Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

##image#9537#1#ივ­ნი­სის და­საწ­ყის­ში სა­ქარ­თვე­ლოს ამე­რი­კე­ლი მწე­რა­ლი და ჟურ­ნა­ლის­ტი, ქეთ­რინ შულ­ცი ეს­ტუმ­რა. მას ბევ­რი იც­ნობს ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლე­ბის: New York Times Magazine, Foreign Policy, Rolling Stone, The Nation, ფურ­ცლე­ბი­დან. შულ­ცის პირ­ვე­ლი წიგ­ნი – „რო­ცა ცდე­ბი” – არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია რა­და­რა­მის ინი­ცი­ა­ტი­ვით ითარ­გმნა და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუთ­ხე­ში პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბიც გა­ი­მარ­თა.

„რო­ცა ცდე­ბი” სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შეც­დო­მის რო­ლის გა­და­ფა­სე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად. ავ­ტო­რი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მა­გა­ლი­თე­ბით გვარ­წმუ­ნებს, რომ “შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის უნა­რი არა მარ­ტო სი­ცოც­ხლის ნი­შა­ნი, არა­მედ, გარ­კვე­ულ­წი­ლად – მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­ცაა”.

ტა­ბუ­ლა გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს ქეთ­რინ შულ­ცთან.

თქვენ იყა­ვით სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟურ­ნა­ლის­ტი და წერ­დით მსოფ­ლი­ოს ცხე­ლი წერ­ტი­ლე­ბი­დან, მე­რე კი მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ინ­ტე­რეს­დით, თუ რა ხდე­ბა, „რო­ცა ცდე­ბი”, და მწერ­ლად მოგ­ვევ­ლი­ნეთ. რო­გორ მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი?

ჩემ­თვის ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა­სა და მწერ­ლო­ბას შო­რის დი­დი გან­სხვა­ვე­ბა არ არის. თუმ­ცა, არც მთლად ერ­თი და იგი­ვეა. წიგ­ნზე მუ­შა­ო­ბი­სას მქონ­და უდი­დე­სი თა­ვი­სუფ­ლე­ბა. რო­ცა ჟურ­ნა­ლის­ტი ხარ, მუდ­მი­ვად შეზ­ღუ­დუ­ლი ხარ დრო­სა და შე­ნი სტა­ტი­ის­თვის გა­მო­ყო­ფილ სივ­რცე­ში. წიგ­ნის შემ­თხვე­ვა­ში კი, სა­კუ­თა­რი პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით მუ­შა­ო­ბა ჩემ­თვის უდი­დე­სი ფუ­ფუ­ნე­ბა იყო.

რა­ტომ – „შეც­დო­მა”? რო­გორ შე­არ­ჩი­ეთ წიგ­ნის მთა­ვა­რი თე­მა?

რა­ღაც ღვთის გა­მოც­ხა­დე­ბა­სა­ვით იყო, რო­მე­ლიც ერ­თხელ და­მე­მარ­თა და არამ­გო­ნია, გან­მე­ორ­დეს. რამ­დე­ნი­მე ერ­თმა­ნეთ­თან სრუ­ლი­ად და­უ­კავ­ში­რე­ბელ ის­ტო­რი­ა­ზე ვმუ­შა­ობ­დი: პო­ლი­ტი­კურ ამ­ბებ­ზე ტექ­სა­სი­დან, იე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სორ­ზე… ამ დროს ბრუკ­ლინ­ში ვცხოვ­რობ­დი. ერთ დღეს, სახ­ლში რომ ვბრუნ­დე­ბო­დი (ისიც კი შე­მიძ­ლია გით­ხრათ, ზუს­ტად კი­ბის რო­მელ სა­ფე­ხურ­ზე ვი­ყა­ვი), მივ­ხვდი, რომ ყვე­ლა­ფე­რი, რა­ზეც კი ვწერ­დი, სა­ბო­ლო­ოდ ერ­თი რა­მის გარ­შე­მო ერ­თი­ან­დე­ბო­და – სხვა­დას­ხვა კუთ­ხით ასა­ხავ­და ჩვენს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას შეც­დო­მას­თან და ცდი­ლობ­და აეხ­სნა, რო­გორ ვი­ყა­ლი­ბებთ წარ­მოდ­გე­ნებს და რა გვე­მარ­თე­ბა, რო­დე­საც ისი­ნი მცდა­რი აღ­მოჩ­ნდე­ბა ხოლ­მე. სწო­რედ მა­შინ გა­ვი­ფიქ­რე: „ეს წიგ­ნია, და მე მას დავ­წერ!”.

ეს 2004 წელს მოხ­და. ერა­ყის ომი, მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის ია­რა­ღი – ამე­რი­კის, ისე­ვე რო­გორც მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ა­ში, ეს იყო დრო, რო­ცა შეც­დო­მის გარ­და ვე­რა­ფერ­ზე იფიქ­რებ­დი. ყვე­ლამ სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოვ­ცა­დეთ დი­დი შეც­დო­მის შე­დე­გე­ბი. სწო­რედ ამ დროს ვიგ­რძე­ნი, რომ მინ­დო­და რა­ღაც ძა­ლი­ან სწო­რი გა­მე­კე­თე­ბი­ნა და გა­დავ­წყვი­ტე, და­მე­წე­რა, თუ რა გავ­ლე­ნას ახ­დენს შეც­დო­მა თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­ზე.

თქვე­ნი წიგ­ნი თით­ქოს­და მარ­ტი­ვი შე­კით­ხვით იხ­სნე­ბა: რა­ტომ გვსი­ა­მოვ­ნებს ჩვე­ნი სი­მარ­თლე? შემ­დეგ კი მოგ­ყავთ უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო მა­გა­ლი­თი იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ ყვე­ლას უყ­ვარს, რო­ცა მარ­თა­ლია. გარ­კვე­ულ როლს, ალ­ბათ, ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი რე­ლი­გი­ე­ბიც თა­მა­შო­ბენ. მა­თი უმ­რავ­ლე­სო­ბა შეც­დო­მას გმობს, ცოდ­ვად მი­იჩ­ნევს. ამ დროს კი მო­დის ქეთ­რინ შულ­ცი და გვიმ­ტკი­ცებს, რომ შეც­დო­მა არის სრუ­ლი­ად ადა­მი­ა­ნუ­რი, ნორ­მა­ლუ­რი ამ­ბა­ვი. მა­ინც რა არის შეც­დო­მის ტრა­დი­ცი­უ­ლი აღ­ქმის პრობ­ლე­მა?

რე­ლი­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბო­ლომ­დე ვერ და­გე­თან­ხმე­ბი. რე­ლი­გი­ას შეც­დო­მას­თან გა­ო­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს. მარ­თა­ლია, მას ხში­რად ცოდ­ვას­თან და ბო­რო­ტე­ბას­თან აი­გი­ვებს, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, ყვე­ლა ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი რე­ლი­გია აღ­ნიშ­ნავს, თუ რო­გო­რი არას­რულ­ყო­ფი­ლია ადა­მი­ა­ნი. სწო­რედ ეს გან­გვას­ხვა­ვებს ღმერ­თის­გან. რე­ლი­გი­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას აქვს მო­რა­ლუ­რი შეც­დო­მე­ბის აღი­ა­რე­ბის გარ­კვე­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი: ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ში ესაა აღ­სა­რე­ბა, იუ­და­იზ­მში – იომ კი­პუ­რი, ყო­ველ­წლი­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლი, რო­დე­საც ყვე­ლა არას­წორ საქ­ცი­ელს ინა­ნი­ებ. რე­ლი­გია გა­გე­ბით ეკი­დე­ბა ადა­მი­ა­ნის შეც­დო­მი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბას და ეძებს გზებს, რომ ამ თვი­სე­ბას­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა გაგ­ვი­ად­ვილ­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა­ტომ გვიყ­ვარს, რო­ცა მარ­თლე­ბი ვართ – პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ სა­სი­ა­მოვ­ნოა. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი ევო­ლუ­ცი­ო­ნის­ტუ­რი არ­გუ­მენ­ტი რომ მო­ვიყ­ვა­ნო, სი­მარ­თლე ჩვე­ნი სი­ცოც­ხლი­სა და უსაფ­რთხო­ე­ბის­თვის არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ვეფ­ხვი მოგ­სდევთ. გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა წა­მებ­ში უნ­და მი­ი­ღოთ და ური­გო არ იქ­ნე­ბა, მარ­თა­ლი თუ გა­მოდ­გე­ბით. სი­მარ­თლეს უდი­დე­სი ევო­ლუ­ცი­უ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა მო­აქვს და ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში მი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა უდი­დე­სია. შე­სა­ბა­მი­სად, გარ­კვე­უ­ლი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მოთ­ხოვ­ნი­ლე­ბაც კი გვიჩ­ნდე­ბა, ვი­ყოთ მარ­თა­ლი.

2010 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში – „ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი” ამ­ტკი­ცებთ, რომ შეც­დო­მა და მის მი­მართ ტო­ლე­რან­ტო­ბა დე­მოკ­რა­ტი­ის ქვა­კუთ­ხე­დია. იქ­ნებ, გან­ვავ­რცოთ ეს თე­მა.

შეც­დო­მი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბა სწო­რად აღ­ნიშ­ნე. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კით­ხია. ამე­რი­კე­ლებს, რო­გორც ყვე­ლა სხვას, უყ­ვართ, რო­ცა მარ­თლე­ბი არი­ან. დღეს­დღე­ო­ბით ქვე­ყა­ნა პარ­ტი­უ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის მი­ხედ­ვი­თაა და­ყო­ფი­ლი, თუმ­ცა ეს სხვაგ­ვა­რად არც არას­დროს ყო­ფი­ლა. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ არ­სე­ბობს სის­ტე­მა, რო­მე­ლიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბას აღი­ა­რებს. სწო­რედ ის რწმე­ნა, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იდე­ე­ბი, ხედ­ვე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბის­თვის, ქმნის ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ამი­ტო­მაც ვფიქ­რობ – შეც­დო­მი­სად­მი ტო­ლე­რან­ტო­ბა დე­მოკ­რა­ტი­ის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია.

პო­ლი­ტი­კა ახ­სე­ნეთ. რო­გო­რია შეც­დო­მი­სად­მი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა?

გა­სა­ო­ცა­რია, თუ რამ­დე­ნად გან­სხვავ­დე­ბა შეც­დო­მის აღი­ა­რე­ბის უნა­რი პრო­ფე­სი­ე­ბის მი­ხედ­ვით. მეც­ნი­ე­რებს, ინ­ჟინ­რებს, ეს ძა­ლი­ან კარ­გად გა­მოს­დით. პო­ლი­ტი­კო­სე­ბი კი, ამ მხრივ, სი­ის ბო­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. ჩე­მი აზ­რით, ამას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც ხელს უწ­ყო­ბენ. სა­ბო­ლოო არ­ჩე­ვანს ჩვენ ვა­კე­თებთ და ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ვაძ­ლევთ ხმას პო­ლი­ტი­კო­სებს, რომ­ლე­ბიც გა­მო­დი­ან და ამ­ბო­ბენ: „მე შევ­ცდი”. თუმ­ცა, ამე­რი­კის ის­ტო­რი­ა­ში არ­სე­ბო­ბენ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლებ­საც ამის გა­კე­თე­ბა შე­ეძ­ლოთ. სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია ბენ­ჯა­მინ ფრან­კლი­ნი, რო­მელ­მაც კონ­სტი­ტუ­ცი­ის ხელ­მო­წე­რი­სას თქვა: „მე ხელს ვა­წერ დო­კუ­მენტს, რომ­ლის ნა­წილს არ ვე­თან­ხმე­ბი, რად­გან გა­მოც­დი­ლე­ბამ და­მა­ნა­ხა – ზოგ­ჯერ რა­ღა­ცას არ ვე­თან­ხმე­ბო­დი, შემ­დეგ კი მივ­ხვდი, რომ ვცდე­ბო­დი”. ის­ტო­რი­უ­ლად ასე­თი რამ არ­სე­ბობ­და, დღეს კი თით­ქმის ვე­ღარ შეხ­ვდე­ბით.

რა არის ტი­პუ­რი ამე­რი­კუ­ლი შეც­დო­მა, რო­მელ­საც ხში­რად უშ­ვე­ბენ ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში?

გან­ზო­გა­დე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია, მაგ­რამ გა­მოვ­ყოფ­დი არა­ჯან­საღ კვე­ბას, ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­და­ჭარ­ბე­ბულ სარ­გებ­ლო­ბას, გა­რე­მო­სად­მი სა­ში­ნელ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. და მა­ინც, ყვე­ლა­ფე­რი მი­დის ფუნ­და­მენ­ტურ დი­ლე­მამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს შო­რის. ამე­რი­კე­ლე­ბი თა­ვი­სუფ­ლე­ბას გა­ცი­ლე­ბით მაღ­ლა აყე­ნე­ბენ, რა­საც უამ­რა­ვი ბრწყინ­ვა­ლე რამ უკავ­შირ­დე­ბა. თუმ­ცა დიდ სა­ფა­სურ­საც ვიხ­დით: სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვა არ გაგ­ვაჩ­ნია. მი­ლი­ო­ნო­ბით და­უზ­ღვე­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი არის ის უდი­დე­სი შეც­დო­მა, რა­საც ამე­რი­კა უშ­ვებს.

მე­ო­რე მხრივ, თა­ვი­სუფ­ლე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. ამე­რი­კის სი­ა­მა­ყე სუბ­კულ­ტუ­რე­ბია, რაც შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და თა­ვი­სუფ­ლე­ბის, ტო­ლე­რან­ტო­ბის, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რე­ბით აღ­ტა­ცე­ბის გა­რე­შე. შე­ხე­დეთ ნიუ იორკს. მსოფ­ლი­ოს 10 უდი­დეს ქა­ლაქ­ში ვარ ნამ­ყო­ფი და ვერ­ცერთს ვიხ­სე­ნებ, სა­დაც ასე­თი სა­ო­ცა­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო, მულ­ტი­კულ­ტუ­რუ­ლი შერ­წყმა იგ­რძნო­ბო­დეს.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით, რა­ში ცდე­ბა და რას აკე­თებს სწო­რად ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი?

სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მარ­ტი­ვი პა­სუ­ხე­ბი არ არ­სე­ბობს. ჩე­მი აზ­რით, ჩვენ უდი­დე­სი შეც­დო­მა და­ვუშ­ვით, რო­ცა ერაყ­ში შე­ვე­დით. მე­ო­რე მხრივ, არის ავ­ღა­ნე­თი და ჩვენს იქ ყოფ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ზუს­ტი პა­სუ­ხი არ გა­მაჩ­ნია, თუმ­ცა რამ­დენ­ჯე­რაც ავ­ღა­ნე­თი მი­ა­ტო­ვეს, ჯერ რუ­სებ­მა, მე­რე კი ჩვენ, იმ­დენ­ჯერ ეს იყო სა­ში­ნე­ლე­ბა. რო­გორ ვხვდე­ბით, რა გა­ვა­კე­თოთ ამა თუ იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში? შეგ­ვიძ­ლია ის­ტო­რი­ას გა­დავ­ხე­დოთ. მაგ­რამ ის­ტო­რი­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი წარ­მო­უდ­გენ­ლად რთუ­ლია. ამე­რი­კის შემ­თხვე­ვა­ში, რა უნ­და მი­ვი­ღოთ მხედ­ვე­ლო­ბა­ში: ვი­ეტ­ნა­მი თუ რუ­ან­და? თუ ვი­ეტ­ნა­მის მა­გა­ლითს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, არ უნ­და ჩა­ვე­რი­ოთ, ხო­ლო თუ რუ­ან­დას შევ­ხე­დავთ, გაბ­რა­ზე­ბა გვიპ­ყრობს, იქ რომ არ ვი­ყა­ვით. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან რთუ­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­ცა თვით­და­ნიშ­ნუ­ლი მსოფ­ლიო პო­ლი­ცია ხარ. შოუ მე რომ მიმ­ყავ­დეს, მხო­ლოდ მო­რა­ლუ­რი გათ­ვლე­ბი იარ­სე­ბებ­და, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დი, თუ რა ემ­სა­ხუ­რე­ბა უდი­დეს სი­კე­თეს და მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას. თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად ასე არ ხდე­ბა. ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებს, ნავ­თობს, ფულს, ამე­რი­კუ­ლი მე­დი­ის მო­სა­ლოდ­ნელ რე­აქ­ცი­ას…

ვთვლი, რომ სი­რი­ა­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და ჩა­ვე­რი­ოთ და და­ვეხ­მა­როთ აჯან­ყე­ბუ­ლებს, პირ­ველ რიგ­ში, სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბით და კუ­ლუ­ა­რუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბით. უკ­ვე იქ რომ არ ვართ, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტრა­გე­დი­აა. ცხა­დია, რომ „არა­ბულ გა­ზაფ­ხულს” მხარს უნ­და ვუ­ჭერ­დეთ, რო­გორც პრინ­ცი­პუ­ლი, ისე გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით.

რაც შე­ე­ხე­ბა ირანს, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ცია: ამე­რი­კის ძლი­ე­რი მო­კავ­ში­რე ღია სა­ვი­ზო რე­ჟი­მით და საკ­მა­ოდ კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბით ირან­თან. რო­გორც ვი­ცი, სა­ქარ­თვე­ლო, ვე­ნე­სუ­ე­ლას თუ არ ჩავ­თვლით, ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნაა, სა­დაც ირა­ნე­ლებს უვი­ზოდ ჩას­ვლა შე­უძ­ლი­ათ. ცხა­დია, მდე­ბა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვე­ნე­სუ­ე­ლა ნაკ­ლე­ბად რე­ლე­ვან­ტუ­რია.

ჩე­მი დი­დი სურ­ვი­ლია, ირან­ში ში­და რე­ვო­ლუ­ცია ვი­ხი­ლოთ. არა­ვის ეზიზ­ღე­ბა ირა­ნის მთავ­რო­ბა ისე, რო­გორც თა­ვად ირა­ნე­ლებს. ამ ქვეყ­ნის ტრა­გე­დია ორ­მა­გად მტკივ­ნე­უ­ლია მი­სი უაღ­რე­სად მდი­და­რი კულ­ტუ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. გინ­და იფიქ­რო, რომ იქ ჯერ კი­დევ შე­საძ­ლოა შიგ­ნი­დან მარ­თუ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ის აღ­მო­ცე­ნე­ბა, რაც თა­ვის­თა­ვად, სა­უ­კე­თე­სო გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი პერ­სპექ­ტი­ვაც იქ­ნე­ბო­და. ვფიქ­რობ, ეგ­ვიპ­ტის მა­გა­ლი­თის გან­მე­ო­რე­ბა ირან­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მახ­სენ­დე­ბა უმ­ცრო­სი მარ­ტინ ლუ­თერ კინ­გის ფრა­ზა: „მო­რა­ლუ­რი სამ­ყა­როს რკა­ლი გრძე­ლია, მაგ­რამ ის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­კენ იხ­რე­ბა”. ეს ასე­ცაა. გა­მუდ­მე­ბით ვხე­დავთ, რომ რე­ჟი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვი გვე­გო­ნა, ეცე­მა. საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ე­ცა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის 99% სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლებ­და. ასე­თი­ვე რამ მსურს ვი­ხი­ლო ირან­შიც.

თქვენს წიგ­ნში შეც­დო­მას იცავთ, თუმ­ცა უმ­რავ­ლე­სო­ბა „აბ­სო­ლუ­ტუ­რად არას­წო­რის” კა­ტე­გო­რი­ა­შია. რა არის ასე­თი თქვენ­თვის?

ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შე­კით­ხვაა, რად­გან ჩე­მი ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი არ­გუ­მენ­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მა­ლა­პა­რა­კებს. რა თქმა უნ­და, არ­სე­ბობს სრუ­ლი­ად მცდა­რი რამ. ეს ძი­რი­თა­დად მო­რა­ლურ მხა­რეს ეხე­ბა. მა­გა­ლი­თად, გე­ნო­ცი­დი აბ­სო­ლუ­ტუ­რად არას­წო­რია. ასე­თი­ვეა სხვა ფუნ­და­მენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვაც.

წიგ­ნზე მუ­შა­ო­ბამ მას­წავ­ლა, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია რა­ღა­ცის სიმ­ცდა­რე­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო და მა­ინც იურ­თი­ერ­თო ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც არ გე­თან­ხმე­ბი­ან. ზო­გი ფიქ­რობს, რომ ამ თე­მებ­ზე სა­უ­ბა­რიც კი მათ რწმე­ნა­თა სის­ტე­მა­ზე თავ­დას­ხმაა, რაც იმე­ო­რებს ამე­რი­კის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ხაზს: „არ ვე­ლა­პა­რა­კე­ბით დიქ­ტა­ტო­რებს”. მე ეს ზედ­მე­ტად უხეშ მიდ­გო­მად მი­მაჩ­ნია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ ვე­თან­ხმე­ბი გარ­კვე­ულ წარ­მოდ­გე­ნებს, ისი­ნი მა­ინც მა­ინ­ტე­რე­სებს.

თქვენ ამ­ტკი­ცებთ, რომ ზო­გი­ერ­თი თა­ვად ირ­ჩევს, ის­ტო­რი­ა­ში არას­წორ მხა­რე­ზე მდგო­მის სა­ხე­ლით შე­ვი­დეს. ცო­ტა ხნის წინ ქარ­თველ მას­წავ­ლებ­ლებს შეხ­ვდით. ისა­უბ­რეთ სწავ­ლე­ბის გა­მოწ­ვე­ვებ­ზე? რო­გორ უნ­და გა­ა­ნათ­ლო ახალ­გაზ­რდე­ბი ისე, რომ „ის­ტო­რი­ის სწორ მხა­რეს” დგო­მა აირ­ჩი­ონ?

ბევრ რა­მე­ზე ვი­სა­უბ­რეთ. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ რო­გორ არ უნ­და ას­წავ­ლო შეც­დო­მის ში­ში. უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში, ჩვე­ნი სას­კო­ლო სის­ტე­მა (დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­ვეა, რო­გორც ამე­რი­კა­ში) მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან სის­წო­რეს ელის და შეც­დო­მე­ბის­თვის სჯის, რაც არას­წო­რია. ადა­მი­ა­ნებ­მა რომ შეძ­ლონ და ის­ტო­რი­ა­ში სწორ მხა­რეს და­იმ­კვიდ­რონ ად­გი­ლი, ორი მთა­ვა­რი რამ უნ­და ის­წავ­ლონ: ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და თა­ნაგ­რძნო­ბა. თუ­კი გან­სხვა­ვე­ბუ­ლის შიშს მი­სი ინ­ტე­რე­სით ჩა­ვა­ნაც­ვლებთ, ეს გა­ნუ­ზომ­ლად დი­დი მიღ­წე­ვა იქ­ნე­ბა. ასე­ვე, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ემ­პა­თია, ანუ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შე­ხე­დო გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბის მქო­ნე ადა­მი­ანს და გა­ა­ა­ნა­ლი­ზო – მათ თა­ვი­ან­თი მი­ზე­ზე­ბი აქვთ, ხო­ლო მა­თი აზ­რე­ბი ისე­თი­ვე ღი­რე­ბუ­ლია ამ ხალ­ხის­თვის, რო­გორც ჩვენ­თვის სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი. ასე­ვე უნ­და ვას­წავ­ლოთ, თუ რა სა­ში­ნე­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ამ ორი თვი­სე­ბის არარ­სე­ბო­ბას. ჰო­ლო­კოსტს ვგუ­ლის­ხმობ.

რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით ტო­ვებთ სა­ქარ­თვე­ლოს?

სა­ქარ­თვე­ლო­ზე ბევ­რი მსმე­ნია, თუმ­ცა რე­გი­ონ­ში პირ­ვე­ლად ვარ. მთე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, შე­სა­ბა­მი­სად, ამ ვი­ზი­ტით აღ­ტა­ცე­ბუ­ლი ვარ. ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი მაქვს, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ხიბ­ლუ­ლი ვარ ხალ­ხის ინ­ტე­ლექ­ტით. თუნ­დაც ის, რომ ეს წიგ­ნი თარ­გმნეს, მი­უ­თი­თებს იდე­ე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე, ინ­ტე­რეს­ზე, თუ რა ხდე­ბა მსოფ­ლი­ო­ში, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...