planetanews Posted June 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 25, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/dorofey-dbar.jpgადიღეის და მაიკოპის ეპისკოპოსის ტიხონის ბრძანებით, ახალი ათონის მონასტერის დე ფაქტო წინამძღოლს დოროფეი (დბარს) და დე ფაქტო მღვდელს ანდრიას (ამფარს) მსახურება სამი წლით აეკრძალათ.ამის შესახებ “აპსნი პრესი” იუწყება.დოროფეის განცხადებით, მეუფე ტიხონმა მას მსახურება “აფხაზეთის ეკლესიის” ხელმძღვანელის ბესარიონ აპლიას თხოვნით აუკრძალა, რომელიც დოროფეის “აფხაზეთის ეკლესიაში” განხეთქილების შემოტანაში ადანაშაულებს.დოროფეის განცხადებით, მან მსახურების აკრძალვის შესახებ ბრძანებები დახია.“ჩემი და მამა ანდრია სტატუსი უკვე გარკვეულია. ჩვენ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მაიკოპის და ადიღეის ეპარქიასთან არანაირი შეხება აღარ გვექნება, ქართულ ეკლესიასთან კი არც გვქონია”, – განაცხადა დოროფეიმ.“დღევანდელი დღიდან და აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სტატუსის გარკვევამდე და აფხაზეთში კანონიკური ეპისკოპოსის გამოჩენამდე, ჩვენ ლოცვებში მსოფლიო პატრიარქს ბართოლომეუს I-ს მოვიხსენიებთ”, – განაცხადა დოროფეიმ.შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო მღვდლებს დოროფეი დბარსა და ბესარიონ აპლიას შორის ე.წ. აფხაზეთის ეკლესიაზე კონტროლისთვის კონფლიქტი დიდი ხანია გრძელდება. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთი სხვა მართლმადიდებლური ეკლესიების მიერ აღიარებული ქართული მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში შედის. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts