planetanews Posted June 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 25, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/58ae1539-e35c-4866-bd1d-f1a3dc6f9a4c.jpgმერილენდის შტატში მოკლულ ბექა ზარდიაშვილს სამშობლოში 28 ივნისს გადმოასვენებენ. ამ დროისთვის ცხედარი ნიუ იორკში, იმ ეკლესიაშია დასვენებული, სადაც ბექა ზარდიაშვილი სტიქაროსნად მსახურობდა.“მოამბისთვის” ცნობილი ხდება, რომ გარდაცვლილის მშობლები ადვოკატის აყვანას აპირებენ, რათა გამოძიება დაჩქარდეს და მკვლელმა პასუხი აგოს.ეჭვმიტანილი პოლიციას უკვე დაკავებული ჰყავს. ის 26 წლის ზამან ლოუსონია, რომელიც ბექა ზარდიაშვილთან ერთად ელდერსბერგში მდებარე სუპერმარკეტში მუშაობდა.თვითმხილველების მონაყოლის მიხედვით, მკვლელსა და მის მსხვერპლს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რის შემდეგაც ლოუსონმა ზარდიაშვილს დანა ჩაარტყა. ბალტიმორის ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, ზარდიაშვილის სიკვდილი სწორედ მიყენებული დაზიანებების სიმძიმემ გამოიწვია.ეჭვმიტანილი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მას მალე სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგომა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts