planetanews Posted June 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2012 http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-arSemdg-politika-3.jpgთბილისი, 22 ივნისი, საქინფორმი. „არშემდგარი ქვეყნების 2012 წლის რეიტინგში“, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია „The Fund For Peace“-მა შეადგინა, საქართველო 84,8 ქულით 177 ქვეყანას შორის 51-ე ადგილს იკავებს.<span style="font-size: 10pt;" />ინდექსის მიხედვით, საქართველოს პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ უზბეკეთზე (39-ე ადგილი), ყირგიზეთსა (41-ე) და ტაჯიკეთზე (46-ე) უკეთესი მაჩვენებელი აქვს. რეიტინგში თურქეთი – 85-ე, სომხეთი – 102-ე, აზერბაიჯანი – 68-ე, ხოლო რუსეთი 83-ე ადგილს იკავებენ და ამ მაჩვენებლებით საქართველოს უსწრებენ. რეიტინგში დაკავებული პირველი ადგილი ყველაზე უარესი მაჩვენებელია, ხოლო ბოლო ადგილი – უკეთესი. ირკვევა, რომ ყველაზე არშემდგარი ქვეყანა სომალია (პირველი ადგილი), ხოლო ყველაზე წარმატებული – ფინეთი (177-ე ადგილი). საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts