Jump to content
Planeta.Ge

ბლოგერების სახლი: ალბათ ასეთი თვალები აქვს ყველა თვითმკვლელს... (II)

Recommended Posts

ავტობუსის ფანჯარას მიყრდნობილი ფიქრებში წავედი...

ფანჯარაში გავიხედე. კარგა ხნის დაღამებული იყო. მოლის გასანათებლად დამაგრებული სანათების ყვითელ შუქზე ვხედავდი როგორ ცრიდა. ვხედავდი დროდადრო როგორ მოუმატებდა და შენელდებოდა. მეზარებოდა თბილი შენობიდან გარეთ გასვა, მითუმეტეს ასეთ ამინდში და ასე შორს წასვლა.

ღამე სამსახურიდან, ამ სამსახურის შესახებ კიდევ მოგიყვებით, ფეხით მივდიოდი ხოლმე სახლში. ტრანსპორტი, რომელიც გამოყოფილი იყო თანამშრომელთა სახლებში დასარიგებლად, მხოლოდ ღამის 1 საათზე გადიოდა. ამიტომ, როცა 11ზე ვამთავრებდი ცვლას მერჩია ყურსასმენები გამეკეთებინა  და ესე ღიღინ-ღიღინით ჩამევლო დაღმართი, შემდეგ სწორი გზა, შემდეგ ისევ დაღმართი სახლამდე. გზას დაახლოებით 20 წუთი სჭირდებოდა და თავისულად ვასწრებდი ჩემ ტელეფონში ჩაწერილი თითქმის ყველა სიმღერის მოსმენას.    

დღეს არ მინდოდა შუაღამის გასერინება, თუმცა რას ვიზავდი.

ნელი ნაბიჯით გავყევი დერეფანს და პირველი სართულიდან ნულ სართულზე მოსახვედრად ლიფტს ველოდე 5 წუთი. სამუშაოს შემდეგ ისეთი დაღლილი ვიყავი ხოლმე, რომ ბოდიში და ცალ ფეხზე მეკიდა უფროსის გაფრთხილება ერთ სართულზე გადასაადგილებლად ლიფტს ნუ დააკავებთო. შევედი ლიფტში და სარკეში ჩავიხედე. არ მომეწონა ჩემი დაღლილობისგან თითქმის შეშლილი სიფათი.

გასახდელში შესვლამდე დერეფანში დაყენებულ სათვალთვალო კამერას პირდაპირ ობიექტივში შევხედე და წარმოვიდგინე როგორ ზარმაცად იწვა სკამზე დაცვის რომელიმე თანამშრომელი და მაკვირდებოდა. შევედი გასახდელში, გამოვიცვალე და ისევ ნელი ნაბიჯით გავემართე გასასვლელისკენ. თან ჩემ თავზე მეშლებოდა ნერვები ასე ნელა რომ მივდიოდი როცა  ვიცოდი, რომ ჩემ ოთახში ბოროტი ღიმილით მელოდა უმაღლესი მათემატიკის სახელმძღვანელო.

გამოვედი შენობიდან. ცივმა წვეთებმა მაიძულეს ფეხი ამეჩქარებინა. რაც შემეძლო გამოვიქეცი. მოვრბოდი  და ვგრძნობდი როგორ შემდიოდა კეტებში წყალი. როგორ მიმეწება ოფლისა და წვიმისაგან სველი თმა. ერთი დაღმართი უკვე ჩათავებული მქონდა და მტკვარზე უნდა გადავსულიყავი ხიდით. უკვე გვიანი იყო და მანქანები კანტიკუნტად თუ გამოჩნდებოდნენ. მითუმეტეს იმ ადგილას, იშვიათად მოძრაობდა მაშინ მანქანა.

სუნთქვა შემეკრა და გავჩერდი. ქვემოთ დავიხარე, ცოტა ხანს ესე ვიდექი მუხლებზე დაყრდნობილი, შემდეგ თავი წამოვწიე და ხიდზე ვიღაც შევნიშნე. ხიდზე იდგა და ჩემი საყვარელი ადილიდან იყურებოდა წყალში. ზუსტად იმ ადგილას ვიდექი ხოლმე თითქმის ყოველ ღამე და ჩაბნელებულ ტალღებს ვაკვირდებოდი. მაგრამ უცნაური ის იყო რომ ხიდზე იდგა, მოაჯირის გარედან. ხელები უკან ქონდა შემოტრიალებული  და მოაჯირს მოჭიდებული, თავდახრილი იყურებოდა წყალში. ძლიერი ქარი სველ თმას უფრიალებდა და თმის სიგრძიდან გამომდინარე მივხვდი, რომ ქალი უნდა ყოფილიყო. მის დგომაზე ტიტანიკი გამახსენდა. ჯერ გავიქეცი მისკენ, მერე ვიფიქრე არ შევაშინო-მეთქი და ნაბიჯი შევანელე. ფეხაკრეფით მივიპარე მასთან და ჩუმი ხმით ვუთხარი

-         რას აკეთებ?

მან ყურადღება არ მომაქცია. თავიდან ვიფიქრე ალბათ ვერ გაიგო-მეთქი და შეკითხვა გავუმეორე. ცოტა ხანი იდგა ესე, შემდეგ ნელ-ნელა წამოსწია თავი და გვერდულად გამომხედა. დავინახე მისი შეშუპებული სახე და ცარიელი თვალები. ალბათ ასეთი თვალები აქვს ყველა თვითმკვლელს.

რა დროს მიმართავს ადამიანი თვითმკვლელობას? ეს ხდება მაშინ, როცა ის დეპრესიაშია, ხოლო დეპრესია ადამიანის სურვილებისა და ამ სურვილების განხორციელების შესაძლებლობების შეუსაბამობაა. მის ცარიელ მზერაზე მივხვდი, რომ ამ ადამიანს დიდი პრობლემა უნდა ჰქონოდა.

გამომხედა და დავინახე როგორ დაიწყო ხელის გაშვება მოაჯირზე. ეს პროცესი სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა, თუმცა ჩემს გონებაში ზუსტად ჩაიბეჭდა როგორ გაუშვა მან ჯერ ნეკა თითი, შემდეგ მომდევნო, ვხედავდი თითქოს შენელებულად. მივხვდი, რომ ლოდინის დრო აღარ იყო და არც მე მქონდა იმის ნიჭი ჩემი ღრმა ფსიქოლოგიური კითხვა-პასუხით გადამეფიქრებინა ჩანაფიქრი. სწაფად მივვარდი და რაც ძალი და ღონე მქონდა მოვეხვიე ბეჭებზე. ვიგრძენი როგორ მოდუნდა რამდენიმე წამით, თუთქოს ჩავარდნას ლამობსო, მერე თითქოს გამოცოცხლდა, ჩემსკენ შემოტრიალება სცადა და სანამ ფეხი დაუცდებოდა ხმადაბლა ჩაილაპარაკა- მიშველე...

კიდევ 2 წუთი და ორივენი გულაღმა ვიწექით ტროტუარზე. ის ტიროდა, მე კი გაგიჯებული ვქოშინებდი...

პოსტის სურათი:

http://www.blogger.ge/sites/default/files/glasgow%20rain%201955.jpg

კატეგორიები:

საზოგადოება

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...