planetanews Posted June 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 23, 2012 http://rustavi2.com/news_photos/06_12/61141.jpg ახალი საბაგირო გაიხსნა ძველი თბილისის ისტორიულ უბანში. საერთაშორისო სტანდარტების უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საჰაერო ტრანსპორტი რიყეს ნარიყალას ციხემდე, ბოტანიკურ ბაღთან აკავშირებს. საბაგიროს მშენებლობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. დამონტაჟდა შვიდი გონდოლა, რომელთაგან თითოს 8 კაცის გადაყვანა შეუძლია. დღეს ახალი საბაგირო გზით თბილისის მერმა დიდგორის რაიონში მცხოვრებ პატარებთან ერთად იმგზავრა. საბაგირო გზა საზაფხულო რეჟიმში 12 საათამდე იმუშავებს. თბილისის მერმა ახალ ინიციატივაზეც ილაპარაკა, რომლის ფარგლებში ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია გეგმება. ასევე აშენდება ახალი საბაგირო გზა ვაზისუბანშიც. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts