Jump to content
Planeta.Ge

ბლოგერების სახლი: უთანასწორობა, როგორც ბუნებრივი მდგომარეობა


Recommended Posts

      მინდა ანეგდოტით დავიწყო.      საბჭოთა კავშირში გავრცელებული ანეგტოტი იყო, რომ, თუ გერმანელი დაინახავდა, რომ მისმა კარის მოზობელმა იყიდა მანქანა, ააშენა სახლი, მოაწყო ლამაზი ეზო. იგი შეეცდებოდა, რომ უფრო მეტი ეშოვნა, უფრო ახალი მანქანა ეყიდა, უფრო დიდი სახლი აეშენებინა და უფრო ლამაზი ეზო მოეწყო. მაგრამ, თუ რუსი დაინახავდა იგივეს, ანუ მისი მეზობელი იყიდიდა ახალ მანქანას, ააშენებდა სახლს და მოაწყობდა ეზოს, უბრალოდ იყიდიდა ერთ „ბაჩონკა“ ბენზინს და დამთავრდებოდა ყველაფერი.       საუბედუროდ, საქართველოშიც თანასწორების ასეთი აღქმა არსებობს. თუ ვინმემ რაღაცას მიაღწია, ყველა გადაიქცევა ამ ადამიანის მტრად, რათა ისიც ჩაძირონ, რომ არავინ არ იყოს უთანასწორო. გავიხსენოთ მსახიობი ან საზოგადო მოღვაწე, რომელმაც სიბერეში ყველაფერი დაკარგა, ყველა ტაშს უკრავს, ყველას უყვარს, აი ასეთი უნდა იყოსო ხელოვანიო, მაგრამ თუ ამ ხელოვანმა ფული იშოვა, ბიზნესი ააწყო, შვილებს ქონება დაუტოვა, ეგრევე მიაწერე იარლიყს, რომ ხალხის ფულის მჭამელი, ხალხის ზურგიდან ნაშოვნი ფულები და ა.შ.      განვითარებისთვის და პროგრესისთვის საჭიროა იყო განსხვავებული და ასევე ის, რომ უნდა დაგიფასდეს ეს განსხვავებულობა. მართალია განსხვავება და უთანასწორობა ერთი და გივე არ არის, მაგრამ განსხვავებულობის განსხვავებულად დაფასება ქმნის უთანასწორობას. თუ ვიღაცა არის ყველაზე კრეატიული კარიკატურისტი, მაშინ მას აქვს სურვილი, რომ ეს ყველასგან განსხვავებულად დაუფასდეს. ასევეა ფეხბურტშიც, ჰაი-ტექშიც და ყველგან. თუ ვიტყვით, რომ განსხვავებულობა კარგია, მაგრამ განსხვავებულობის განსხვავებულად დაფასება ცუდია, მაშინ საერთოდ არ გეყოლება განსხვავებული. მივიღებთ ზომბირებულ საზოგადოებას, რომლის წევრებიც შეიძლება იყვნენ ერთმანეთისგან განსხვავებულნი, მაგრამ ისინი არასდროს არ გამოხატავენ საკუთარ განსხვავებულობას. შედეგად მივიღებთ სოციალისტების უტოპიურ ოცნებას, თანასწორობას.     დავუშვათ, რომ ეს ყველაფერი რეალობაა. ანუ ყველა თანასწორია, განსხვავებულობა არ ფასდება გასხვავებულად. რა მოხდებოდა მაშინ? Facebook-ი, დღეს, რომ ძალიან გიყვარს iphone4-ი, ბოლო მოდელის BMW an Mersedes-ი, რომლის ყიდვაზეც ოცნებობს ყველა და რომლისთვისაც ყოველ დილით რვაზე დგებიან და სამსახურში მიდიან, (ეს არის მცირე ჩამონათვალი) უბრალოდ არ იარსებდა, იმიტომ რომ მის შემქმნელელებს უბრალოდ სურვილი არ ექნებოდათ, რომ შეექმნათ ეს ყველაფერი. არავის კიდევ სურვილი არ ექნებოდათ, დილით ადრე ადგომის და სამუშაოზე წასვლის.      ჩემს ბავშვობაში, სკოლაში მასწავლებლები უთანასწორობას მასწავლიდნენ, როგორც უარყოფით მოვლენას და აცხადებდნენ, რომ თუ ყველა თანასწორი იქნებოდა, მაშინ ყველა კარგად იცხოვრებდა და მაგალითად მოჰყავდა საბჭთა კავშირს, სადაც ყველა ერთნაირად და თანასწორად ცხოვრობდა. ირიბად გამოხატავდა თავის სინანულს საბჭოთა კავშირის დაშლასთან დაკავშირებით. ეხლა ვხვდები, რომ ჩვენს საზოგადოებას საბჭოთა კავშირში ახარებდა არა საკუთარი მდგომარეობა, არამედ სხვისი მდგომარეობა. ანუ, ბედნიერი ოყო არა იმით, რაც მას ჰქონდა, არამედ იმით, რომ სხვასაც არ ჰქონდა. ტიპიური საბჭთა კავშირის მოქალაქის მთავარი ღირებულება იყო ის, რომ სხვებიც მასავით გაუბედურებული და უქონელნი იყვნენ, ამიტომაც თვლიდნენ საკუთარ თავს ბედნიერად.    ჩემი აზრით, ბედნირების ასეთი საფუძველი მოკლებულია ყველანაირ მორალს. თანასწორობის მსურველებიც, სწორედ საკუთარ იდეოლოგიის მთავარ ღირებულებად და მიზნად თვლიან იმ ფაქტს, რომ ყველას ერთნაირი ეკონომიკური მდგომარეობა უნდა ჰქონდეთ, მაგრამ საინტერესოა, რა მიზეზს მისცემენ ისინი იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ეგოს დაკმაყოფილებისთვის კაცობრიობას ასაზრდოებენ აღმოჩენებით და სიახლეებით.      დედამიწაზე არ არსებობს იმდენი რესურსი (მაგ: ბუნებრივი აირი ან ნავთობი), რომ ყველას თანაბრად მივაწოდოთ, ამ სიმდიდრეს იღებს ის ვინც უფრო ჭკვიანი და ამავე დროს ძლიერია. თანასწორობის ორი ვარიანტი არსებობს, პირველი ყველას ერთნარი სიმდიდრე ჰქონდეს, რის შესაძლებლობასაც დედამიწა უბრალოდ არ "გვაძლევს". მეორე, ყველას, საბჭოთა კავშირის მსგავსად, წავართვათ ეს სიმდიდრეები და არავის ჰქონდეს ის, რისი თანაბრად გაყოფაც შეუძლებელია. ჩემი აზრით, მეორე ვარიანტს, თვითონ თანასწორობის მსურველებიც კი დაუპირისპირდებიან. ასე, რომ უთანასწორობა არის ბუნებრივი მდგომარეობა, რომელიც ვერადროს ვერ შეიცვლება.

 

პოსტის სურათი:

 

http://www.blogger.ge/sites/default/files/images_16.jpg

 

კატეგორიები:

 

განათლება

საზოგადოება

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...