Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- ნინო ქათამაძე: ”ვარ მსოფლიოს მოქალაქე, მაგრამ ქართველი. არ მინდა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის ნაცვლად ვაგო პასუხი”


Recommended Posts

მოამზადა დავით შალიკაშვილმა

18:18 24.06.2012

ცნობილი ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე დიდი პოპულარობით სარგებლობს რუსეთში. ახლახან საიტმა ”ლენტა.რუ”-მ მომღერალთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც შემოკლებით გთავაზობთ.

 

http://3.bp.blogspot.com/-V6W3tWFz2Ng/T-cg_EctVnI/AAAAAAAAHeU/EzGlaTL0rrU/s200/60059612520ee6207e5810d6c689d1de.jpg- შეიძლება თუ არა მუსიკა, როგორც ძეხვი, დავყოთ პირველ, მეორე, მესამე ”სორტად”? ან, განსაზღვრავს თუ არა მუსიკის ელიტარულობას მისი ჟანრი?

- არანაირად არ ვყოფ მუსიკას. ძალზე ფართო დიაპაზონის მსმენელის შემოკრება შევძელით, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველასთვის ვუკრავთ. ასე მგონია, ჩვენ მიერ შესრულებულ მუსიკას "People Music" შეიძლება ეწოდოს. ყველა ადამიანს აქვს თავისი სიხარულისა და მწუხარების მელოდია. მუსიკა სწორედ ამ სულიერი მდგომარეობის ნოტებით გადმოცემაა. ხანდახან გვიჩდება რთული რაღაცეების გაკეთების სურვილი, მაგრამ ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი მუსიკის მოსმენისას ადამიანები საკუთარ განცდებში კი არ ჩაეფლონ, არამედ - იოცნებონ.

 

- არსებობს თუ არა კარგი და ცუდი მუსიკა?

- მუსიკის ასე დაყოფა, მის შეურაცხყოფად მიმაჩნია. ასე ვიტყოდი: არის მუსიკა, რომელიც ჩემია, ან რომელიც უცხოა ჩემთვის.

 

- ხანდახან მხოლოდ ფულის საკეთებლადაც ხომ წერენ მუსიკას?

- მერე რა, ესეც ხომ მუსიკაა.

 

- მაგრამ ის ხომ უსულო პროდუქტია?!

- საჭმელ პროდუქტებშიც ასე არ არის? - ზოგი ნამდვილია, ზოგიც სუროგატი, მაგრამ ერთსაც ვჭამთ და მეორესაც. მოდით, მუსიკის გარჩევა კრიტიკოსებს მივანდოთ, რომლებიც ამისათვის სწავლობენ და გასამრჯელოს იღებენ. ჩვენ კი ერთმანეთის პირისპირ ვდგავართ. ერთნი ქმნიან მუსიკას, მეორენი უსმენენ მას. ამიტომ შეფასებებშიც ფრთხილად უნდა ვიყოთ. თუ მთელი სამყაროსთვის გახსნილი ხარ, შენი მუსიკაც ასევე ყველასათვის გახსნილი იქნება, თუ მიზანმიმართულად რომელიმე აუდიტორიისათვის ქმნი, შესაბამისად, მხოლოდ ეს აუდიტორია მოგისმენს.

 

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევში ”ევრო-2012”-ის მიმდინარეობისას კონცერტი გამართეთ ელტონ ჯონთან ერთად..

- ჩემპიონატის ორგანიზატორებმა მართლაც მიგვიწვიეს. მეიდანზე გავმართეთ კონცერტი. ელტონ ჯონიც მიწვეულია, მაგრამ ის სხვა დღეს იმღერებს.

 

- ელტონ ჯონის შემოქმედებისადმი როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

- ძალიან გახსნილი, პოზიტიური მუსიკა აქვს, ვფიქრობ, კეთილი ადამიანია.

 

- ნინო, თქვენი მუსიკის მოსმენისას სურვილი მიჩნდება ბროლის ცრემლებით ვიტირო. როგორ ფიქრობთ, ვინ არიან თქვენი თაყვანისმცემლები?

- საუკეთესო ადამიანები. სიცოცხლის უდიდეს ნაწილს მათ ვუთმობ. მე მათ მთელ ცხოვრებას ვხედავ: როგორ დგებიან დილით საწოლიდან, ყველას თავისი საქმე, პრობლემა, ისტორია აქვს. მაგალითად, ერთმა ბიჭმა ორი თვე იმუშავა და აგროვა ფული, რომ ბილეთები ეყიდა და ჩემ კონცერტზე თავისი შეყვარებული მოეყვანა. მე ყველა ეს ისტორიები ვიცი. ისინი ჩემთვის მუსიკალური ეტიუდებივით არიან, რომლებიც კონცერტზე ერთად გროვდებიან, რომ შემდეგ ერთად მუსიკის ზეიმი მოვაწყოთ. კიდევ ძალიან მსიამოვნებს, როდესაც ჩემს კონცერტებზე ხანშიშესული ადამიანები მოდიან, რომელთაც ბევრი რამ უნახავთ და გამოუცდიათ.

 

- თანამედროვე ქართულ სცენას თუ ადევნებთ თვალყურს?

- რა თქმა უნდა, მაგალითად, ნიუ-იორკში ჯაზის სასწავლებლებში არიან 16 წლის პატარა ბიჭები წასული. ისინი გენიალურები არიან.

 

- "ევროვიზიის" მიმართ რა დამოკიდებულება გაქვთ. ამბობენ, რომ იქ გასამარჯვებლად ტალანტი და კარგი სიმღერა აუცილებელი არაა, საკმარისია კარგი პროდიუსერი გყავდეს, რომელიც "სწორ" მიმართულებას მოგცემს?

- სიმართლე გითხრათ, ეს არ მესმის. ისე კი, ვუყურებ ხოლმე. წელსაც ერთი გოგონა იყო, ძალიან თეატრალური ნატურა ჰქონდა და კარგადაც მღეროდა. სასიამოვნო საყურებელი იყო. ვფიქრობ, როგორც სატელევიზიო პოპ-პროექტი "ევროვიზია" შედგა. საყურებლადაც საინტერესოა.

 

- თქვენ რომ მიგიწვიონ, დათანხმდებით მონაწილეობის მიღებაზე?

- თუ ისეთი მუსიკის შესრულების უფლებას მომცემენ, როგორსაც მოვისურვებ და სრული თავისუფლებაც მექნება, სიამოვნებით დავთანხმდები საკუთარი ქვეყანა წარმოვადგინო. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს არ არის ჩემი სამყარო.

 

- მუსიკალურ პრესას თუ კითხულობთ?

- ნაკლებად. არ გამიმართლა - კომპიუტერის ხმარება არ ვიცი და საკუთარ თავზე ინფორმაციის მოპოვებაც კი მიჭირს.

 

- მოგწონთ თუ არა ის ცვლილებები, ბათუმში რომ ხდება?

- რა თქმა უნდა. ბათუმი ისედაც ლამაზი იყო და ახლა კიდევ უფრო გალამაზდა. ქუჩები პატარა ქვებით მოკირწ####ს და ეს ძალიან მოუხდა. ყველგან ძველი სტილის ლამპიონები დააყენეს და ეს ნათურები და ქვაფენილი ღამით საოცრი სანახავია. ახლა იქ სხვანაირი სიწყნარეა. პატარა ქალაქი, ზღვის ტალღების ხმა, როდესაც მის ქუჩებში დადიხარ, თავი შერლოკ ჰოლმსი გგონია. ეს ძალიან უხდება ბათუმს.

 

- გასაგებია, რომ უფასოდ არ მღერით. თქვენს პრეზიდენტს ცუდი დამოკიდებულება აქვს იმათთან, ვინც ფულს რუსეთში აკეთებს. არ გეშინიათ?

- არ მეშინია, იმიტომ, რომ მუსიკოსი ვარ. ასევე, ვარ მსოფლიოს მოქალაქე, მაგრამ ქართველი და ეს ჩემი არჩევანია. არ მინდა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის ნაცვლად ვაგო პასუხი. ვფიქრობ, რომ იმ ფულით, რომელიც საქართველოში შედის, ქვეყანა შენდება. ყველას ესმის ეს - მეც კი, ვინც არანაირ პროცესებში არ ვიღებ მონაწილეობას, გარდა ერთისა - სადაც ჩემი ხმა ისმის.

 

არის რაღაც პროგრამები, რომლებშიც ვმონაწილეობ. ამას არა პოლიტიკოსებისათვის, არამედ, ჩემთვის და ჩემი შვილისთვის ვაკეთებ. გარწმუნებთ, თუ რაიმე პრეტენზიები მექნება, შემიძლია მივიდე და ხმამაღლა გამოვთქვა საკუთარი აზრი. მხოლოდ, ამას საკუთარ ქვეყანაში გავაკეთებ. არასოდეს მივიღებ ისეთ კონცერტში მონაწილეობას, სადაც ვიღაც მოვა და რომელიმე პოლიტიკოსის სასარგებლოდ აგიტაციას გააჩაღებს.

 

მე უფრო კარგად ვამჩნევ იმ ცვლილებებს, რომელიც საქართველოში ხდება, რადგანაც ხშირად ვარ საზღვარგარეთ და როდესაც ვბრუნდები, ვხედავ, რომ ის, რაც შენდებოდა, უკვე აშენებულია. კარგია, როდესაც ერთი ქაღალდის ასაღებად კილომეტრიან რიგში აღარ გიხდება ჩადგომა, ან ყველაფერზე უზარმაზარი ბოქლომის დადება, იმის შიშით, რომ არ გაგქურდონ.

 

- ესე იგი, თქვენთვის მისაღებია, როგორც ვითარდება დღეს საქართველო?

- დიახ. მაგალითად, განათლების სისტემაში მიმდინარეობს მასწავლებლების რეატესტაცია, ყველა კლასში კომპიუტერი დგას, მასწავლებლის ხელფასი 800-1000 ლარია. ეს კარგი ხელფასია, თუმცა, არც ისე ბევრია. უნდა ვაღიარო - პირადად მე, ამდენი არ მყოფნის.

 

ყურადღება ექცევა რაიონებს, ყველგან გაყავთ გზები, გაზი, შუქი, ინტერნეტი. რაც მთავარია ყველაფერი სისტემურად კეთდება და პროცესი მიმდინარეობს. უსამართლობის შემთხვევებიცაა, რომელშიც, ისევ და ისევ, კონკრეტული პიროვნებები არიან დამნაშავენი. კორუფციის ბრალდებით აპატიმრებენ ქრთამის მიმცემსაც და ამღებსაც. ეს ხდება ყველას დასანახად, სახალხოდ. ადამიანები სწავლობენ და პროცესში ახალგაზრდებიც არიან ჩართულნი.

 

- რუსეთსა და საქართველის შორის ცუდი ურთიერთობაა, არ გექმნებათ ამის გამო პრობლემები?

- აბსოლუტურად არა. პრეზიდენტმა პრემიით დამაჯილდოვა "ქართული მუსიკის განვითერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის," ანუ, პირიქით, მადლობა გადამიხადეს. პირველად ვიფიქრე, რომ შეეშალათ, შემდეგ კი - გამიხარდა. მადლობა გადამიხადეს იმისთვის, რომ შემიძლია სხვადასხვა ხალხს ჩემი სიყვარული მივაწვდინო.

 

 

 

 

http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png

2907431438646605030-1773495224241759493?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...