planetanews Posted June 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 23, 2012 /sites/default/files/u935/ban.jpgფრთიანი ბურთით თამაში ჯერ კიდევ ძველ ინდოეთში ყოფილა ცნობილი. ამ ქვეყანაში დღემდეა შემორჩენილი ნახატები კლდეზე, როომლებიც თამაშის ცალკეულ ფრაგმენტებს ასახავენ. აღნიშნული ნახატების ასაკი დაახლოებით 2000წელია. არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ ბადმინტონის თამაში ძველ ინკებშიც იყო გავრცელებული. ფეოდალრ ევროპაში ეს თამაში შეძლებულთა პრივილეგია ყოფილა, ამიტომ ხალხში დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა. ბანბინტონი ინდოეთიდან თავდაპირველად ინგლისში შემოვიდა. აქ, 1872 წელს, პატარა საკურორტო ქალაქ ბადმინტონში პირველად მოეწყო საჩვენებელი თამაში, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. აქედან გავრცელდა იგი მთელ მსოფლიოში. ბადმინტონით ვარჯიში ხელს უწყობს ორგანიზმის ანაერობულ შესაძლებლობათა განვითარებას. ამაგრებს ზურგის კუნთებს,დელტისებრ, ოთხთავა კუნთებს. არსებობს ბადმინტონის ორი სახეობა: ეგრეთ წოდებული პლაჟის ვარიანტი და სპორტული თამაში, როცა თამაშ დახურულ დარბაზებში ტარდება. მას, ვინც აპირებს სერიოზულად მოკიდოს ხელი ბადმინტონს, პირველ ყოვლისა, კარგი კოორდინაცია,სწრაფი ორიენტირებისა და დიდი დატვირთვის ატანის უნარი უნდა ჰქონდეს. როცა ბადმინტონს ოსტატები თამაშობენ, დარტყმებს შორის ვოლანი 0,95 წამს ფრენს. შედარებისთვის ვიტყვით, რომ ჩოგბურთში იგივე მაჩვენებელი 1,5 წამის ტოლია. დარტყმის შესრულებისას ზოგჯერ ვოლანი უზარმაზარ სისწრაფეს იძენს. გასაკვირი არ არის, რომ ზოგჯერ ქულის გათამაშებას 25-30 დარტყმის გაცვლას, მხოლოდ 20 წამი სჭირდება.საწვრთნელი ვარჯიში. ვისაც ბადბინტონში დაოსტატება სურს, მეცადინეობის პროგრამაში რაიმე აერობული ვარჯიშებიც უნდა შეიტანოს. ჩვეულებრივ ექსტრკლასის მოთამაშეები საწვრთნელ მეცადინეობებზე ვარჯიშობენ სირბილში, სახტუნებლით, მიმართავენ ინტერვალურ დატვირთვას ან წრიული წვრთნის ცალკეულ ელემენტებს. მეცადინეობის გეგმაში უნდა შევიტანოთ ფეხების, ტანისა და ხელების მსხვილი კუნთური ჯგუფების განმავითარებელი ვარჯიშები. ხელის მტევნების გამაგრებას და, ამავე დროს, მძლავრი დარტყმების გამომუშავებას ძალიან უწყობს ხელს, მტევნების სწრაფი ტრიალი დამძიმებებით. ყურადღება მიაქციეთ ზურგის, ხელების, მხრის, ხელის მტევნების მოქნილობის განვითარებას.ტრავმა. ამგვარი რამ ბადმინტონში მეტად იშვიათია. ზოგჯერ მოთამაშეებს დამრტყმელი ხელის მხრის სახსრის ბურსიტი უვითარდებათ. მოსალოდნელია, ტრაპეციული და დელტისებური, აგრეთვე მუცლის პრესის კუნთების, ხელის მომხრელი კუნთების, იოგებისა და მუხლის მყესების დაჭიმვა ტეგები: ბადბინტონის ისტორიასაწვრთნელი რეკომენდაციები. კატეგორიები: განათლებასპორტი View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.