planetanews Posted June 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 25, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/9691reestri-300x189.jpgმიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების საფუძვლიან კვლევაზე, დღეს დაბა გრიგოლეთში, საზაფხულო სკოლის პრეზენტაცია გაიმართა.მიგრაციის ეფექტური მართვა საქართველოს მთავრობის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მიგრაციის სამთავრობო კომისია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მიგრაციის სფეროთი ახალგაზრდა აკადემიკოსთა დაინტერესებას.საზაფხულო სკოლის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ იურიდიული, სოციალურ–ეკონომიკური, ჟურნალისტიკისა და ეკონომიკის ფაკულტეტების 30 სტუდენტი მოლდოვადან და საქართველოდან. საზაფხულო სკოლის მონაწილეებს უხელმძღვანელებენ ექსპერტები საერთაშორისო მიგრაციის საკითხებში, ასევე მოლდოველი და ქართველი პროფესორები.მიგრაციის სხვადასხვა მიმართულების კვლევის თანამედროვე მეთოდების შესახებ ცნობილი ექსპერტების ლექციების მოსმენასთან ერთად, მონაწილეებს საკუთარი კვლევის ჩატარებისა და პრაქტიკულ დებატებში მონაწილეობის საშუალება მიეცემათ. ამასთან, საზაფხულო სკოლის სტუდენტებს შეეძლებათ საკუთარი სამეცნიერო პროექტების წარდგენა და განხილვა.ღონისძიება 29 ივნისს დისკუსიებითა და სემინარებით დასრულდება. ყველაზე წარმატებულ სტუდენტებს საკუთარი სამეცნიერო ნაშრომების საზაფხულო სკოლის ჟურნალში დაბეჭდვის შესაძლებლობა მიეცემათ, ასევე გაივლიან უფასო სამ თვემდე სტაჟირებას საქართველოსა და მოლდოვაში მიგრაციის მართვის სფეროში მომუშავე სახელმწიფო დაწესებულებაში.საზაფხულო სკოლას მართავს ევროკომიის მიერ დაფინანსებული პროექტი „მიგრაციის შესახებ ტრენინგისა და ანალიტიკური მუშაობის/უნარების განვითარება მოლდოვასა და საქართველოში“. პროექტი, რომელიც 2013 წლის დასაწყისამდე გაგრძელდება, ხორციელდება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრისა და დანიის ლტოლვილთა საბჭოს მიერ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts