Jump to content
Planeta.Ge

from opinion.ge- მიხეილ სააკაშვილი: “ ჩვენ ყოველთვის საქმის გაკეთებაზე ვართ ორინეტირებული”


Recommended Posts

http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/mishaw1-300x207.jpgროგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, კურორტ “ბახმაროში” ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებისას განაცხადა, „ვიღაცეებმა რაც არ უნდა ილაპარაკონ, ხელისუფლება ყოველთვის საქმის გაკეთებაზეა ორინეტირებული“.

“ჩვენ დღეს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დავიწყეთ, რაც თავისთავად მოიზიდავს როგორც უცხოელ ტურისტებს, ის ადგილობრივ დამსვენებლებს. პირველ ეტაპზე გაკეთდება კინოთეატრი თავისი ინფრასტრუქტურით, აშენდება სასტუმრო, გაიხსნება აფთიაქი, მარკეტი, ამბულატორია, მოსაცდელი და გარდა ამისა, მოეწყობა მოედანი. ბახმაროს კურორტის განვითარება ნიშნავს იმას, რომ აქ დასაქმდება მრავალი ადამიანი როგორც მშენებლობის დროს, ასევე მისი ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგაც. ბახმარო თავისი ინფრასტრუქტურით იქნება ისეთივე კურორტი, როგორიც გუდაური და ბაკურიანია. ბუნებრივი პირობები ამის შესაძლებლობას იძლევა. აქ წელს უამრავ დამსვენებელს ველოდებით. რაც ბახმაროში ხდება, ეს არის საქმის წამოწყება, რომლის შედეგსაც ძალიან მალე იხილავენ. რაც არ უნდა ილაპარაკონ, ჩვენ ყოველთვის საქმის გაკეთებაზე ვართ ორიენტირებული. ვიღაცას ჰგონია, რომ ეს პროექტები დაიწყება და შეჩერდება, მაგრამ ნურას უკაცრავად! ჩვენ რასაც ვიწყებთ ვასრულებთ. ამას საზოგადეობა ხედავს და მომავალშიც დაინახავს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება, მეტი გავაკეთოთ, ავაშენოთ და ვიდგეთ იმ ხალხის გვერდით, ვინც იმსახურებს”, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

opinion.ge

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...