planetanews Posted June 24, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 24, 2012 ავტორი ირმა მესხია20:41 24.06.2012კოალიცია "ქართული ოცნება" ივლისის ბოლოს აქციას ზუგდიდში გეგმავს. გამოვლენ თუ არა აქციაზე ზუგდიდელები ამის პროგნოზირება, ჯერჯერობით, ნაადრევია. სამეგრელოში ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს პატივს სცემენ, ბევრი რამე გააკეთა ქართველი ხალხისთვის, მაგრამ ისეთი ადამიანები ჰყავს შემოკრებილი, რომელთაც მეგრელები არ ენდობიან. http://2.bp.blogspot.com/-VC9Jv0Z9ds4/T-dDBdxvrKI/AAAAAAAAHek/4dyTzur5whM/s200/axali%2B164.jpgსაქართველოს ეროვნული გვარდიის ყოფილი მთავარსარდალი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ოპოზიციური ფრთის წარმომადგენელი ვახტანგ (ლოთი) ქობალია კოალიციაში შემავალ პარტიებზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ რესპუბლიკელებს სამეგრელოში არ შეუშვებს. "გურია ნიუსი" ამ საკითხთან დაკავშირებით ვახტანგ (ლოთი) ქობალიას დაუკავშირდა. - ბატონო ვახტანგ, "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს რეგიონები შემოიარა და სამეგრელოშიც აპირებენ ჩამოსვლას. თუ კოალიცია ზუგდიდში ჩამოვა სრული შემადგენლობით. კერძოდ საუბარი მაქვს "რესპუბლიკურ პარტიაზე" (კითხვის დასმა არ დამამთავრებინა. ავტ) - ლაყე კვერცხს ვესვრი შუბლში! - ხუმრობის გარეშე, ბატონო ვახტან, როგორ უნდა ესროლოთ ლაყე კვერცხი? - საერთოდ არ ვხუმრობ. რესპუბლიკელებისთვის შემოვინახავ ლაყე კვერცხს. ამათმა საქართველოს ესროლეს და მე კვერცხი რომ ვესროლო, რაა?! - ურთიერთობების დათბობას არ აპირებთ? - მოდით, ამაზე არ ვილაპარაკოთ! დათბეს? როგორ?! მე დავთბე მათ მიმართ? ეს როგორ იქნება?! ეს ვერ გავიგე. მე თბილად ვიყო, მოვიდეს და ტყვია მესროლოს?! ერთხელ გვესროლეს და მოგვკლეს უკვე. ამისთვის უნდა მიესაჯოს იმ ნაძირალა ბერძენიშვილებს. - შესაძლოა, "ქართული ოცნების" აქციაზე, რომელსაც ზუგდიდში გეგმავენ, სიტუაცია დაიძაბოს? - ჩემი რჩევა იქნება, თავი შეიკავონ და ზუგდიდში არ ჩამოიყვანონ ისეთი ნაძირლები, როგორებიც არიან რესპუბლიკელები. - თქვენ რესპუბლიკური პარტიის ყველა წევრზე საუბრობთ? - აბა, ვინ არის იქ სუფთა?! ძალიან ბინძური პარტიაა. იცით რა არის?! მე "მხედრიონთან" რაღაც საერთო ენა გამოვნახე. ისინი აღიარებენ, რომ რეპუბლიკელებმა "მოწამლეს" თორემ, მეომრები სამეგრელოზე დაგეშილები კი არ იყვნენ. აი, იმ ხალხმა, თბილისში მიტინგებს რომ ატარებდნენ, გავანადგუროთ სამეგრელოო, რომ ამბობდნენ. თუ რესპუბლიკელები ჩამოვლენ, ლაყე კვეცხებს აუცილებლად ვესვრი და დავუპირისპირდები. - რამდენიმე დღის წინ, ბიძინა ივანიშვილი თქვენს სოფელში, ოდიშში იმყოფებოდა ბაჩო ქოჩუას ოჯახში. ხომ არ შეხვედრიხართ მას?- არა. მე იქ არავის მივუწვევივარ ან რა მინდა მათთან. "გურია ნიუსმა" ამ საკითხზე კომენტარი კოალიცია "ქართული ოცნების" პრეს სპიკერს მაია ფანჯიკიძეს სთხოვა. - კოალიცია მალე ზუგდიდში გეგმავს აქციას. ვახტანგ (ლოთი) ქობალია საჯაროდ აცხადებს, რომ თუ სამეგრელოში ჩავლენ რესპუბლიკელები იქ დაპირისპირება მოხდება. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?- ყველას მინდა ვუთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილმა დიდი ძალისხმევა ჩადო, რათა პოლიტიკური კოალიცია ჩამოეყალიბებინა. თუკი მისდამი ნდობა ასეთი მაღალია და ეს ასეც არის, ამას ამ სიტყვების ავტორიც ადასტურებს, მაშინ მე მას მოვუწოდებ, რომ ბიძინა ივანიშვილს ბოლომდე ენდოს. მან იცის, რას აკეთებს და ვინ არის მის კოალიციაში.. სამეგრელო განსაკუთრებული რეგიონია, რომელიც დიდ ყურადღებას იმსახურებს. თქვენ იცით, რომ ირაკლი ალასანია უკვე თვეებია სამგრელოშია გადასული. ეს არის გამოხატულება იმისა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს და ენიჭება ამ რეგიონს. იგი იქ აკეთებს კოალიციის საქმეს. კოალიცია არის ისეთი, როგორიც არის. იგი არის მთლიანი და იგი არ დაირღვევა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ძალა ერთობაშია, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts