Jump to content
Planeta.Ge

ბლოგერების სახლი: მარადჩასვრილები


Recommended Posts

ვინმემ რომ მკითხოს, რატომ ვგულშემატკივრობ ინგლისის ნაკრებს, პასუხს ვერ გაგცემთ. მას შემდეგ, რაც ფეხბურთს ვუყურებ და ანალიზის უნარი მაქვს, ამ საცოდავ გუნდს არაფერი მოუგია. ის კი არა, ჯგუფიდანაც ვერ გასულა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე და მეც ბევრი დაცინვა ამიტანია მეგობრებისგან. თუ ჩემი პოსტების ისტორიას გადავხედავთ, იქ ერთი წერილი ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, როი ჰოჯსონს ეხება. როდესაც გუნდის მენეჯერად დანიშნეს, ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და ვამბობდი, რომ მასთან ერთად "სამ ლომს" არანაირი შანსი არ ჰქონდა. ასეც მოხდა - ან კაცმა არ იცის, სად ამოქექეს ეს მხცოვანი ბერიკაცი, რომელსაც ურთიერთობის შნოც აღარ აქვს, აღარაფერს ვამბობ მის განვლილ კარიერაზე, რომელიც პირდაპირ ვთქვათ, არ ყოფილა წარმატებული. ის, რაც ინგლისმა იტალიასთან "ჩაიდინა", პირველ რიგში იყო სწორედ დაბალი კლასის მენეჯერის ბრალი. პერსონალურად რომ შევადაროთ ამ ორი ნაკრების მოთამაშეები, უპირატესობა აქვთ ალბიონელებს (ბუფონისა და პირლოს გამოკლებით), მიუხედავად ამისა, იტალიის ნაკრებმა, ჟარგონი რომ ვიხმაროთ, გადაახია ბურთი თავზე მეტოქეს და სრულიად სამართლიანად გავიდა ნახევარფინალში. თამაშის დეტალურ განხილვას რა აზრი აქვს? საერთოდ გაწყვეტილი იყო თავდასხმა ნახევარდაცვისგან, ხოლო თავის მხრივ არც უკანახაზელებსა და ჯერარდი-პარკერის წყვილს შორის იყო შეთანხმეული მოქმედება ბურთის ამოტანისას. ისიც საკითხავია, რატომ დატოვა მოედანზე ჰოჯსონმა ეშლი იანგი და მოხსნა ჯეიმს მილნერი, როდესაც "მანჩესტერის" ნახევარმცველს ერთი ზუსტი პასიც არ გაუკეთებია? საერთოდ ვინ არის ჯორდან ჰენდერსონი, რომელსაც აძლევს თამაშის საშუალებას და მოედნიდან გაჰყავს სკოტ პარკერი, მოთამაშე, რომელიც მუდამ სულს და გულს დებს მოედანზე? ან რატომ დააყენა ძირითად შემადგენლობაში ორი თავდამსხმელი, როდესაც იტალიური ფეხბურთის წინააღმდეგ წარმატების მოსაპოვებლად მთავარი კოზირი ბურთის კონტროლი და ცენტრის დაკავებაა? მოკლედ, მოხდა ის, რაც აუცილებლად უნდა მომხდარიყო და თუნდაც ინგლისს პენალტების სერიაში გამართლებოდა, მოეგო და გამძვრალიყო, გერმანია საშვილიშვილო სირცხვილს აგემებდა. ბოლოს, უნამუსო ფანს მაინც მაქვს იმის იმედი, რომ ერთხელ მაინც, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია და მისი შეფი, დევიდ ბერნშეიტი ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს და გუნდს შესაფერის მწვრთნელს მოუძებნის, თუნდაც ჰარი რედნაპს, რომელიც როგორც მინიმუმ, ჩასვრილი სახით არ უყურებს მისი გუნდის თამაშს...

 

პოსტის სურათი:

 

http://www.blogger.ge/sites/default/files/article-2164037-13C4F3C2000005DC-446_634x391.jpg

 

კატეგორიები:

 

Lifestyle

მსოფლიო

სპორტი

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეც ინგლისის ნაკრების გულშემატკივარი ვარ. ამ ნაკრებს 1998 - დან ვგულშემატკივრობ. იმედია ახალ მწვრთნელს ( როი ჰოჯსონს ) დატოვებენ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...