planetanews Posted June 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 25, 2012 დარიალის ხეობაში მომხდარი უბედური შემთხვევისას დაღუპული 28 წლის მაია ქუცნიაშვილის საქართველოში გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.ქართული მხარე შესაბამის დოკუმენტაციას ამზადებს, რომელსაც რუსულ მხარეს გადაუგზავნის. სწორედ ამის შემდეგ მოხდება ცხედრის საქართველოში გადმოსვენება.ცხედარს ექსპერტიზა თბილისშიც ჩაუტარდება. დაღუპულის ოჯახის წევრები ამ დროისთვის ლარსში, საქართველო-რუსეთის საზღვართან იმყოფებიან.უბედური შემთხვევა დარიალის ხეობაში გუშინ მოხდა. 28 წლის მაია ქუცნიაშვილი ყაზბეგში მეგობრებთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა, როდესაც ფოტოების გადაღების დროს ფეხი დაუსხლტა და მდინარეში ჩავარდა. დინების სიძლიერის გამო მეგობრებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.გარდაცვლილი დინებამ რუსეთის ტერიტორიისკენ წაიღო. ცხედრის პოვნა სწორედ იქ მოხერხდა და ვლადიკავკაზის პროზექტურაში ექსპერტიზა ჩაუტარდა.დარიალის ხეობაში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე კომენტარი გააკეთეს საგარეო უწყებაში ტრადიციულ ბრიფინგზე. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts