Jump to content
Planeta.Ge

tabula.ge: საქართველო ვაშინგტონის დებატებში რუსეთის შესახებ


Recommended Posts

##image#9508#1#სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში მარ­ტში გა­მარ­თულ სა­მიტ­ზე პრე­ზი­დენტ ბა­რაკ ობა­მას მი­ერ რუ­სი კო­ლე­გის, დმიტ­რი მედ­ვე­დე­ვი­სად­მი გა­კე­თე­ბულ­მა პი­რა­დი ხა­სი­ა­თის შე­ნიშ­ვნებ­მა თეთრ სახ­ლსა და პრე­ზი­დენ­ტო­ბის რეს­პუბ­ლი­კელ კან­დი­დატს, მიტ რომ­ნის შო­რის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის სა­კით­ხებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შტორ­მი გა­მო­იწ­ვია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი სა­ფუძ­ვლად და­ე­დო დე­ბა­ტებ­საც – რამ­დე­ნად რჩე­ბა რუ­სე­თი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთა­ვარ მე­ტო­ქედ.

მედ­ვე­დევ­თან შეხ­ვედ­რის ბო­ლოს ობა­მამ ხა­ზი გა­უს­ვა, რომ ნო­ემ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ისეთ არა­ერ­თგვა­რო­ვან სა­კით­ხთან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გო­რი­ცაა სა­რა­კე­ტო თავ­დაც­ვის პროგ­რა­მა, ლა­ვი­რე­ბის მე­ტი სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბო­და. ხსე­ნე­ბუ­ლი პროგ­რა­მა, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რით სარ­გებ­ლობს. რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის შეშ­ფო­თე­ბა იმან გა­მო­იწ­ვია, რომ ობა­მა, სა­რა­კე­ტო თავ­დაც­ვის პროგ­რა­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კომ­პრო­მი­სის მეშ­ვე­ო­ბით, კრემ­ლის გუ­ლის მო­გე­ბას ცდი­ლობ­და. რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის ზო­გი­ერ­თმა ლი­დერ­მა თეთ­რი სახ­ლი აშშ-ის ეროვ­ნუ­ლი უსაფ­რთხო­ე­ბის ხარ­ჯზე და­დე­ბულ სა­ი­დუმ­ლო გა­რი­გე­ბა­შიც და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

სა­პა­სუ­ხოდ, რუ­სე­თის აშშ-ის „ნო­მერ პირ­ველ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ მტრად” გა­მოც­ხა­დე­ბის­თვის, დე­მოკ­რა­ტებ­მა რომ­ნი „ცი­ვი ომის რა­ინ­დად” შე­რაც­ხეს. თუმ­ცა მა­ნამ­დე ობა­მამ პი­რა­დად გა­უს­ვა ხა­ზი პუ­ტი­ნის კავ­შირს ცი­ვი ომის­დრო­ინ­დელ წარ­სულ­თან. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ცივ ომ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა შე­და­რე­ბას ერ­თი კით­ხვა აკ­ლია: დღე­ვან­დე­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ფი­გუ­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, რუ­სე­თი აშშ-ის პარ­ტნი­ო­რია თუ მე­ტო­ქე?

აზ­რი ორად იყო­ფა: არც ობა­მა ცდე­ბა და არც რომ­ნი.

კერ­ძოდ, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ობა­მა­სე­ულ „გა­დატ­ვირ­თვას” სა­ფუძ­ვლად ის მო­საზ­რე­ბა უდევს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც მოს­კოვ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა კონ­კრე­ტულ ერ­თობ­ლივ ინი­ცი­ა­ტი­ვებ­ზე ფო­კუ­სი­რე­ბის შე­დე­გა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამ მიდ­გო­მამ გა­ა­მარ­თლა შე­ი­ა­რა­ღე­ბის კონ­ტრო­ლის შე­სა­ხებ ახა­ლი შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რის შემ­თხვე­ვა­ში. ხსე­ნე­ბულ­მა შე­თან­ხმე­ბამ უზ­რუნ­ველ­ყო ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გავ­ლით NATO-ს ავ­ღა­ნეთ­ზე წვდო­მა და გა­ე­როს მი­ერ ირა­ნის­თვის შეზ­ღუ­დუ­ლი სან­ქცი­ე­ბის და­კის­რე­ბა. თუმ­ცა, უფ­რო ფარ­თო კონ­ტექ­სტში რომ­ნი მარ­თა­ლია – აღორ­ძი­ნე­ბუ­ლი რუ­სე­თი ამე­რი­კის ინ­ტე­რე­სებს მრა­ვალ სფე­რო­ში ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. მის შე­ხე­დუ­ლე­ბებს რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის ბევ­რი წამ­ყვა­ნი ფი­გუ­რა, მათ შო­რის სე­ნა­ტო­რი ჯონ მაკ­კე­ი­ნიც იზი­ა­რებს.

რომ­ნის აზ­რით, რუ­სე­თის ატო­მუ­რი არ­სე­ნა­ლი, მი­სი ენერ­გე­ტი­კუ­ლი პო­ლი­ტი­კა, ევ­რო­პა­სა და აზი­ა­ში გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი გან­ლა­გე­ბა, ვე­ტო, რო­მელ­საც გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ში იყე­ნებს და სა­ში­ნაო ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მი ვა­შინ­გტონს სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე აყე­ნებს. შე­ი­ა­რა­ღე­ბის კონ­ტრო­ლი­სა და ტე­რო­რიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ხა­რის­ხის მი­უ­ხე­და­ვად, ამე­რი­კა­სა და რუ­სეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა კონ­კუ­რენ­ტულ და პო­ტენ­ცი­უ­რად კონ­ფლიქ­ტურ ხა­სი­ათს ატა­რებს.

რომ­ნი არ ცდე­ბა, რო­დე­საც აც­ხა­დებს, რომ არ­ცერთ ძა­ლას არ აქვს ამე­რი­კის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის, მათ შო­რის, NATO-ს ალი­ან­სის ეფექ­ტუ­რო­ბის­თვის, საფ­რთხის შექ­მნის ისე­თი პო­ტენ­ცი­ა­ლი, რო­გორც რუ­სეთს და რომ რუ­სე­თის ამ­ჟა­მინ­დე­ლი რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი ის ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კე­ბია, რომ­ლე­ბიც მოს­კო­ვის მი­ერ დო­მი­ნი­რე­ბად ბლოკ­ში ჩარ­თვის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას ცდი­ლო­ბენ.

რომ­ნის პო­ზი­ცია ევ­რო­პის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­კრე­ტუ­ლი არ არის, ის მხარს უჭერს NATO-ს ახა­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბით გა­ფარ­თო­ე­ბას, გმობს რუ­სე­თის მი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ოკუ­პა­ცი­ას და ემ­ხრო­ბა ცენ­ტრა­ლურ ევ­რო­პა­ში სა­რა­კე­ტო თავ­დაც­ვის სის­ტე­მის გან­ლა­გე­ბას. რეს­პუბ­ლი­კელ­მა ობა­მას სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას სუს­ტი უწო­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო მუ­ქა­რის ნა­წი­ლია, რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით რომ­ნის გან­ცხა­დე­ბე­ბის გაზ­ვი­ა­დე­ბი­თა და მა­თი „უპა­სუ­ხის­მგებ­ლოდ და სა­ხი­ფა­თოდ” გა­მოც­ხა­დე­ბით, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პრე­ზი­დენ­ტის დაც­ვას ცდი­ლო­ბენ. ისი­ნი, ასე­ვე, ხაზს უს­ვა­მენ ალ-ყა­ი­დას ლი­დერ­თა გა­ნად­გუ­რე­ბის, ერა­ყის ომის დას­რუ­ლე­ბის და ავ­ღა­ნე­თი­დან ჯა­რე­ბის გაყ­ვა­ნის მომ­ზა­დე­ბის კუთ­ხით ობა­მას სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის წარ­მა­ტე­ბებს.

რომ­ნის ბა­ნა­კი ამ­ტკი­ცებს, რომ ობა­მამ უგუ­ლე­ბელ­ყო აშშ-ის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ელე­მენ­ტე­ბი – ხე­ლი ვერ შე­უწ­ყო ევ­რო­პუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას და ვერც NATO-ს გა­ფარ­თო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით გა­დად­გა კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, NATO-ს წევ­რო­ბის ყვე­ლა­ზე კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კან­დი­და­ტი სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოა – ბოს­ნია-ჰერ­ცე­გო­ვი­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ამ ქვე­ყა­ნა­ში NATO-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე სრუ­ლი კონ­სენ­სუ­სია; მონ­ტე­ნეგ­როს­გან გან­სხვა­ვე­ბით კი, სა­ქარ­თვე­ლო უკ­ვე არ­სე­ბით კონ­ტრი­ბუ­ცი­ას უწევს ალი­ან­სის ოპე­რა­ცი­ებს. აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა, ჰი­ლა­რი კლინ­ტონ­მა ჩი­კა­გოს სა­მიტ­ზე ყვე­ლას მი­უ­თი­თა, რომ NATO-ს წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მე­თა­ურ­თა მო­რი­გი შეხ­ვედ­რა გა­ფარ­თო­ე­ბის სა­მი­ტი იქ­ნე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ქარ­თვე­ლო ამ დრო­ის­თვის ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მთა­ვა­რი კან­დი­და­ტი გახ­დე­ბა.

სა­ი­მი­სოდ, რომ სა­ქარ­თვე­ლომ NATO-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მოწ­ვე­ვა ფორ­მა­ლუ­რად მი­ი­ღოს, შემ­დე­გი 2 წლის მან­ძილ­ზე აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­მი ფაქ­ტო­რის კომ­ბი­ნა­ცია – პირ­ველ ყოვ­ლი­სა, სა­ჭი­როა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­კენ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­ბი­ჯი გა­დად­გას და სა­პარ­ლა­მენ­ტო-საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი თა­ვი­სუ­ფა­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში ჩა­ა­ტა­როს. მე­ო­რე – ვა­შინ­გტონ­მა სა­კუ­თარ თავ­ზე უნ­და აი­ღოს NATO-ს წევ­რე­ბის დარ­წმუ­ნე­ბა იმა­ში, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბა ალი­ან­სი­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა. და მე­სა­მე – NATO-მ არ უნ­და და­ი­ჯე­როს პუ­ტი­ნი­სე­უ­ლი კრემ­ლის და­ში­ნე­ბის მცდე­ლო­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბა არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა­სა და კონ­ფლიქტს გა­მო­იწ­ვევს. კით­ხვა კი ძა­ლა­ში რჩე­ბა: ამე­რი­კის რო­მე­ლი პრე­ზი­დენ­ტი შეძ­ლებს, რომ პუ­ტინს და­უ­ხამ­ხა­მებ­ლად გა­უს­წო­როს თვა­ლი?

ია­ნუშ ბუ­გა­ის­კი

ვა­შინ­გტონ­ში სტრა­ტე­გი­ულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ცენ­ტრის ევ­რო­პუ­ლი პროგ­რა­მის უფ­რო­სი თა­ნამ­შრო­მე­ლი

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...