planetanews Posted June 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 25, 2012 http://rustavi2.com/news_photos/06_12/61146.jpgკანადში გარდაცვლილი გივი გოჯორაშვილის ოჯახი საქართველოს მთავრობას გამოძიებაში ჩართვას სთხოვს. 48 წლის მამაკაცი ქალაქ კალგარიში 12 დღის წინ გარდაიცვალა, თუმცა მისი დასაფლავება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ოჯახის სურვილია, რომ ცხედარი ქალაქ მონრეალში დაიკრძალოს, სადაც მისი შვილები ცხოვრობენ, ან საქართველოში. თუმცა ამას დაღუპულის მეგობრები ეწინააღმდეგებიან. გივი გოჯორაშვილის სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად გულის შეტევა სახელდება, თუმცა ოჯახს სწორედ მეგობრების პოზიცია უჩენს ეჭვს, რომ მამაკაცი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. მათი ვარაუდით, შესაძლოა ეს გარდაცვლილის ქონებას უკავშირდებოდეს. მისი ერთ-ერთი მეგობარი რობერტ გალუსტოვი ოჯახის მიერ გამოთქმულ ეჭვებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. დაღუპულის ოჯახმა დახმარებისთვის უკვე მიმართა საქართველოს საგარეო უწყებას, დღეს კი ოფიციალურ მიმართვას საქართველოს პრეზიდენტს გაუგზავნის. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts