Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - კონტროლის პალატა შემოწირულობების წარმომავლობის შესწავლას იწყებს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/kontrolis-298x300.jpgპოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობის სახით გაღებული თანხების წარმომავლობის შესწავლის მიზნით, ცალკეულ პირთა გამოკითხვას კონტროლის პალატა მიმდინარე კვირას ჩაატარებს.

კონტროლის პალატის განმარტებით, მონიტორინგის სამსახური იმ 32 პირის თანხების წარმომავლობასა და დასაბუთებულობას შეისწავლის, რომლებმაც გადარიცხვები განახორციელეს “თავისუფალი საქართველოს”, “ნაციონალური მოძრაობის”, “ახალი მემარჯვენეების”, “რესპუბლიკური პარტიის”, “კონსერვატიული პარტიის”, “ეროვნული ფორუმის”, საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნებისა” და კოალიცია “ქართული ოცნების” ანგარიშებზე.

შემოწმება შეეხება “თავისუფალი საქართველოს” 6 შემომწირველს – ირაკლი ჭუბაბრია (15 829 ლარი); გიორგი მოსიაშვილი (25 070 ლარი); ალექსანდრე შალამბერიძე (8 050 ლარი); დავით თალაკვაძე (60 000 ლარი); ხვიჩა თოლორდავა (60 000 ლარი); ბადრი ცინცქილაძე (8 020 ლარი).

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 8 შემომწირველს – ვლადიმერ ნარტყოშვილი (8 000 ლარი); ვასილ სულხანიშვილი (40 000 ლარი); მალხაზ ჭყოიძე (6 000 ლარი); ბეჟან ოდიშვილი (5 000 ლარი); სერგო ლაბარტყავა (40 000 ლარი); თამაზ ჯამაგიძე (40 000 ლარი); ელგუჯა ბერუაშვილი (20 000 ლარი); ზურაბ ინასარიძე (12 000 ლარი);

“ეროვნული ფორუმის” 8 შემომწირველს – ლეილა ჩქარეული (4 000 ლარი); კახა ჩაკვეტაძე (18 692 ლარი); მაია თანიაშვილი (4 997,50 ლარი); ავთანდილ დავითაძე (12 844 ლარი); ირმა დავითაძე (10 673 ლარი); მარინა ნადირაძე (6 500 ლარი); ლევან ჩიჩუა (4 997,50 ლარი); მარინე ავაზაშვილი (9 940 ლარი);

“საქართველოს კონსერვატიული პარტიის” 5 შემომწირველს – ბიძინა გუჯაბიძე (30 000 ლარი); გივი რამაზაშვილი (16 000 ლარი); გიგა ბუკია (35 450 ლარი); დავით ბაციკაძე (16 150 ლარი); შოთა ორთავიძე (1000 ლარი);

“ახალი მემარჯვენეების” შემომწირველებიდან მაკონტროლებელი უწყება მხოლოდ გურამ ასათიანმა დააეჭვა, რომელმაც პარტიისთვის 50 000 ლარი გაიღო.

კონტროლის პალატა კითხვებს “რესპუბლიკური პარტიის” ორ შემომწირველსაც დაუსვამს – გელა თევდორაშვილს (5 000 ლარი); ნუგზარ ჩხიკვაძეს (25 000 ლარი).

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნებისთვის” შეწირული 12 000 ლარისთვის გამოკითხვაზე ზაალ გოგსაძესაც დაიბარებენ. პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ანგარიშზე გადარიცხული 40 000 ლარის წარმომავლობის შესახებ ინფორმაციას კი კონტროლის პალატა ზურაბ აზმაიფარაშვილს მოსთხოვს.

“ფინანსური მონიტორინგის სამსახური კანონით დადგენილი მანდატის ფარგლებში ამოწმებს შემოწირულებათა კანონიერებას. მონიტორინგის პროცესში პირველ ეტაპზე გამოვლინდა შემოწირულებათა გარკვეული კატეგორია, რომელთა დასაბუთებულობა დამატებით გამოკვლევას საჭიროებს. აღნიშნულ გარემოებათა შესწავლისა და შეფასების მიზნით, ფინანსური მონიტორინგის სამსახური განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, მათ შორის, გამოკითხვის პროცედურას”, – აცხადებენ კონტროლის პალატაში.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...