FIORENTINO Posted April 10, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2009 ალ (ალფონსო) კაპონე (1899-1947) http://i055.radikal.ru/0904/5f/ef33c7e49841.jpg http://s41.radikal.ru/i092/0904/23/c0b0369c816c.jpg http://s60.radikal.ru/i170/0904/69/a672d2528744.jpg მოკლედ, მაგარი წიგნი ვთარგმნე და წაიკითხეთ... თუ ხარვეზებს ნახავთ, მომიტევეთ... "თავაზიანი სიტყვებითა და იარაღით გაცილებით მეტის მიღწევაა შესაძლებელი, ვიდრე მხოლოდ თავაზიანი სიტყვებით". რთული გზა გამოიარა, სანამ "ჩიკაგოს მეფე" გახდებოდა. ქრონოლოგია: 1894 - კაპონეს ოჯახი ნეაპოლიდან ნიუ იორკში გადმობარგდა. 1904 - კაპონე სკოლაში შევიდა. 1908 - FRI-ის დაარსების წელი. 1913 - ალ კაპონემ გაიცნო ნიუ იორკული მაფიის ბოსი ჯონი ტორიო. 1918 - კაპონემ ცოლად მოიყვანა მეი კოფლინი. ამავე წელს დაიბადა მისი ვაჟი ალბერტი. 1919 - დასრულდა პირველი მსოფლიო ომი. 1920 - მოკვდა გაბრიელ კაპონე, მამამისი. მოკლეს ჩიკაგოს მაფიის ბოსი ჯეიმს კოლოსიმო. ცვლილება მოხდა ამერიკის კონსტიტუციაში - შემოიღეს "მშრალი კანონი". 1921 - კაპონე ჩიკაგოში გადმობარგდა. 1924 - ქალაქი ციცერო კაპონეს ექვემდებარება. იღუპება კაპონეს ძმა - ფრენკ კაპონე. 1925 - ჯონი ტორიო "შვებულებას" იღებს - ახალი "განგსტერული ომების" დასაბამი. 1926 - მაფიოზური ბობოლები მშვიდობაზე თანხმდებიან. 1927 - ჩიკაგოს მერი უილიამ ტომპსონი ხდება. 1928 - კაპონე სახლს ყიდულობს ფლორიდის ერთ-ერთ კუნძულზე. 1929 - "წმინდა ვალენტინის სისხლიანი დღე". დიდი ბოსების დიდი შეხვედრა. უდიდესი დეპრესიების დასაწყისი. 1930 - ალ კაპონე ხსნის უფასო სასადილოებს. 1931 - კაპონეს დაპატიმრება გადასახადების გადაუხდელობის ბრალდებით. მიუსაჯეს 11 წელიწადი. 1932 - გამოდის ფილმი "შრამიანი სახე". კაპონე გადაყავთ ატლანტას ციხეში. 1933 - "მშრალი კანონის" გაუქმება. 1938 - კაპონეს ფსიქიკური აშლილობა ეწყება. 1939 - ჯანმრთელობის გაუარესების გამო კაპონეს ათავისუფლებენ. 1947 - კაპონეს სიკვდილი. 1972 - გამოდის ფილმი "ნათლიმამა". 1987 - გამოდის ფილმი "ხელშეუხებლები". კაპონეს მამა იყო პარიკმახერი გაბრიელ კაპონე, რომელიც თავის ცოლთან, ტერეზასთან და 2 ვაჟთან, ვინჩენცოსთან (ჯეიმსი) და რაფაელესთან (რალფი) ერთად გადმობარგდა ნიუ იორკში. მალევე დაებადათ მესამე ვაჟი - სალვატორე (ფრენკი). ჩამოსვლისას კაპონეს ოჯახი კუნძულს ელისიდან უყურებდა თავისუფლების ქანდაკებას, რომლის გვერდითაც იყო მოწყობილი მთავარი ცენტრი ემიგრანტების მიღებისა. ღარიბ იტალიელებს სწამდათ, რომ ამერიკა მათი ცხოვრების გაუმჯობესაბას უზრუნველყოფდა. 1880-იან წლებში 12 ათასი იტალიელი გადმობარგდა ამერიკაში, 1890-იანებში დაახლოებით 5 ათასი ემიგრანტი ჩადიოდა ამერიკაში იტალიიდან. XX საუკუნის დასაწყისში ეს რიცხვი ძალიან გაიზარდა: 1900 - 100 ათასი იტალიელი, 1903 - 230 ათასი იტალიელი, 1907 - 286 ათასი იტალიელი ემიგრანტი. იტალიელების სოციალური მდგომარეობა ჩამოუვარდებოდა სხვა ქვეყნის წარმომადგენელთა სოციალურ მდგომარეობას. იტალიელი კაცები ძირითადად ფიზიკურ სამუშაოს ასრულებდნენ. ამერიკაში საემიგრაციო ცენტრი არსებობდა 1882 წლიდან 1943 წლამდე. მასში 20 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია. 1899 წლის 17 იანვარს დაიბადა ალფონსო კაპონე. 1904 წელს ალფონსო შევიდა ადამს სტრიტზე მდებარე #7 სკოლაში. 10 წლიდან კაპონე ქუჩურ ცხოვრებას იწყებს. ხშირად ჩხუბობს და მცირე ბანდიტობას აწვება, ძარცვავს მცირე მოვაჭრეებს და პატარა მაღაზიებს თანატოლ ბანდიტებთან ერთად. ჩამოთვლილის გარდა ალ კაპონეს კიდევ სამი ძმა ყავდა - ერმინიო (ჯონი), უმბერტო (ალბერტი) და ამადეო (მეტიუ). ასევე ყავდა 2 და - როზა და მაფალდა. ძმებიდან ყველა ბანდიტობდა უფროსის, ჯეიმსის გარდა. ის 16 წლის ასაკში ოჯახიდან წავიდა და მუშაობა ცირკში დაიწყო, რომელიც ხშირად გასტროლირებდა. ის თავის იტალიელობას მალავდა და თავს ასაღებდა ხან მექსიკელად, ხან - ინდიელად. ამის შემდეგ ჯეიმსი ჯარში წავიდა, მოიხადა ჯარი, შეიცვალა სახელი (გახდა რიჩარდ ჯოზეფ ჰარტი) და პოლიციელობას მიჰყო ხელი, თავისი ძმების შესახებ კი არავის ეუბნებოდა. კაპონე თავიდან კარგად სწავლობდა, მაგრამ როდესაც ის გადაიყანეს სახელმწიფო სკოლა #133-ში, მან სწავლას დაანება თავი. 14 წლის ასაკში ის გამოაგდეს ამ სკოლიდან. მან დაარტყა მასწავლებელს, მერე კი სკოლის დირექტორს ეჩხუბა, რომელიც მხარში ამოუდგა იმ მასწავლებელს. რაღაც პერიოდი კაპონე მუშაობდა, მერე კი საბილიარდოში სიარულს მოუხშირა. იქ იკრიბებოდნენ იმ დროის დიდი განგსტერები. მალე უდიდესი განგსტერი ჯონი ტორიო კაპონეს ბოსი გახდა. ჯონი იმ დროის ნიუ იორკის უდიდესი განგსტერი იყო და ის განაგებდა განგსტერულ ბანდას სახელად "ხუთი ლულა". მალე კაპონე და ტორიო დაახლოვდნენ. 15-დან 18 წლამდე ის ტორიოს მითითებებს ასრულებდა, აკვირდებიდა იმას, თი რამდენი ფულის დახარჯვა შეეძლოთ ადამიანებს ალკოჰოლზე, ქალებსა და აზარტულ თამაშებზე. ამავე დროს აგრძელებდა მუშაობას ქარხანაში. 1917 წელს კაპონე წავიდა ირლანდიურ გეტოში და მუშაობა დაიწყო ბარმენად და "ვიშიბალად" სასტუმრო "ჰარვარდ ინში". ეს სასტუმრო იმ დროის ერთ-ერთ უდიდეს მაფიოზს, ფრენკ იეილს ეკუთვნოდა. ამიტომაც ეს კაპონესთვის შანსი იყო მიეღწია "პროფესიული" ამაღლებისთვის განგსტერულ სფეროში. ალ კაპონე იეილს დაუძმაკაცდა, რომელიც ალფონსოზე 14 წლით უფროსი იყო. ერთ დღეს კაპონემ კომპლიმენტი უთხრა ერთ ლედის, რომელიც აღმოჩნდა ერთი მაფიოზის, ფრენკ გალუჩოს ცოლი (სხვა ვერსიით იმ კაცის და იყო). გალუჩომ დაარტყა კაპონონეს, მერე კი წამომდგარ კაპონეს სამჯერ დაარტყა სახეში და კისერში დანა და გაუჩინარდა თავის დასთან ერთად... კაპონეს შრამები დარჩა და მას მეტსახელი მოუძებნეს - "სკარფეისი" - შრამიანი სახე. კაპონემ მწარე გაკვეთილი მიიღო. მან ვარჯიში დაიწყო და კარგად ისწავლა დანის ხმარება და სროლა. ამავე დროს მან პირველად მოკლდა ადამიანი. იეილის ბრძანებით მოკლა იეილის მევალე ტონი პეროტა, რომელიც ვალს არ უბრუნებდა. მკვლელობა წარმატებით შეასრულა კაპონემ - პოლიცია ვერაფერს მიხვდა. 1918 წელს ალფონსომ გაიცნო ირლანდიელი გოგო მეი კოფლინი ერთ-ერთ კლუბში. მალე მათ ბიჭი შეეძინათ - ალბერტ ფრენსის კაპონე, რომლიც ნათლია გახდა თვით ჯონი ტორიო. ბავშვი ჯანმრთელობით არ გამოირჩეოდა. კაპონეს 15 წლიდან სიფილისი ქონდა აკიდებული და ამან იმოქმედა არა მარტო კაპონეზე, არამედ ოჯახის ყველა წევრზე. რაც შეეხება ჯონი ტორიოს, ის კაპონეს "მამა" და "პირველი მასწავლებელი" იყო. 10-იან წლებში ის ერთ-ერთი უსერიოზულესი მაფიოზი იყო მთელი ამერიკის მასშტაბით. მასთან ურთიერთობა კაპონემ ბავშვობიდან დაიწყო და მომავალში მისი პირველი ხელი გახდა. ის ბევრს სწავლობდა ტორიოსგან. ტორიოს მსგავსად კაპონესაც ძალიან უყვარდა თავისი ოჯახი და მზურნველი იყო, ბანდიტურ საქმეებში კი პრინციპულობით და სისასტიკით გამოირჩეოდა. ალფონსომ და მეიმ ქორწილი 1928 წლის 30 დეკემბერს გადაიხადეს. რაღაც პერიოდი კაპონე აღარ განგსტერობდა - სამშენებლო კომპანიაში დაიწყო მუშაობა ოფისში. ეს ალბათ ცოლის გავლენით მოხდა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ 1920 წლის 14 ნოემბერს მან ცუდი ამბავი გაიგო - გარდაიცვალა გულის შეტევით მამამისი გაბრიელ კაპონე 45 წლის ასაკში. ამის შემდეგ კაპონე ძველ ხელობას დაუბრუნდა. არავინ იცის, რატომ დაუბრუნდა წარმატებული ბუღალტერი კრიმინალურ ცხოვრებას, მაგრამ ფაქტია - 22 წლის კაპონე დაუბრუნდა ტორიოს. 1921 წლის იანვარში კაპონემ დატოვა კანტორა. უფროსმა მას 500 დოლარი ასესხა. მალევე კაპონემ დაუბრუნდა მას ეს ფული და მერე მთელი ცხოვრების მანძილზე დიდი პატივისცემით იხსენებდა ამ პიროვნებას. ტორიო ამ დროს გადმოვიდა ჩიკაგოში და შეუერთდა თავის ნათესავ ჯეიმს კოლოსიმოს, რომელიც ძალიან გავლენიანი ბანდიტი იყო. მას მოფერებით "დიდ ჯიმს" ეძახდნენ. მაგრამ 1920 წლის 11 მაისს იეილმა კოლოსიმო თავისავე კაბინეტში მოკლა. მისი დაჭერა ვერ მოახერხა პოლიციამ, რადგან ერთადერთი მოწმე თავის სიცოცხლეს გაუფრთხილდა და დადუმდა. ტორიო ჩიკაგოს ახალი "მმართველი" გახდა. მას ჭირდებოდა მარჯვენა ხელი და ასეთი ვინ იქნებოდა, თუ არა კაპონე?! იმ დროს ყველაზე დიდ შემოსავალს განგსტერებისთვის წარმოადგენდა სათამაშო ბიზნესი და პროტიტუცია. "მშრალი კანონის" შემოღებამ მათზე დადებითად იმოქმედა. ტორიოს შემოქონდა არალეგალური ალკოჰოლი და "პადვალში" პატარა ქარხანაც გააკეთა, სადაც არალეგალური სპირტიანი სასმელი მზადდებოდა. მალე ტორიომ დააწინაურა კაპონე და ჩააბარა დაწესებულება "ოთხი ორიანი", რომლის პირველ სართულზე განლაგებული იყო ბარი, მეორეზე ტოტალიზატორი, მესამეზე კაზინო, მეოთხეზე კი ბორდელი. ასე გადაიქცა გეტოში გაზრდილი იტალიელი ბავშვი ბიზნესმენად, რომლის შემოსავალი ასეულობით ათასი დოლარი იყო. კაპონეს ფულის ხარჯზე პატიოსანი მოქალაქის იმიჯი ქონდა შექმნილი და მხოლოდ ერთხელ შეექმნა იმ პერიოდში პრობლემა პოლიციასთან, როდესაც მთვრალი შეასკდა ტაქსისტს და იარაღით მუქარა დაუწყო. მაგრამ მისი გათავისუფლება არ გახდა პრობლემა. მაშინდელი პოლიცია სრულიად კორუმპირებული იყო. მალე მან ჩიკაგოში გადმოიყვანა საცხოვრებლად თავისი ცოლ-შვილი და ნათესავები. შემდეგ კი ვილა იყიდა საუტ პრეიერი ავენიუზე. 20-იან წლებში ჩიკაგოელი ჩინოვნიკების უმეტესობა მოსყიდული იყო განგსტერების მიერ. მათგან ყველაზე ცნობილი იყო ჩიკაგოს მერი უილიამ ჰეილ ტომპსონი. იმ დროს მკვლელობები ყოველდღიურ მოვლენად იქცა. პოლიცია ამაში არ ერეოდა, მაშინაც კი, როდესაც მშვიდობიანი მოსახლეობა ზარალდებოდა. მაგრამ ხალხმა მიაღწია თავისას და ქალაქს ახალი მერი გამოუჩნდა - უილიამ დევერი, რომელიც ძალიან სერიოზული პირვევნება იყო, მაგრამ მანამც ვერაფერი მოუხერხა მაფიოზების თარეშს. ტორიომ მაინც გადაწყვიტა ციცეროში გადაბარგება. ეს პატარა ქალაქი 40 ათას ადამიანს იტევდა. იქ მთავარი წარმოებული პროდუქრი ტელეფონის აპარატები იყო. მოსახლეობის ოთხ მეხუთედს ჩეხი ემიგრანტები წარმოადგენდნენ, რომლებსაც ეზიზღებოდათ "მშრალი კანონი" და უყვარდათ ლუდი. 1923 წელს ტორიომ ამ პატარა ქალაქში ბორდელი გახსნა. მოაგვარა ყველაფერი იქაურ მაფიასთან და პოლიციასთან, მერე კი იტალიაში გაემგზავრა საქმეებზე. იქაური ბიზნესი კი კაპონეს ჩააბარა. ამის გარდა, მან "დასვენება" გადაწყვიტა და ყველაფერი კაპონეს მმართველობაში მოექცა, მაგრამ ყველაფერს "ზემოდან" მაინც ტორიო განაგებდა. კაპონე საქმეს შეუდგა. სასტუმრო "ენტონში" თავისი რეზიდენციაც მოაწყო. მისი ერთ-ერთი კლუბი იყო "კოტონ კლაბი", რომელსაც ნიუ იორკში არსებულ ანალოგიური სახელის კლუბთან არანაირი კავშირი არ ქონდა. კაპონეს ბანდაში ყველაზე თავაზიანი ალფონსოს ძმა ფრენკი იყო. ის ყველაზე მოწესრიგებულიც იყო. ის განაგებდა მოლაპარაკებებს ქალაქის ადმინისტრაციასთან. ფრენკი ჩინოვნიკებს ნებისმიერ არჩევნებში მათ უპირობო გამარჯვებას უზრუნველყოფთა, სანაცვლოდ კი ისინი არ უნდა ჩარეულიყვნენ ბანდის საქმეებში. ამ პერიოდში კაპონეს სხვა ძმამ რალფმა გახსნა მეზობელ ქალაქ ფორესტ ჰილზსში ახალი ბორდელი. ამავე ქალაქში კაპონეს ბანდას ქონდა იარაღის საწყობი და ბანდიტების თავშესაფარი. ვერავინ ბედავდა წინააღმდეგობის გაწევას ძმების მიმართ. მაგრამ ერთმა ჟურნალისტმა, რობერტ სენტ ჯონმა სკანდალური სტატიები გამოაქვეყნა ძმებზე. კაპონე კი ვერც წარმოიდგენდა, რომ ამ სტატიების გამო მას პირადი უბედურება ელოდა. არჩევნების წინ გაზეთი "ციცერო ტრიბუნი" ბევრ სკანდალურ სტატიას აქვეყნებდა ძმების შესახებ. იმისთვის, რომ ხალხს დამოუკიდებლად შესძლებოდათ ხმის მიცემა, პოლიციამ 70 პოლიციელი გამოყო ამისთვის. არჩევნების დროს მათ ერთ-ერთ გამვლელში ფრენკ კაპონე ამოიცნეს და იქვე გამოასლმეს სიცოცხლეს. ალ კაპონე გაბრაზდა და ძალიან გასასტიკდა! ის აღარავის ინდობდა და წვრილმანის გამოც კლავდა თავის მოწინააღმდეგეს. მაგალითად, 1924 წლის 8 მაისს ჯო ჰოვარდმა კაპონეს "სუტინიორი" უწოდა, კაპონე გაბრაზდა და ხალხმრავლობაში მოკლა ის. ამ მკვლელობას უამრავი მოწმე ყავდა, მაგრამ არც ერთმა მათგანმა არ ისურვა პოლიციასთან თანამშრომლობა. ჯოზეფ კლენჰის სახით მერის პოსტზე კაპონეს თავისი კანდიდატი ყავდა. მან გაზეთი "ციცერო ტრიბუნი" შეიძინა და ქალაქიც მისმა კაცმა ჩაიბარა. 1920 წლის ივნისში რესპუბლიკური პასრტიის უდიდესი ყრილობა შედგა. კაპონეს მიერ ნაყიდი ციცეროს მერი ჯოზეფ კლენჰი და ჩიკაგოს მერი უილიამ ტომპსონი სწორედ ამ პარტიის წევრები იყვნენ. "მწვანე წისქვილი" არის ჩიკაგოს უძველესი ჯაზ ბარი, რომელიც 1907 წელს გაიხსნა. "მშრალი კანონის" დროს, როდესაც არალეგალური ალკოჰოლით ვაჭრობა პრობლემას არ წარმოადგენდა, მისი მფლობელი ალ კაპონე გახდა. ამბობენ, რომ როდესაც ბოსი შედიოდა ბარში, მუსიკოსები წყვეტნენ სხვა მელოდიების დაკვრას და იწყებდნენ კაპონეს საყვარელი კომპოზიციის, "ცისფერი რაპსოდიის" (ჯორჯ გერშვინი) დაკვრას. ამ კლუბში ბევრი ცნობილი მუსიკოსი უკრავდა. ის ახლაც ფუნქციონირებს და იქ ინტერიერიც უცვლელია. მკვლელობა კაპონესთვის პრობლემის გადაჭრის ყველაზე ლოგიკური გამოსავალი იყო. ის მკველობას ერთ ჩვეულებრივ სტრატეგიულ ნაბიჯად მიიჩნევდა. პირველი მკვლელობა კაპონემ 18 წლის ასაკში ჩაიდინა. მისი მსხვერპლი გახდა აზიელი, რომელსაც ან იეილის ვალი ქონდა, ან - იეილისთვის წილის მიცემა არ უნდოდა, რომელიც შემოსდიოდა პატრა რესტორნიდან. ჩიკაგოში კაპონემ მოკლა მცირე მძარცვავი ჯო ჰოვარდი, რომელმაც ალფონსოსთვის შეურაცხყოფის მიყენება გაბედა. მოგვიანებით კაპონეს ხელებს შეეწირა ერთ-ერთი ირლანდიური ბანდის ლიდერი დაიონ ობენიონი, რომელიც ტორიოს მოტყუებას ცდილობდა. მალევე კაპონემ მოკლა კიდევ ერთი ირლანდიელი - რიჩარდ ლონერგანი, რომელმაც ბრძოლა დაიწყო იეილის წინააღმდეგ რაღაც ტერიტორიის გამო. 1926 წელს ერთ-ერთი ურთიერთსროლის დროს კაპონემ შემთხვევით მოკლა თავისი მეგობარი პროკურორი მაკ სუიგინი. ძალიან მალე კაპონეს შემოაკვდა ობენიონის მოწაფე ერლ ვეისი, რომელმაც თავდასხმა განახორციელა ტორიოს წინააღმდეგ. 1928 წელს კაპონემ საიქიოში გაისტუმრა თავისი ყოფილი ბოსი იეილიც, რომელიც ალფონსოს არალეგალურ ალკოჰოლს პარავდა. "განგსტერულ ომებში" დაიღუპნენ კაპონეს თანამოაზრეები - ტონი ლომბარდო და პასკუალინო ლოლორდო. კაპონემ შური იძია - "წმინდა ვალენტინის სისხლიანი დღე" მოაწყო. კაპონეს ორგაზნიზაცია ყველაფერს ანადგურებდა, რაც მის წინააღმდეგ იყო. სწორედ ამ წლებში შეარქვეს მას "ჩიკაგოს მეფე". მის სინდისზე 700-მდე მკვლელობა იყო. აქედან დაახლოებით 400 კაპონეს პირდაპირი ბრძანებით განხორციელდა, დაახლოებით 40 ადამიანი კი თავისი ხელით გაანადგურა. კაპონეს ზოგიერთი ცნობილი მკვლელობა: 1917 - ტონი პეროტას მკვლელობა. 1924 წლის 8 მაისი - ჯო ჰოვარდის მკვლელობა. 1924 წლის 10 ნოემბერი - დაიონ ობენიონის მკვლელობა. 1925 წლის 25 დეკემბერი - რიჩარდ ლონერგანის მკვლელობა. 1926 წლის 11 ოქტომბერი - ერლ ვეისის მკვლელობა. 1928 წლის 1 ივლისი - ფრენკი იეილის მკვლელობა. 1929 წლის 14 თებერვალი - "წმინდა ვალენტინის სისხლიანი დღე". 1930 წლის 9 ივნისი - ჯეიკ ლინგლის მკვლელობა. ალ კაპონეს მიერ მოკლული დაიონ ობენიონი ერთ-ერთი ირლანდიური ბანდის ლიდერი იყო. ჩიკაგოში მას ეკუთვნოდა ლუდის ქარხანა "SIEBEN", სადაც ტორიო და კაპონეც აწარმოებდნენ არალეგალური ლუდის დიდ პარტიებს. ობენიონიც არალეგალურ ალკოჰოლს ასაღებდა. მას ასევე ყვავილების მაღაზიაც ქონდა გახსნილი. სწორედ ამ მაღაზიაში შეუკვეთა კაპონემ ვენოკები თავისი ძმის დაკრძალვის დღისთვის. კაპონე ცდილობდა, რომ თავისი სიმდიდრე გამოეჩინა და ტანსაცმლის შესაბამის სტილს ირჩევდა. ნეკა თითზე მას ბეჭედი ეკეთა ბრილიანტით, რომელიც რამდენიმე ათეული ათასი დოლარი დაუჯდა. ტრადიციული განგსტერული აქსესუარები - შლაპა და სიგარა - სწორედ კაპონემ შემოიღო, რაც ძალიან პოპულარულია დღემდე. არალეგალური ვისკის შემოტანა ისევ მთავარ შემოსავლად რჩებოდა, მაგრამ კონკურენციამ ამ სფეროში იმატა. კონკურენტებს კაპონე უპრობლემოდ იშორებდა და მის დაჭერასაც ვერავინ ახერხებდა, რადგან თვითმხილველები ყოველთვის დუმდნენ. ერთ-ერთი კონკურენტი იყო ირლანდიური ბანდის ბოსი დაიონ ობენიონი, რომელიც კაპონეს შემდეგ უმსხივილეს გამსაღებლად ითვლებოდა, მაგრამ მან ბევრი მოინდომა - ჯერ კაპონეს პარავდა სპირტის პარტიებს, მერე კი ტორიოს უღალატა (მის გამო ტორიომ ციხეში იჯდა 9 თვე). კაპონე გაბრაზდა და ტორიოს დაპატიმრებიდან რამდენიმე თვეში (1924 წლის 10 დეკემბერი) ობენიონი საკუთარი ყვევილების მაღაზიის შესასვლელთან დაცხრილა. მკვლელის ვინაობა ყველასთვის ცნობილი იყო, მაგრამ პოლიცია არც შეეცადა, რომ საქმე გამოეძია. ობენიონის სიკვდილმა სიტუაცია კონკურენციის მხვრივ საერთოდ არ შეამსუბუქა, არამედ პირიქით - ამას "განგსტერული ომების" გამწვავება მოყვა. ობენიონის ბანდის წევრებმა მინიმუმ 10 თავდასხმა განახორციელეს კაპონეზე. რაც უფრო პოპულარული და ძლიერი ხდებოდა კაპონე, მით უფრო დიდი საფრთხის ქვეშ ექცეოდა მისი სიცოცხლე. სახლიდან ალფონსო იარაღის გარეშე არ გადიოდა, უამრავი მცველი ახლა და ბრონირებული ავტომობილიც შეუკვეთა. 1925 წლის 12 იანვარს კაპონეს ავტომობილს ავტომატებიდან ცეცხლი გაუხსნეს. წინ მსხდომი მძღოლი და სხვა მგზავრი ადგილზევე დაიღუპნენ, კაპონე კი ამ დროს რესტორანში იმყოფებოდა. თავდასხმებს ახორციელებდნენ ტორიოზეც, მაგრამ გაცილებით იშვიათად, რადგან ის ერთ ადგილას არ ჩერდებოდა და ხშირად იცვლიდა ადგილსამყოფელს. ყველაზე სერიოზული თავდასხმა მასზე განახორციელეს 1925 წლის 24 იანვარს, როდესაც ახლო მანძილიდან დაცხრილეს საკუთარი სახლის წინ, მაგრამ მაშინ მან მხოლოდ მსუბუქი დაჭრილობა მიიღო. კაპონეს და ტორიოს მოშორება ყველაზე მეტად მაფიის მეთაურებს უნდოდათ - ვინსენტ დრუჩის, ერლ ვეისსა და ჯორჯ მორანს. ტორიო შემთხვევით გადარჩა და გადაწყვიტა, რომ შვებულება აეღო. ყველაფერს კაპონე განაგებდა. ის ხშირად ესწრებოდა კრივსა და ბეისბოლის მატჩებს. ყველამ იცოდა, რომ ის ბანდიტი იყო, მაგრამ ფორმალურად ამას ვერავინ ამტკიცებდა. 1926 წლის 17 აპრილს კაპონემ ერთ-ერთი შეტაკების დროს შემთხვევით მოკლა თავისი მეგობარი პროფესიით პროკურორი ბილ მაკ სუიგინი. მან თავდასხმა განახორციელა თავის კონკურენტებზე, ძმებ ოდონელებზე, მაგრამ ტყვიამფრქვევიდან წამოსულ ტყვიებს შემთხვევით ბილიც ემსხვერპლა. კაპონემ ქალაქი დატოვა, სანამ მას პოლიცია დაადგებოდა. გამოძიებისას გაირკვა, რომ ურთიერთსროლისას გამოყენებულ იქნა ტყვიამფრქვევი "Thompson M1921" (1921 წლის მოდელი). ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც განგსტერებმა ამ ტიპის იარაღი გამოიყენეს. თანამედროვე ამერიკაში ავტორბოლების ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ ლიგად NASCAR (National Association Of Stock Car Auto Racing) ითვლება. მისი ისტორია კი სწორედ "მშრალი კანონის" პერიოდიდან იწყება. 20-იან წლებში ძალიან პოპულარული იყო ავტორბოლები. ამ რბოლებში ჩვეულებრივი მანქანები მონაწილეობდნენ, მაგრამ მათი ჩვეულებრივობა მხოლოდ ვიზუალური იყო. შიგნიდან ამ ავტოებს ყველაფერი ქონდათ შეცვლილი. სწორედ ასეთ მანქანებს იყენებდნენ განგსტერები არალეგალური ალკოჰოლის გადმოზიდვისას. ასეთი ტიპის ავტოებით ისინი ადვილად გაურბოდნენ პოლიციის მანქანებს. "მშრალი კანონის" გაუმქებას ამ რბოლების გაუქმება არ მოყვა. 1928 წელს ბილ ფრენსმა (ამ ლიგის მომავალი თავმჯდომარის მამა) ასეთი რბოლები ერთ-ერთი ქალაქის ქუჩებში მოაწყო. გამარჯვებული საჩუქრად ერთ ქილა მანქნის ზეთსა და ერთ ბოთლ რომს იღებდა. მოგვიანებით შეიქმნა ლიგის წესები, ლიგა განვითარდა და მთელ ამერიკაში გახდა ძალიან პოპულარული. ამჟამად სპორტის ამ სახეობას 5 მილიონამდე ადამიანი ადევნებს თვალს და რბოლები მთელი წლის მანძილზე მიმდინარეობს. გამარჯვებული, რომელსაც წლის მანძილზე ყველაზე მეტი გამარჯვება უგროვდება, პრიზის სახით 7.5 მილიონ დოლარს იღებს. აქვე ტომპოსონის ავტომატზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა. ჯონ ტალიაფერო ტომპსონი პროფესიონალი სამხედრო იყო. პენსიაზე გასვლის შემდეგ კი ახალ იარაღზე მუშაობა დაიწყო და შექმნა კიდევაც ის. 1920 წელს მან თავისი გამოგონება ოფიციალურად დააპატენტა. სპეციფიური ხმის გამო ამ ამტომატს "ჩიკაგოს საბეჭდი მანქანა" შეარქვეს. ბანდიტებმა დააფასეს ტომპსონის ქმნილება და ხშირად იყენებდნენ მას "განგსტერულ ომებში". ჩიკაგოს დატოვების შემდეგ ალ კაპონემ დასვენება და მოგზაურობა სცადა, მაგრამ უდარდელი ცხოვრება მას არ იზიდავდა. ის ქალაქში დაბრუნდა და თავად გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც დაარწმუნა პოლიციელები თავის "უდანაშაულობაში". ჩიკაგოში დაბრუნებულმა კაპონემ შერიგება სცადა ერლ ვეისთან, რომელთანაც ობენიონის სიკვდილის შემდეგ მტრობდა, მაგრამ ეს მცდელობა მცდელობადვე დარჩა, რასაც ვეისის ლიკვიდირება მოყვა 1926 წლის 11 დეკემბერს. კაპონე კიდევ უფრო გაძლიერდა, როდესაც მერი მეორედ გახდა უილიამ ტომპსონი. კაპონემ მალევე მოიშორა ერთ-ერთი კონკურენტი ჯოზეფ აიელო. ციცეროში მდებარე "კოტონ კლაბი" უდიდეს შემოსავალს აძლევდა კაპონეს - დაახლოებით 100 მილიონ დოლარს წელიწადში. კაპონეს გამო ლეგალური ეკონომიკა ძალიან ცუდ დღეში იყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 1928 წელს კაპონეს ყოფილმა ბოსმა იეილმა მას ალკოჰოლის პარტა მოპარა. ამის გამო კაპონეს ხალხმა ის ქუჩაში დაცხრილა. ეს 1 ივლისს მოხდა. ღალატს კაპონე ვერ იტანდა და არც იმათ ინდობდა, ცინც რაღაცის მიღწევას ცდილობდა მასთან მეგობრობის ხარჯზე. "განგსტერული ომების" აპოთეოზი 1929 წლის 14 თებერვალი იყო. ამ დღეს კაპონეს თანამოაზრეები გადაცმულები იყვნენ პოლიციელების ფორმაში და შეტყუებით მიიყვანეს ობენიონის ბანდის 7 წევრი ერთ-ერთ პადვალში, "დააკავეს", მოგვიანებით კი ახლო მანძილიდან საზარლად ჩაცხრილეს ავტომატებიდან. ალ კაპონეს არასდროს არ ავიწყდებოდა, რომ ის იტალიელი იყო, ყველა წესიერი იტალიელი კი თავისი ოჯახის მიმართ ძალიან თბილია და მზრუნველი. იმისთვის, რომ მეუღლე და შვილი შორს ყოფილიყვნენ სისხლიანი ჩიკაგოსგან, მან 1928 წელს ფლორიდაში სახლი უყიდა მათ. ამ შენაძენმა დაღუპა ალ კაპონე. სწორედ ამ სახლის საფუძველზე დააკავეს ის გადასახადებთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ის ქველმოქმედიც იყო - სხვადსხვა ასპარეზობების ბილეთებს ყიდულობდა და ღარიბ მოსახლეობას ურიგებდა. ასევე ჩუქნიდა ღარიბ ახალგაზრდებს ოც დოლარიანებს. 1930 წელს კი ალ კაპონემ უფასო სასადილოები გახსნა, რაც მის რეიტინგზე ძალიან დადებითად მოქმედებდა. 1930 წლის 5 დეკემბერს ერთ-ერთი ამერიკული გაზეთი წერდა: "კაპონე მზადაა, რომ 120 ათასი ადამიანი გააძღოს თავის უფასო სასადილოებში". მან ძალიან კარგად იცოდა, თუ რა არის მშივრად ყოფნა უდიდეს ამერიკულ ქალაქში. ხალხის წარმოდგენაში სიტყვა "განგსტერთან" ასოცირდება ადამიანი, რომელიც სულ კლავს, "თავისუფალ დროს" კი კლუბებსა და გართობაში ატარებს. მაგრამ ალ კაპონე ასეთ განგსტერებს არ განეკუთვნებოდა. ის დიდი მეოჯახე იყო და მთელ თავისუფალ დროს ატარებდა თავის ცოლ-შვილთან. ამასთან ერთად ძალიან მზრუნველი იყო - ყოველთვის საჩუქრებს უგზავნიდა მასწავლებლებს და მოსწავლეებს იმ სკოლაში, სადაც მისი უმცროსი და სწავლობდა. კაპონე ძალიან სტუმართმოყვარე ადამიანი იყო. თავის ხელით გაკეთებულ სპაგეტის აჭმევდა ხოლმე სტუმრებს. ხალათითა და ჩუსტებით მოსეირნე კაპონეს როდესაც ხედავდნენ მეზობლები, წარმოიდგენდნენ, რომ მათი მეზობელი არა განგსტერი, არამედ ერთი ჩვეულებრივი ადამიანია. კაპონეს ბიოგრაფები აღნიშნავენ, რომ მეზობლებთან მას განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა ქონდა. 1929 წლის 29 ოქტომბერს უოლ სტრიტზე მოხდა საბირჟო კრახი, რასაც მოყვა "დიდი დეპრესია". გაჩნდა აზრები "მშრალი კანონის" გაუქმებასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, არალეგალური სპირტიანი სასმელები სულ უფრო და უფრო ნაკლებად ხდებოდა მომგებიანი. კაპონე გრძნობდა, რომ მალე ყველაფერი დასრულდებოდა და ხშირად სტუმრობდა ოჯახს ფლორიდაში. მის "იმპერიაში" ბზარები გაჩნდა. ხელისუფლება კაპონეს დაჭერას ლამობდა, მაგრამ მკვლელობების დამტკიცება შეუძლებელი იყო, ამიტომაც მათ სხვა ტაქტიკა აირჩიეს. 1930 წელს ფედერალურმა ძალებმა დაიჭირეს გადასახადების გადაუხდელობის გამო კაპონეს ძმა რალფი. ამ პერიოდში ახალგაზრდა იურისტმა ელიოტ ნესმა შეკრიბა აგენტების ჯგუფი, რომლებიც მტკიცცებულებების შეგოროვებას შეუდგნენ კაპონეს წინააღმდეგ. ნესს 2 000 დოლარი შესთავაზა კაპონემ ქრთამის სახით, მაგრამ იურისტმა არ აიღო თანხა. მან ფორმალური მტკიცებულება მისცა ფედერალურ ძალებს, რის საფუძველზეც კაპონეს დაკავება შესაძლებელი გახდა. ეს 1931 წლის 5 მაისს მოხდა. ბრალდება 22 პუნქტისგან შედგებოდა. გამოძიებას ეხმარებოდა კაპონეს პირადი ბუღალტერი ლესლი შამუეი. პოლიციამ ის თანამშრომლობაზე დაითანხმა ხელშეუხებლობის სანაცვლოდ. კაპონეს ძალიან გაუჭირდა. ის 400 ათას დოლარს სთავაზობდა ფედერალებს ამ საქმის დახურვისთვის, ცდილობდა, რომ რამდენიმე აგენტი მოეკლა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. 6 ოქტომბერს სასამართლო შედგა. ფედერალურმა პროკურორმა ჯორჯ ჯონსონმა მოამზადა საბრალდებო დასკვნა კაპონეს წინააღმდეგ. იმის გამო, რომ გამორიცხულიყო მოსამართლეების მოსყიდვის ფაქტი, მოსამართლეები ბოლო მომენტში შეცვალეს სხვა მოსამართლეებით. ალ კაპონე დააჯარიმეს 80 ათასი დოლარით და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოხდა მისი და მისი მეუღლის ქონების კონფისკაცია. აპელაცია კი სასამართლომ არ მიიღო. მიუხედავად კონფისკაციისა, მაფიოზი არ გაღარიბდა, რადგან მისი ქონების უდიდესი ნაწილი სხვა პირებზე იყო გაფორმებული. 1931 წლის 24 ოქტომბერს კაპონე ილინოისის ერთ-ერთ სიხეში მოათავსეს. ფულისა და სასარგებლო ნაცნობების ხარჯზე ამ ციხეში მას საუკეთესო პირობები ქონდა. მაისში ის ატლანტას ფედერალურ სიხეში გადაიყვანეს, 1934 წლის 22 აგვისტოს კი კაპონე ციხე "ალკარტაში" გადაიყვანეს. ამბობენ, რომ იქედან გაქცევა შეუძლებელი იყო. იქ ბევრი ცნობილი განგსტერი იხდიდა სასჯელს, რის გამოც ამ ციხეს "ამერიკის გმირთა სასტუმრო" შეარქვეს. "ალკარტას" ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონსტონი არ აპირებდა კაპონესთვის რაიმე პრივილეგიის მინიჭებას. ის იყო ერთ-ერთი რიგითი პატიმარი #85 და იატაკსაც წმენდდა სხვა პატიმრების მსგავსად. იქ მას "იტალიელი იატაკის ჯოხით" შეარქვეს. კაპონე თავისთვის პირობების გაუმჯობესაბას ითხოვდა, რაც არ მოწონდათ მის თანაკამერელებს. ერთ-ერთი ჩხუბის დროს, 1936 წლის 23 ივნისს, ის მძიმედ დაჭრეს ზურგში. 1938 წლის 5 თებერვალს კაპონეს ფსიქიკური აშლილობა დაეწყო. ამასთან ერთად ექიმებმა მას ადრე აკიდებული სიფილისიც აღმოუჩინეს. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა დღითიდღე უარესობისკენ მიდიოდა. მას ნეიროსიფილისი აღმოაჩნდა, რომელიც პროგრესირებდა. ის ლოს ანჯელესში გადაიყვანეს. 1939 წლის 16 ნოემბერს ჯანმრთელობის გაუარესების გამო კაპონე ნაადრევად გაათავისუფლეს და გადაიყვანეს საავადმყოფო "უნიონ მემორიალში", სადაც 4 თვე იმყოფებოდა. გამოწერის შემდეგ ის ოჯახთან ერთად დამკვიდრა პალმების კუნძულზე. ძველი მეგობრები ზოგჯერ სტუმრობდნენ კაპონეს, მაგრამ ის უკვე მათ ვეღარ ცნობდა. "ჩიგაკოს მეფე" ჩრდილად გადაიქცა. 1947 წლის იანვარში მას შეტევა მოუვიდა. 25 იანვარს, დაახლოებით დილის 8-ის ნახევარზე ის ოჯახის წევრების ხელებში გარდაიცვალა 48 წლის ასაკში. ოჯახმა მისი დაკრძალვა დიდი ხმაურის გარეშე გადაწყიტა. დაკრძალვას 350 ადამიანი ესწრებოდა. 4 თებერვალს ის "მაუნტ ოლივეტის" სასაფლაოზე დაკრძალეს. მის საფლავთან ბევრი თაყვანისცემელი მოდიოდა, რის გამოც მომავალში ოჯახმა ის მალულად გადამარხა "მაუნტ კარმელის" სასაფლაოზე. საერთოდ, 20-იანი წლები ამერიკისთვის ძალიან ღირსშესანიშნავი იყო. იმ დროს, როდესაც ევროპა პირველი მსოფლიო ომის ზარალს ითვლიდა, ამერიკა ეკონომიკურად ამაღლდა - "ფორდის" მარკის ავტომობილი თითქმის ყველას ჯიბეს წვდებოდა. ამავე დროს, ფემინისტურმა იდეებმა იფეთქა და ქალებს სულ მაღალი და მაღალი პოზიციების ამბიციები გაუჩნდათ. ქალთა ემანსიპაციამ მძლავრი პროგრესირება განიცადა. გაუთხოვარი ქალები თავისუფლად ხვდებოდნენ კაცებს, სხვამდნენ ბარებში, ეწეოდნენ, ცეკვავდნენ (უფრო ხშირად "ჩარლსტონს") და სხვა. ამ პერიოდში ამერიკელი კერი ნეიშნი (ნამდვილი სახელი ამელია მური) "მშრალი კანონის" სიმბოლო გახდა. ის ალკოჰოლიზმს ებრძოდა, რადგან მისი ქმარი სწორედ ამას ემსხვერპლა. ამეირკელმა მწერალმა ფრენსის სკოტ ფიცჯერალდმა თავის არაერთ ნაწარმოებში დაწერა იმ ამერიკელ ხალხზე, რომელთათვის გართობა ცხოვრების მთავარი მიზანი გახდა. მაგრამ სხვა უფრო მიზანმიმართული "სიფხიზლის მომხრეები" ცდილობდნენ, რომ მიეღწიათ კონსტიტუციური ცვლილებისთვის, რომელიც აკრძალავდა ამერიკის ტერიტორიაზე ალკოჰოლის წარმოებასა და რეალიზებას. პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას კი გამოითქვა მოსაზრება, რომ ის ხორბალი, რომლისგანაც მზდდებოდა სპირტი, გამოეყენებინათ პურის მომზადებაში, რომელიც ჯარისკაცებს მოხმარდებოდა. მთავრობა ამ იდეას აყვა - 1917 წლის 8 სექტემბერს სახელმწიფომ შეაჩერა ვისკის წარმოება, 1919 წლის 1 მაისს კი ლუდის წარმოებაც შეჩერდა. 1920 წლის 16 იანვარს ამერიკის კონსტიტუციაში მე-18 ცვვლილება შევიდა, რომლიც მიხედვით ამერიკის ტერიტორიაზე იკრძალებოდა ალკოჰოლის წარმოება, რეალიზება და მოხმარება. ამან შედეგი ვერ გამოიღო - მოსახლეობამ უფრო მეტის დალევა დაიწყო, მაგრამ განსხვავება ის იყო, რომ სვამდნენ არა ამერიკის წარმოებულ ალკოჰოლს, არამედ სხვა ქვეყნებიდან არალეგალურად შემატანილს. ძალიან მომგებიანი გახდა ალკოჰოლის კუსტარულად დამზადება და გავრცელება. ყველაფერი ეს საღდებოდა არალეგალურ ბარებში. ასეთი ბარების რაოდენობა ამერიკში შეადგენდა 220 ათასს 1932 წლისთვის. მათი მფლობელები განგსტრები იყვნენ, მათ შორის რაღა თქმა უნდა ალ კაპონეც, რომელიც არაერთხელ ამბობდა, რომ ის უბრალო ბიზნესმენი იყო, რომელიც ადამიანებს აძლევდა იმას, რაც მათ სურდათ. პირდაპირი გაგებით - განსგტერები და ალკოჰოლის მომხმარებლები თანამშრომლობდნენ და როდესაც ამ ყველაფერს ემატებოდა ქველმოქმედება, ეს სახალხო გმირობის ტოლფასი იყო. კაპონეს მიერ დაარსებულ მიწიქვეშა ბარებში ღამღამობით ჯაზს უკრავდნენ. ყველაზე პოპულარული "კოტონ კლაბი" იყო, რომელშიც ყოველთვის ყველაზე პოპულარული ჯაზმენები უკრავდნენ. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც სცენაზე გამოდიოდნენ ისეთი ცნობილი ჯაზმენები, როგორებიც იყვნენ ლუი არმსტრონგი, ჯელი როლი და სხვები. დახვეწილი გემოვნების მქონე განგსტრები ეხმარებოდნენ ამ მუსიკოსებს ფირფიტების გამოშვებაში. ალ კაპონეც აფასებდა ჯაზს. განსაკუთრებით მილტ ჰინტონის შემოქმედებას სცემდა პატივს. კაპონე ერკვეოდა იტალიურ ოპერაშიც და დიდი ჯუზეპე ვერდის დიდი მოყვარული იყო. უხაროდა, რომ ზოგიერთი კომპოზიცია ეძღვნებოდა სიცილიას, მაფიის სამშობლოს. "მშრალი კანონის" ეპოქაში აყვავდა ამერიკული სპორტიც. კაპონე ბეისბოლის კლუბ "ჩიკაგოელ ლეკვებს" გულშემატკივრობდა, სადაც კარიერის პიკი ჰქონდა ლეგენდარულ ბეისბოლისტ ჯორჯ ჰერმან რუტს. აყვავდა კრივიც, სადაც მძიმე წონით კატეგორიაში დომინირებდა ჯეკ დემპსი. განგსტრები არისტოკრატული გოლფითაც ერთობოდნენ. მაგრამ ყველაზე პოპულარული განგსტრებში მაინც აზარტული თამაშები იყო. ალ კაპონე რამდენიმე კაზინოს, იპოდრომსა და ტოტალიზატორს ფლობდა. მიუხედავად "განსგტერული ომებისა", ამერიკისთვის 20-იანი წლები ამ ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ხანა იყო, მაგრამ ის დიდი დეპრესიით დასრულდა. ალ კაპონესთან ასოცირებული საინტერესო პიროვნებები და მოვლენები: ჰოლივუდმა ალ კაპონე უკვდავად აქცია. ფილმების გადაღება კაპონეზე მის სიცოცხლეშივე დაიწყო და ეს მომავალშიც გრძელდებოდა, რაც პუბლიკას არასდროს ბეზრდებოდა. 1987 წელს ცნობილმა რობერტ დე ნირომ (1943 წელს დაიბადა) როლი მიიღო ფილმში "ხელშეუხებელნი", სადაც ალ კაპონე უნდა ეთამაშა. ეს რომ გაიგო, ეგრევე იტალიაში გაემგზავრა და ერთ თვეში 14 კილოგრამი მოიმატა, რათა თავის გმირს დამსგავსებოდა. ამ ფილმში დე ნირო ეკრანზე არც ისე ხშირად ჩნდებოდა, მაგრამ მაყურებელს კი დაამახსოვრა თავი. დე ნიროს ბავშვობა ძალიან გავს კაპონეს ბავშვობას. ისიც იტალიელი ემიგრანტი იყო და ისიც გამოუგდიათ სკოლიდან, მაგრამ დე ნირომ სხვა მომავალი აირჩია. კაპონესთან მხოლოდ ერთი აკავშირებს - ტიპიური კოლორიტი იტალიელია. აღსანიშნავია პროფესიონალი მძიმეწონოსანი მოკრივის, ჯეკ დემპსის ურთიერთობა ალ კაპონესთან. უილიამ ჰარისონი - ეს დემპსის ნამდვილი სახელი იყო. ის 1895 წელს დაიბადა ქალაქ მანასაში კოლორადოს შტატში. ის ღარიბი ოჯახის შვილი იყო და ოცნებობდა, რომ მიეღწია იმდენისთვის, რომ თავისი ოჯახის წევრები უზრუნველყო ყველაფერით. ახალგაზრდობაში მეშახტედ მუშაობდა, მოგვიანებით კი სამოყვარულო კრივიდან დიდ კრივში გადმოვიდა. 1919 წლის 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს, მან დაამარცხა ცნობილი ჯეს უილარდი და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა მძიმე წონით კატეგორიაში. ამ ტუტულს დემპსი 1926 წლამდე არ თმობდა. იმ წლებში კრივი სპორტის სახეობიდან უკვე აზარტულ თამაშში გადაიზარდა და ცხადია, რომ კაპონეც იღებდა მონაწილეობას ამ ყველაფერში. კაპონეს და დემპსის "მეგობრობა" 1927 წელს დამთავრდა, როდესაც მან კაპონეს უარი უთხრა მატჩ რევანშის წაგებაზე (იმ წელს მაინც დამარცხდა ჯინ ტენეიუსთან). კაპონე მას ხშირად თავაზობდა გარკვეულ თანხას, რათა მას ესე თუ ის ბრძოლა დაეთმო, მაგრამ თავის პრინციპს დემპსი აღარ ღალატობდა. 1935-1974 წლებში ფუნქციონირებდა დემპსის რესტორანი სახელად "ჯეკ დემპსის რესტორანი", სადაც დემპსისა და სხვა მოკრივეების გამარჯვების ამსახველი პორტრეტები იყო გამოფენილი. დემპსი ცხოვრების უკანასკნელ წლებშიც (1983 წელს მოკვდა) იდეალურ ფიზიკურ ფორმაში იმყოფებოდა. რომ არა "მშრალი კანონი", არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა კაპონეს "კარიერა". ამიტომაც ორიოდე სიტყვა ვთქვათ მის შემომღებზე, ამერიკის პრეზიდენტ ტომას ვუდრო უილსონზე (1856-1924). ის ვირჯინიაში დაიბადა მღვდელის ოჯახში და არც ისე კარგად ცხოვრობდა, მაგრამ ყველა პრობლემა გვერდზე გადადო და სწავლას მიჰყო ხელი. დაამთავრა პრინსტონის უნივერსიტეტი, სადაც ისტორია და პოლიტიკური ფილოსოფია შეისწავლა. 1883 წელს ჯონ გოპკინსის სახელობის უნივერსიტეტში დოქტორის ხარიხსი მიიღო ფილოსოფიის განხრით. 1910 წელს უილსონი შტატ ნიუ ჯერსის გუბერნატორად აირჩიეს. ორი წლის შემდეგ ვუდრო პრეზიდენტი გახდა რესპუბლიკური პარტიის წევრობისას. 1916 წელს მეორედ აირჩიეს პრეზიდენტად, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო 1919 წელს მან თვითნებურად დატოვა პრეზიდენტის პოსტი. ის წინააღმდეგი იყო ამერიკის მონაწილეობაზე პირველ მსოფლიო ომში, მაგრამ 1917 წელს პოზიცია შეიცვალა. მისი ყველაზე კრიტიკულად შეფასებული ნაბიჯი "მშრალი კანონის" შემოღება გახდა, რის შემდეგაც განგსტერებს ფულის შოვნის ვრცელი არეალი გაუჩნდათ. ამას გარდა, ის ქალებისა და შავკანიანების ფემინიზმს არ უჭერდა მხარს. მისი სიკვდილის შემდეგ კი მას ყველაფერს აბრალებდნენ - რასიზმს, განგსტერების თარეშს და სხვა. ერთ-ერთი გამორჩეული პერსონა ელიოტ ნესი (1896-1977) იყო, რომელიც ალ კაპონეს ებრძოდა სამართლებრივად. მისი ავტობიოგრაფია სახელად "ხელშეუხებელნი" 1957 წელს გამოქვეყნდა, რომლის საფუძველზეც არაერთი ფილმის გადაღება მოხდა. ნესი ჩიკაგოში დაიბადა. მას ბავშვობიდანვე უყვარდა სამართალი და მთელი ბავშვობა FBI-ში მუშაობაზე ოცნებობდა, მაგრამ ბედმა სხვა ადგილას მიიყვანა - ის აგენტებს ხელმძღვანელობდა, რომლებიც "მშრალი კანონის" მოქმედებას აკონტროლებდნენ. ნესი სინდისიერებითა და უკომპრომისობით გამოირჩეოდა. ცდილობდა, რომ სრულყოფილებისთვის მიეღწია ყველა საქმეში. იდეა ასეთია - "ხელშეუხებელნი" იყვნენ სწორედ ის აგენტები, რომლებიც არ იღებდნენ არავიგან ქრთამს (ბრჭყალები იმიტომ იხმარება, რომ ასეთი სახელწოდების ფილმიც არსებობს). მისი მხრიდან დიდი გმირობა იყო ალ კაპონეს წინააღმდეგ ბრძოლა, რომელსაც ყველა და ყველაფერი ნაყიდი ქონდა (ჰყავდა). ალკაპონეს ციხეში გაშვება ნესმა მოახერხა, მაგრამ "სინდისიერი" გზებით ნაშოვნი ქონება ისევ მაფიას დარჩა. საბოლოოდ, ნესი საერთოდ არ დააფასეს. "მშრალი კანონის" გაუქმებისთანავე უსასრულო სმა დაიწყო. 1957 წელს ის გარდაიცვალა. მისი წიგნი მხოლოდ მისი გარდაცველების შემდეგ გამოვიდა გაყიდვაში. განგსტერული კინო უკვე 20-იან წლებში იძენდა პოპულარობას. ერთ-ერთი პირველი შედევრი იყო "შრამიანი სახე", რომელიც რეჟისორმა ჰოვარდ ჰოუკსმა გადაიღო 1932 წელს. რეჟისორს კონსულტანტების სახით რამდენიმე რეალური პერსონაჟი ჰყავდა განგსტერული სამყაროდან. ფილმის გადაღებისას ნამდვილი ავტომატებიდან ისროდნენ. ამ ფილმმა უდიდეს კომერციულ წარმატებას მიაღწია. რეჟისორმა ჰოუკსმა თავისი კარიერა სტუდიაში დაიწყო, რომელიც მომავალში "პარამაუნტ პიკჩერსი" გახდა. მისი სარეჟისორო დებიუტი 1926 წელს შედგა, როდესაც ეკრანებზე გაჩნდა "გზა განთქმულობისკენ". მიუხედავად მისი სიყვარულისა ბანდიტური ჟანრის ფილმების მიმართ, ის თვითონ განგსტერულ სამყაროს ძალიან სკეპტიკურად უყურებდა და მისი ფილმების უმეტესობას მშვიდობიანი დასასრული ჰქონდა. მაფია კაპონეს შემდეგ უფრო გაძლიერდა. 1929 წლის მაისში ქალაქ ატლანტიკ სიტიში შეიკრიბნენ ბანდიტური ორგანიზაციაბის ლიდერები. მათი მიზანი იყო ნაკლები სისხლის ღვრა და ამასთან ერთად კაპონეს მონოპოლიაც ამოუვიდათ ყელში. კაპონე ყველას კლავდა, ვინც კი მის კონკურენციაში შედიოდა. ასეთი ქმედებებით მაფია საკუთარ თავს მოუღებდა ბოლოს. ამ შეკრებაზე თვით ჯონი ტორიომაც აღნიშნა, რომ ალ კაპონეს ძალიან დიდი მადა აქვს. საბოლოოდ, კაპონეს 14 პუნქტი წაუყენა მაფიამ, მაგრამ სიტუაცია სხვანაირად განვითარდა ალფონსოს პატიმრბის გამო. ამის შემდეგ მაფიაში დომინირება სალვატორე ლუჩანომ დაიწყო, რომელმაც სხვადასხვა რეფორმების გატარება დაიწყო ბანდიტურ სამყაროში. მისი მეტსახელი "იღბალა" იყო იქედან გამომდინარე, რომ ერთხელ ის კონკურენტმა ბანდამ აიყვანა ტყვედ და მან იქ ყველაფერს გაუძლო და გადარჩა. ამიერიდან მაფიის წევრობა არა მარტო სიცილიელებს შეეძლოთ, არამედ სხვა იტალიელებსაც. მისი იდეა იყო, რომ მაფიოზების სხვადასხვა ბიზნესები ერთ ქსელად გაერთიანებულიყო და ასევე შექმნილიყო სისტემა, რომელიც გვერდს აუვლიდა უამრავ მკვლელობას. მტრების მოსაშორებლად კი სპეციალური "მკვლელთა კორპორაცია" შეიქმნა. მაფიამ ამით ბევრი მოიგო. ის კაპონესდროინდელ მაფიაზე გაცილებით უფრო მძლავრი გახდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა კრიზისის დასაძლევად ბევრი ეკონომიკური რეფორმა განახორციელა. 1933 წელს "მშრალი კანონი" გაუქმდა. მაფიისთვის მთავარ შემოსავლად მხოლოდ აზარტული თამაშები დარჩა, რომელიც ლეგალიზირებული მხოლოდ ნევადას შტატში იყო. ლუჩანომ შტატებში ჰეროინის შემოტანა დაიწყო, მოგვიენებით კი მაფიამ თავის ხელში აიყვანა ჰოლივუდი და შოუ ბიზნესი. ალ კაპონესგან განსხვავებით მაფიის ახალი პლეადა შეუმჩნეველად მუშაობდა და არ ცდილობდა პოპულარობის მოპოვებას. მაგრამ ისინიც, როგორც კაპონე, ყოველთვის დაკავებულები იყვნენ პოლიტიკოსების მოსყიდვით. მათ ხარჯზე ისინი საზოგადოების კეთილსინდისიერ წევრებად ითვლებოდნენ. კაპონეს გზის ერთ-ერთი გამგრძელებელი იყო სიცილიელი სემ ჯანკანა ჩიკაგოდან, რომელსაც 1961 წლის აპრილში ამერიკულმა CIA-მ კუბის ლიდერის, ფიდელ კასტროს მკვლელობა შეუკვეთა. მკვლელობა ვერ შედგა, "ცეერუს" კავშირი მაფიასთან კი დადასტურდა. დიქტატორი ბატისტა, რომელიც კუბაში გადააგდეს პოსტიდან 1959 წლის რევოლუციით, მჭიდროდ ურთიერთობდა მაფიასთან. რაც შეეხება მაფიოზურ კინოს კაპონეს წასვლის შემდეგ, ის ალბათ სამუდამოდ არის უკვე დამკვიდრებული ჰოლივუდში. პირველი შედევრები კაპონეს სიცოცხლეშივე გადაიღეს - "შრამიანი სახე" (1932), "საზოგადოების მტერი" (1931), "პატარა ცეზარი" (1931). 1972 წელს ეკრანებზე ფრენსის კაპოლას შედევრი გამოვიდა - "ნათლიმამა". 1987 წელს კიდევ ერთი შედევრი წარსდგა საზოგადოების წინაშე - ბრაიან დე პალმას "ხელშეუხებელნი", რომელიც ელოტ ნესის წიგნზე დაყრდნობით იქნა გადაღებული. ცოცხალი ალ კაპონე განსხვავდება იმისგან, რასაც მასზე წერენ წიგნებში და იღებენ კინოებში, მაგრამ ასეთი სახის ისტორიების მთავარი არსი იმაშია, რომ ხალხმა გაიგოს, თუ რა ხდებოდა XX საუკუნის 20-იან და 30-იან წლებში ამერიკულ მეგაპოლისებში... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.