planetanews Posted June 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 25, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/mursi-300x225.jpgარაბული ქვეყნები ეგვიპტეს პრეზიდენტის პოსტზე “ძმები-მუსულმანების” კანდიდატის მოჰამედ მურსის არჩევას მიესალმებიან.“ჰამასის” მიერ კონტროლირებულ ღაზას სექტორის ქუჩებში მოსახლეობამ სახალხო ზეიმი მოაწყო. პალესტინელები ჰაერში ისროდნენ და ტკბილეულს არიგებდნენ. “ჰამასის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეგვიპტელებმა არამხოლოდ თავისთვის არამედ ყველა არაბისთვის კარგი პრეზიდენტი აირჩიეს.ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ “ეგვიპტეს ხალხის რევოლუციური მოძრაობა ახლო აღმოსავლეთის განვითარების უმაღლეს საფეხურზე იმყოფება”.დასავლეთისა და მის მოკავშირე სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნების რეაქცია კი, პირიქით, თავშეკავებული აღმოჩნდა.საუდის არაბეთის საგარეო უწყებაში მურსის არჩევაზე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ. გაერთიანებულ საამიროებში განაცხადეს, რომ ეგვიპტელი ხალხის არჩევანს პატივს სცემენ. ერაყში კი მურსის გამარჯვებას “ეგვიპტეში დემოკრატიის განვითარებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი” უწოდეს.აშშ-ში ეგვიპტეს ახალ ლიდერს ქვეყნის ყველა პარტიასა და საზოგადოებრივ მოძრაობასთან მუშაობისკენ მოუწოდა. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ მურსიმ ეგვიპტური საზოგადოების სხვდასხვა ჯგუფები უნდა გააეღტიანოს და ადამიანის უფლებები დაიცვას.თურქეთმა ახალი პრეზიდენტი “დემოკრატიის მშენებლობის გზაზე სერიოზული გამოწვევების” შესახებ გააფრთხულა.ისრაელმა კი გამარჯვების მილოცვის შემდეგ, მურსის ეგვიპტესა და ებრაულ სახელმწიფოს შორის დადებული მშვიდობიანი ხელშეკრულებების დაცვისკენ მოუწოდა.შეგახსენებთ, რომ 16-17 ივნისს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მოჰამედ მურსიმ ხმათა 52% დააგროვა და მუბარაქის დროინდელი პრემიერი გენერალი აჰმედ შაფიქი დაამარცხა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts