planetanews Posted June 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2012 2003 წელს,საქართველოში , ოპოზიციის მრავალათასიანი გამოსვლები დაიწყო. ოპოზიციის ლიდერებად მოგვევლინენ მიხეილ სააკაშვილი,ნინო ბურჯანაძე და ა.წ გარდაცვლილი ზურაბ ჟვანია. ბევრი დღესაც ამბობს,რომ მიხეილ სააკაშვილის ქარიზმატულობამ და იმპულსურობამ ხალხი მეტად დამუხტა,ვიდრე ბურჯანაძე-ჟვანიას გაწონასწორებულმა,მშვიდმა ხასიათმა. მიტინგები ლოგიკური დასასრულით დასრულდა, 2003 წლის 23 ნოემბერს,პრეზიდენტი შევარდნაძე გადადგა.მალევე პრეზიდენტად ახალგაზრდა,ენერგიული,დასავლეთში განათლება მიღებული მიხეილ სააკაშვილი მოვიდა.მოსახლეობის სრული უმრავლესობა,დაახლოებით 90 % სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას ემხრობოდა.მიხეილ სააკაშვილი იძლეოდა საოცრად ოპტიმისტურ დაპირებებს,იგი ურთიერთობდა ხალხთან და იმდენიც მოახერხა,რომ ქართული საზოგადოების სრული უმრავლესობის ნდობაც მოიპოვა. ეს პოსტი სწორედ სააკაშვილის დაპირებებს ეძღვნება,მოდით,გავიხსენოთ თუ რატომ აირჩია ქართველობამ 2003 წელს სააკაშვილი პრეზიდენტად.პირველი და უმთავრესი დაპირება,საქართველოს ტერიტორიული გამთლიანება იყო. მიხეილ სააკაშვილი ურთიერთობდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან,მიშა მას შემდეგი სიტყვებითაც კი ამკობდა : „მე ვენდე პუტინს და არ შევმცდარვარ… პუტინს პატიოსანი ადამიანის თვალები აქვს.“ ხელისუფლებაში მოსვლიდან ახლო პერიოდში,საქართველოს ხელისუფლებას ურთიერთობა დაეძაბა რუსეთთან,რასაც სააკაშვილის მხრიდან არაერთი არაკორექტული გამონათქვამი თუ ფრაზა მოჰყვა პუტინის მიმართ,მაგალითად : “ლილიპუტინი,” “სკამზე დადგეს და ისე მელაპარაკოს” და ა.შ… მოკლედ რომ ვთქვათ,2008 წელს , საქართველოსა და რუსეთს შორის კიდევ ერთი ომი მოხდა,რამაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთხელ დარღვევა გამოიწვია,საქართველომ ტერიტორიების 20 % “გადასცა” რუსეთს. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი,რომ ეს იყო საქართველოს მოსახლეობისთვის უმეტესობისთვის უმთავრესი დაპირება,სააკაშვილმა ამ პირობის არამცთუ შესრულება შეძლო,არამედ პირიქით,შეგვმატა ოკუპირებული ტერიტორიები…არ ღირს სალაპარაკოდ მიშას პიარ ხერხებზე საუბარი,როგორიც იყო : “მე და სანდრა 3 ოთახიან ბინაში ვიცხოვრებთ,” “მე ხალხთან ერთად ვიფრენ თვითფრინავით,” “ჩემს მინისტრებს არ ექნებათ ძვირადღირებული სახლები და მანქანები” და ა.შ…მიშას ეს ტყუილები თავის დროზე ხალხმა დაიჯერა,დაიჯერა იმიტომ,რომ როგორც ზემოთ ავღნიშნეთ,მას ენდობოდნენ.2007 წელს მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი,”დუბინკები”,რეზინის ტყვიები…გამოიყენა იმიტომ,რომ შეიქმნა საშიშროება,მშვიდობიანი რევოლუციისა…მისი ბრძანებით აქცია სასტიკად დაარბიეს,რამაც რამდენიმე ადამიანის დაინვალიდებაც გამოიწვია. ამის შემდეგ სააკაშვილი იძულებული გახდა,გადამადგარიყო და დაენიშნა საპრეზიდენტო არჩევნები.ეს არჩევნები 2008 წელს გაიმართა…მიშა,ისევე როგორც 2003-ში,მაშინაც მადის აღმძვრელ დაპირებებს იძლეოდა.http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/06/423866_10150572036401193_741440016_n.jpgსურათზე ნაჩვენები პროგრამიდან დღეს არცერთი პუნტქი არ არის შესრულებული,სააკაშვილმა კიდევ ერთხელ “გადააგდო” საკუთარი ხალხი, იგი წინასაარჩევნოდ საოცრად ჰუმანური ხდება,ტირის,იხსენებს გაჭირვებულ ხალხს,ახლახანს ბანკების მიერ გაკოტრებული ადამიანები გაიხსენა,რომლებმაც სახლ-კარი დაკარგეს… სავარაუდოდ,ძალიან ბევრ გულის ამაჩუყებელ სცენას დადგავს მიშა წინასაარჩევნო პერიოდში,თუმცა…ბატონო პრეზიდენტო,ადამიანი შეიძლება მოტყუვდეს ერთხელ და ორჯერ,მაგრამ ქართველ ხალხს მესამედ ვეღარ მოატყუებ ! ძალიან ბევრი დაპირება გვახსოვს სააკაშვილის მხრიდან,რომლებიც ვერ შესრულდა და აწი ძალიანაც რომ მოინდომოს,ვეღარ შეასრულებს…ჯერ ერთი ხალხს, მისი დანაშაულებრივი ქმედებებიდან გამომდინარე,ეზიზღება…მეორე,სააკაშვილს აღარ შესწევს არც ადამიანური და აღარც მატერიალური რესურსი,რომ ისეთი კალიბრის პოლიტიკურ ძალას,როგორიც კოალიცია “ქართული ოცნებაა”,არჩევნებში სამართლიანად მოუგოს… საქართველოს გამთლიანების პირობაზე არ ვსაუბრობ,ცხადია,ამას სულ სხვა მიზეზი აქვს და ესეც სააკაშვილის გაუაზრებელი პოლიტიკიდან გამომდინარეობს.P.S“ნაციონალური მოძრაობის” 2002 წლის პროგრამა View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts