planetanews Posted June 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2012 http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-global-samarTali-2.jpgთბილისი, 22 ივნისი, საქინფორმი. საქმეში, რომელთან დაკავშირებითაც „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილს მრავალმილიონიანი ჯარიმა დაეკისრა და რომელშიც, ასევე, ჩართულია საკაბელო ოპერატორი და სატელიტური ანტენების პროვაიდერი „გლობალ TV“, ახალი გარემოება გამოიკვეთა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ განაცხადა, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას იწყებს.<span style="font-size: 10pt;" />პროკურატურის განცხადებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მან სთხოვა სასამართლოს, „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მფლობელობაში არსებული დაუმონტაჟებელი სატელიტური ანტენები დაეყადაღებინა. ეს კომპანია „გლობალ TV“-ის სახელით არის ცნობილი და მისი თანამფლობელია ბიძინა ივანიშვილის ძმა. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts