Jump to content
Planeta.Ge

newstime.ge: დირექტორები ნაც.მოძრაობიდან…


Recommended Posts

http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/06/27551.jpg

არაერთ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არჩევნების დროს, საჯარო სკოლები ნაციონალური მოძრაობის ხმების ბეღლად იხსენიება. სწორედ ამიტომ ამბობდნენ რომ მასწავლებლები ხმას თითქოს ნაციონალებს აძლევდნენ.

დიახ, ეს ვარაუდები სწორი იყო, რადგან სკოლის დირექტორები ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან და მათი ამ პოსტზე ყოფნაც სწორედ ამ ნიშნით არის განპირობებული. მახსოვს ლოტოტრონით რომ ხდებოდა დირექტორების დანიშვნა, მაშინაც მხოლოდ ის დირექტორები “მოხვდნენ”, ლოტოტრონში ვინც ნაც პარტიის “ღირსეული” კოორდინატორის სახელს ატარებდა.

მე და ჩემს კლასელებს გვახსოვს, მე-10 კლასში ვიყავით, როცა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები ტარდებოდა, სკოლაში ქ.რუსთავის მერობის ნაციონალი კანდიდატი მოვიდა, დირექტორმა მას დიდი დახვედრა მოუწყო და სააქტო დარბაზში სკოლის წარჩინებული მოსწავლეები მიიყვანა, მათ შორის მეც. მერობის კანდიდატმა მოსწავლეებთან მარტო გასაუბრება ისურვა, დირექტორი და მისი 4 მოადგილე კი კარების წინ იყვნენ ატუზულნი, ნორჩი პიონერებივით წითელი ყელსახვევებით.

შეხვედრა რომ დამთავრდა, დირექტორმა დაგვიბარა და გვითხრა: აბა თქვენ იცით, ხომ ხედავთ რა კარგი კაცია ბატონი, გაუკეთეთ რეკლამაო. დიდი მარაზმი იყო და ბავშვებს გვეცინებოდა, მაგრამ ის ქალი ისეთი სერიოზულობით ამბობდა ამას, მახათი რომ გეჩხვლიტა ვერ შეადრკობდი.

გუშინ მე-9 არხმა მოიპოვა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსთავის უკლებრივ ყველა სკოლის დირექტორი, აჭარაში გაუგზავნია ნაც პარტიას დასასვენებლად და საშემოდგომო, სააგიტაციო მითითებების მისაღებად.

ესეც ჩვენი გადირექტორებული კოორდინატორების ისტორია, დანარჩენი კი თქვენ იხილიეთ მე-9 არხის სიუჟეტში.

 

გაიცანით გადირექტორებული კოორდინატორები რუსთავიდანნანა შატბერაშვილიგიორგი შეყილაძე</p>

ნანა თევზაძე

ირმა მიმინოშვილი

ნინო კალანდაძე

ბელა მარტიაშვილი

ზურაბი მაისურაძე

გურანდა სირბილაძე

მაია გაჩეჩილაძე

ლალი ერქომაიშვილი

ნელი ღოლიჯაშვილი

ეკა ცხვედაძე

მარიამი ბარქაია

თეა ტაბატაძე

ბესიკ მოსულიშვილი

ბექა შათირიშვილი

მამუკა ხამხაძე

ნაირა ქარუხნიშვილი

ქეთევან ხვადაგიანი

ინგა ქურდოვანიძე<p>სვეტლანა მურვანიძე-ბიწაძე

საინტერესოა რა რეაქცია ექნება ამაზე კონტროლის პალატას…

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...