planetanews Posted June 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 25, 2012 რიონს ნირს ვერ შეუცვლი. უვლია და ივლის. ივლის მისებურად - ხან მდორედ, ხან ზათქით და ზრიალით. ჯერ გაბაშვილების გორას აჰხედავს წკიპზე შემართული (თვალში არავის ვეპატარავებოდეო), მერე თეთრ ქვებს დაკოცნის ათასმეერთედ და ბოლოს ხიდებსაც ჩამოუვლის - ჯაჭვისას, თეთრს, წითელს... ზევით ბაგრატის ტაძარია. ქვემოთ - ბაღისკიდე. სიმბოლურია. ასეც უნდა იყოს: მაღლა ღვთის სახლი და დაბლა - კაცთა ალაგი. მაღლა - უფლის კანონი, დაბლა - რჯულისა. ასი წელი იცხოვრო, ამ კანონებს ვერ გაექცევი - ტაძრისას და ბაღისკიდისას. სხვანაირად არავინ გაცხოვრებს ამ ქალაქში. ქუთაისია, ბიძია, ეს...http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=aa706f0b-88ce-4bf8-a75d-0f8c65560308.jpg&size=500 View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts