Jump to content
Planeta.Ge

newstime.ge: მიშა თეფშების წინააღმდეგ…


Recommended Posts

საოცარ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, თუმცა არა, ძნელია აქაურობას სახელმწიფო უწოდო. ქვეყანა სადაც ყველაფერი ერთი კაცის ნებასურვილზეა, სადაც მიკროავტობუსებში რადიოს ჩართვას პარლამენტი კრძალავს და სადაც პრეზიდენტი ბენზინგასამართ სადგურებს ხსნის. დიახ, ეს ჩვენი ქვეყანაა! გეცნოთ?

აქ არაფერია გასაკვირი, რადგან არსებობს ერთი დიადი არგუმენტი: მაღალს ასე სურდა! მოკლედ არ გავიგო თქვენი დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება – სრულ დეოკუპაციამდე!

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ერთ დილას პრეზიდენტმა გაიღვიძა და ნახა, რომ “ყველგან” მეცხრე არხი იყო, ეს  ის ტელევიზიაა, მიშა რომ ვერ აკონტროლებს,

გაიფიქრა მაღალმა და სასრაფოდ ბრძანება გასცა, რომკანონიერად თუ უკანონოდ მოეშორებინათ მეცხრე არხი ტელევიზორებიდან.

რა თქმა უნდა, ეს არც თუ ისე ძნელი იყო, და სულ რამდენიმე საათში შესრულდა, რადგან კომპანის, რომელმაც მეცხრე არხს ციფრული სიგნალი მიაქირავა, უკანონოდ ცნეს და აღნიშნული სიგნალიც გამოურთეს.

ცოტა დამშვიდდა მაღალი…

მაგრამ კოორდინატორები იტყობინებოდნენ რეგიონებიდან, რომ გლობალ TV არ ჩერდებოდა, სულ გაუთებშებიაო ყველაფერი. კამერიანი კუდის აგენტები იტყობინებოდნენ, რომ ბიძინას აქციებზეც ბევრი ხალხი დადიოდა რეგიონებში.

ამან მაღალი წყობიდან გამოიყვანა. რა ექნა? ადგა და მოგელაძეს დაავალა ფიქრი, რადგან თვითონ არ ეცალა, მილანში მიდიოდა საშოპინგოდ.

გონივრული ეჭვების მქონე მოგელაძეს რა ექნა? სადაც მაღალმა რამე ბრძანა…

ასე გამოუწერეს კოალიცია ქართული ოცნების ლიდერს 150 მილიონიანი ჯარიმა, რომელიც შემდეგ 75 მილიონამდე შეამცირეს. ეს შემცირება რა იყო, სიმართლე გითხრათ მე ვერ მივხვდი, ალბათ იმის ჩვენება რომ, სააპელაციო სასამართლო ყველაფერს არ “აპრავებს”.

მაგრამ მიშა ვერც ამ ჯარიმამ დააოკა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოახსენეს, ბიძინა ჯარიმას არ იხდისო!

რა ქნას?

აი აქ მიიღო ძალიან სასაცილო გადაწყვეტილება, თუმცა არა, ამას გადაწყვეტილებასაც ვერ დავარქმევთ, ეს ალბათ უფრო აფექტურ მდგომარეობაში მონაბოდს უფრო გავდა. მან სპეცოპერაცია დაიწყო, სატელიტური თეფშების წინააღმდეგ.

ცალსახაა ამ ოპერაციის დაკვეთის პოლიტიკური მოტივები, ამის ასახსნელად  ისიც კმარა, მოსამართლის მიერ გამოცემულ აქტს,მისი ხელმოწერა და ბეჭედი რომ აკლდა.

http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/06/179499_451179841573586_679408449_n.jpg

 

იურიდიულად ეს დაახლოებით ისეთივე ნონსენსია, როგორც კონსტიტუციაში იმის ჩაწერა რომ, მოქალაქეს აქვს უფლება გახდეს პარლამენტის წევრი, მოქალაქეს შეუძლია მას ხმა მისცეს, თავად კანდიდატი კი არჩევნებში ვერ მონაწილეობს.

თუმცა ოღონდ როგორმე გაეჩერებინათ, ოღონდ როგორმე გაეთიშათ მეცხრე არხის გავრცელება, უკვე აღარც საკუთარ კანონებს აქცევდნენ ყურადღებას!

http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/06/556399_483699044978525_1195939924_n.jpg

ირანი (ეძღვნება ქართველ ლიბერტარიანელებს)

საერთო ჯამში შსს-ს შენაერთებმა 60 000-მდე ანტენა “დააპატიმრეს”, რამაც 7 მლნ ლარამდე ზარალი მიაყენა გლობალ TV-ს, მიუხედავად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მოხსენებისა, სადაც ნათქვამია რომ ანტენების დაყადაღება სრულიად არაკანონიერია, ისინი ჯერჯერობით კვლავ ხელისუფლების “პატიმრობაში” რჩებიან, მარტივი მიზეზის გამო. სატელიტური ანტენებით განსხვავებული , ალტერნატიული საინფორმაციო ნაკადის მიღება შეიძლება!

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...