planetanews Posted June 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 25, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/chirkba-300x232.jpgაფხაზეთი საქართველოსთან დიალოგისთვის მზადაა.ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა.“დარწმუნებული ვარ, რომ სხვა პრეზიდენტის, არა სააკაშვილის მმართველობისას, საქართველო სხვანაირი იქნებოდა, და ჩვენ შეთანხმების მიღწევას შევძლებდით. ჩვენ გვჭირდება პრაგმატული კონტრაგენტი, მაგალითად ალასანია ან ივანიშვილი. ივანიშვილი საქმიანი კაცია და საკმაოდ პრაქტიკული, რომ მიხვდეს, რა გადაწყვეტილება იქნებოდა ყველასთვის მისაღები.ჩირიკბა ასევე გალში ქართული მოსახლეობის შესახებაც ილაპარაკა. მისი თქმით, გალის მოსახლეობას არანაირი პრობლემა არ აქვს. ის კარგად ცხოვრობს, რადგან თხილს ყიდის და საშიშია, რადგან ქართველ ჯაშუშებს მალავენ. ჩირიკბას განცხადებით, ქართველმა ჯაშუშებმა ბოლო თვეების განმავლობაში 10 აფხაზი მოკლეს.აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრმა ასევე ჟენევის მოლაპარაკებები უარყოფითად შეაფასა. მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს მხარესაა და მოლაპარაკებების ახალი ფორმატია მოსაძებნი. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts