planetanews Posted June 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2012 საქართველოს ჩემპიონატის ჭაბუკთა A ლიგის გათამაშებასთან ერთად, რომლის მეხუთე ტურის მიმოხილვა გასულ კვირაში შემოგთავაზეთ, განახლდა თამაშები B ლიგაშიც. შეგახსენებთ, რომ აქ გუნდები დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონებში ოთხ ჯგუფში არიან განაწილებულნი. დასავლეთ ზონაში ჯგუფური ეტაპი უკვე დასრულდა. პლეი ოფში ქუთაისის პირველ, მეორე და მესამე გუნდებთან ერთად ფოთის რაინდებმაც გააღწიეს. პლეი ოფში რვა საუკეთესო გუნდი ორ ჯგუფში განაწილდება. გადამწყვეტი ეტაპის მატჩები 6 სექტემბრიდან გაიმართება. მანამდე კი მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად ბრძოლა აღმოსავლეთ ზონაში გრძელდება. აქ A ჯგუფში დამაჯერებლად ლიდერობს "არმია", რომელმაც მეცხრე ტურში შინ გაანადგურა აუტსაიდერი თელავის "მუტრუკები" - 114:0. არმიელებს ახლა 41 ქულა აქვთ და უახლოეს მდევარ თბილისის "ჯიქებს" შვიდი ქულით უსწრებს. "ჯიქებმა" ასევე დიდი ანგარიშით შეძლეს ბოლოხანს დაუძლურებული თბილისის "ყოჩების" დამარცხება - 53:0. "ჯიქებს" ორი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა რუსთავის "ხარები", რომელმაც სტუმრად მოუგო თბილისის "ტორნადოს" - 30:7. სავარაუდოდ, პლეი ოფში გამსვლელი ორი ადგილისთვის ბრძოლა სწორედ ამ სამ გუნდს, "არმიას", "ჯიქებსა" და "ხარებს" შორის წარიმართება, რადგან მეოთხეადგილოსანი "ლელო 1" რუსთაველებს რვა ქულით ჩამორჩება. ლელოელებმა მეცხრე ტურში მოულოდნელად წააგეს გათამაშების დებიუტანტთან, თბილისის "ჯვაროსნებთან" - 3:10. ამ მარცხის გამო "ლელო 1"-მა პლეი ოფში გასვლის შანსი დაკარგა. ჭაბუკთა B ლიგა. აღმოსავლეთი A ჯგუფი ჯიქები-ყოჩები 53:0, ტორნადო-ხარები 7:30, ლელო 2-ივერია 0:28, არმია-მუტრუკები 114:0, ჯვაროსნები-ლელო 1 10:3 სატურნირო მდგომარეობა 1. არმია - 41 ქულა, 2. ჯიქები - 34, 3. ხარები - 32, 4. ლელო 1 - 24, 5. ტორნადო - 21, 6. ყოჩები - 20, 7. ჯვაროსნები - 19, 8. ივერია - 16, 9. ლელო 2 - 9, 10. ვეფხვები - 5, 11. მუტრუკები - 0. ოთხ მატჩში 339:6 (83;0; 115:3; 141:0; 130:3) * * *B ჯგუფში მდგომარეობა ბევრად უფრო დაძაბულია. აქ პლეი ოფის ორ საგზურზე რეალურ პრეტენზიას ერთბაშად ოთხი გუნდი აცხადებს. ესენია: თბილისური გუნდები "ლოკომოტივი 1", "აკადემია", "ხულიგანა" და "არმაზი". სატურნირო ცხრილს სათავეში 37 ქულით რკინიგზელთა პირველი გუნდი უდგას, რომელმაც მეცხრე ტურში დიდი ანგარიშით სძლია თბილისის "ჩოხოსნებს" - 83:0. ლოკომოტიველებს სამი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა "აკადემია", რომელმაც "თიბისი" გაანადგურა 115:3. "ხულიგანასა" და "არმაზს", რომლებიც მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ, 33-33 ქულა დაუგროვდათ. "ხულიგანამ" მეცხრე ტურში დებიუტანტი თბილისის "წიქარა" მოსრა - 141:0. "არმაზმა" კი ასევე უჩვეულოდ დიდი ანგარიშით დაამარცხა სტუმრად კასპის "თსუ ლომები" - 130:3. ამავე ჯგუფში დედოფლის წყაროს "მიმინომ" შინ დაამარცხა თბილისის "ლოკომოტივი 2" - 21:12. B ჯგუფიაკადემია-თიბისი 115:3, თსუ ლომები-არმაზი 3:130, წიქარა-ხულიგანა 0:141, მიმინო-ლოკომოტივი 2 21:12, ლოკომოტივი 1-ჩოხოსნები 83:0. სატურნირო მდგომარეობა 1. ლოკომოტივი 1 - 37 ქულა, 2. აკადემია - 34, 3. ხულიგანა - 33, 4. არმაზი - 33, 5. კახები - 25, 6. მიმინო - 18, 7. ჩოხოსნები - 14, 8. თიბისი - 12, 9. თსუ ლომები - 11, 10. ლოკომოტივი 2 - 1, 11. წიქარა - 0. თემის კატეგორია: ბიზნესისაერთაშორისო ურთიერთობებისპორტი View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.