Jump to content
Planeta.Ge

ბლოგერების სახლი: ჩემი ძველი,ბალახებით სავსე ჩანთა...


Recommended Posts

დიდი დიდი ხანია, არაფერი დამიწერია ...მხოლოდ იმ დადუნას ვხედავ,რომელიც ასი წლის არის, უკვე....დავიღალე...მოსაწყენი გავხდი და არ ვიცი,სად გაქრნენ ჩემი გულწითელა ოცნებები..სად გაქრა ის სითბო,რომელიც, როგორც მზე, ისე მითბობდა, დაცვარულ სხეულს...როცა შენთვის აკეთებ ჩანაწერს,უფრო თაფისუფალი ხარ..როცა იცი სხვებიც წაიკითხავენ შენს ნაწერს,პასუხისმგებლობას გრძნობ და შეზღუდული ხარ თითქოს...არადა ათასი სიგიჟე მინდა დავწერო.ფიქრები მენატრება..ბევრი ფიქრი და სახეტიალოდ მინდა წავიდე..ჩემი ძველი, ბალახებით სავსე,ჩანთა გადავიკიდო მხარზე და ყველაზე ლამაზი,ლურჯი ყვავილები ჩამოვკრიფო მიუვალი მთიდან...წავალ..წავალ და არ დავბრუნდები,რადგან არავინ ელოდება ჩემს დაბრუნებას..მხოლოდ ღრუბლები შეამჩნევენ ჩემს არყოფნას..შეამჩნევენ და იწვიმებს იმ დღით...ცისფერი წვიმა წამოვა ციდან და ეს ჩემი სულის, ცისფერი ცრემლები, იქნება..შეიძლება ყვავილებიც დაეფინოს დედამიწას...ცისფერი ყვავილები ,ჩემს სულში ცოცხლობენ,,..სულს ვუბერავ და მტვრიანა, მთელ ჩემს სხეულში ,იფანტება...მიხარია,ძალიან მიხარია ეს ყველაფერი და ჩემს თავთან, ვაგრძელებ, საუბარს...ასე მგონია, ძალიან დიდი ხანია,რაც ამქვეყნად გავჩნდი..ცადაზიდული მთების წლოვანება არაფერია ჩემს ასაკთან შედარებით...მზე მენატრება ...საკუთარ თავთან საუაბრს,მხოლოდ მზე არ მიშლიდა არასოდეს..ერთად ვსაუბრობდით მე და მზე..მე ბევრი საკტივარი მქონდა,მზეს არცერთი,რადგან მზე ყოველთვის იცოცხლებს..ყოველთვის გაათბობს ადამიანებს...ვიქნებოდი ცა,მზე,ყვავილები,ოღონდ ადამიანი არა..- რას უწუნებ ადამიანს?რით ვერ იპოვე შენი ადგილი?მეკითხება საკუთარი თავი?_ მე რაღაც უფრო სხვა მინდოდა..უფრო სრულყოფილი...ვამბობ და მეტირება..მსიამოვნებს ცრემლები.ჩემი არასრლყოფილების ამგვარი გამოხატვა...ჩემმა მეორე მემ,რომელიც ასი წლის არის უკვე,იცის სინამდვილეში,როგორია ადამინად ყოფნა..იცის და აღარ ღელავს...უბრალოდ დრო და დრო,ჩემი მოსმენა უწევს და უხარია,რაღაცნაირად,რომ მე ასეთი ვარ..ისევ პატარა და ჩემი სამოგზაურო ჩანთა,ყოველთვის ოცნებებით მექნება სავსე...

 

თემის კატეგორია:

 

სხვადასხვა

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...