planetanews Posted June 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 25, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/senat-300x225.jpgსაქართველოს დღეს პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვევა, რომელსაც სენატის მარშალი ბოგდან ბორუსევიჩი ხელმძღვანელობს.სტუმრები დღეს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს შეხვდებიან.ბოგდან ბორუსევიჩი სამშაბათს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციას წაიკითხავს, შემდეგ ლეხ კაჩინსკის მემორიალს გვირგვინით შეამკობს და დღის პირველ ნახევარშივე, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდება, რის შემდეგაც ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება. იმავე დღეს, შეხვედრა გაიმართება საპარლამენტო ოპოზიციასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან.დელეგაცია საქართველოს 28 ივნისს დატოვებს, მანამდე კი სტუმრები პოლონური დიასპორის წარმომადგენლებსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ანჟეი ტიშკევიჩს შეხვდებიან. ამასთან, პოლონეთის დელეგაცია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზონას, ქუთაისის პარლამენტის სასახლეს და ქუთაისის ღირსშესანიშნაობებს, ბათუმის იუსტიციის სახლს და გონიოს ციხეს დაათვალიერებს, ყოფილი დეპუტატის, ვანო ხუხუნაიშვილის საფლავს გვირიგვინით შეამკობს და საქართველოდან გამგზავრებამდე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძეს შეხვდებიან. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts