ მიატოვა და აცემინა...და ეს თუა პოლიტიკა...არ ################## მაშინ ბიბის? მე აქ ბიძIნა კი არ მხიბლავს. მიშას გამეორება არ მინდა.ეს კიდევ რითი განსხვავდება მიშასგან, დღითი დღე ვეღარ ვიგებ,ერთი ერთში იგივეა. ამპარტავანი - ორივე, ბოღმა - ორივე, მხდალიც ორივე????აბა რა სხვაობაა? დაგეგმვა არ იცის არცერთმა. კანონი კიდია - ორივეს...სხვაობა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.